ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
102. მოვიწყარობას ძალუძს დაშრიტოს დაცულობა გონებისა, ისევე როგორც წყალი შრეტს ცეცხლს, ხოლო განუწყვეტელი იესოს ლოცვა, გაძლიერებული მღვიძარებითურთ, ბოლომდე აღმოფხვრის მას გულიდან, რადგან საჭიროებს ლოცვა მღვიძარებას, ისევე როგორც სასანთლე – სანთლის შუქს.
თემა: იესოს ლოცვაავტორი: წმ. ევსუქი ხუცესი
წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი)
ღვთის შემეცნებას შეიძლება იესოს ლოცვა შეენაცვლოს, მაგრამ არის კი ამის აუცილებლობა? მათი არსი ერთი და იგივეას. ღმერთზე ფიქრი ნიშნავს ფიქრებში ჭეშმარიტების რომელიმე საკითხის შეკავებას, როგორიცაა: განკაცება, ჯვარცმა, აღდგომა, ყველგანმყოფობა და სხვა, აზრების ყოველგვარი დინების გარეშე.
თემა: იესოს ლოცვა, ლოცვაავტორი: წმ. თეოფანე დაყუდებული
წყარო: გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ
საღმრთო სჯული მოითხოვს ჩვენგან ყოველთა კეთილთა საქმეთა, მრავალსა მოთმინებასა, მოწყალებასა, ლოცვასა, მარხვასა და სხვათა. გარნა ყოველნი ესენი უნდა ავასრულოთ ქრისტე იესოს სიყვარულით და სარწმუნოებით, არა ურიათაებრ, რომელნი მხოლოდ გარეგნობით, ფორმით ასრულებენ თვისსა სჯულიერსა და თავის ნებას არ იშლიან.
თემა: საღვთო სჯულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
იესოს ლოცვა მარტივად აღესრულება: საჭიროა ყურადღებით გულში ღვთის წინაშე დადგომა და ვედრება: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!" საქმე სიტყვებში არაა, არამედ რწმენაში, შემუსვრილობასა და საკუთარი ნების უარყოფაში. ასეთი გრძნობებით ღმერთს შეიძლება სიტყვების გარეშეც წარვუდგეთ... და ეს იქნება ლოცვა.
თემა: იესოს ლოცვა, ლოცვა, საკუთარი ნების უარყოფაავტორი: წმ. თეოფანე დაყუდებული
წყარო: გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ
ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძიებს ვინმცა შთანთქა. არ შეგვიწყდება ჩვენ გულისმიერი ყურადღება, სიფხიზლე, აზრებზე წინააღდგომა და ლოცვა იესო ქრისტეს მიმართ, რადგან უკეთესი შეწევნა, ვიდრე იმისა რომელიც იესოსაგან არის, არ შეიძლება ინახოს სადმე იმიტომ, რომ მხოლოდ ის არის უფალი და როგორც ღმერთმა, მან იცის დემონების ხრიკები.
196. ჭეშმარიტად ნეტარია ის, ვინც იმგვარად შეეწებვის იესოს ლოცვას გონებაში და იმგვარად უწყვეტად ხმობს ამ ლოცვას გულში, როგორც შეერთვის, ვთქვათ, ჰაერი ჩვენს სხეულს, ანდა ალი – ცვილს. ამასთან, მიწის თავზე გამავალი მზე დღეს აღმოაცენებს, უფალ იესოს წმინდა და სათაყვანო სახელი კი, ჩვენს გონებაში უწყვეტად მბრწყინავი, აურაცხელ მზიურ ფიქრებს წარმოშობს.
თემა: იესოს ლოცვაავტორი: წმ. ევსუქი ხუცესი
წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი)