სიამაყე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი თუმცა მოწყალეა, მაგრამ სიამაყისათვის სტანჯავს სულს შიმშილით, არ აძლევს მას წყალობას, სანამ არ ისწავლის მორჩილებას.
რა სჯობია იმას, რომ ცხოვრობდე მორჩილებაში და სიყვარულში? მაშინ სულში იქნება მშვიდობა; არ გენდომება უპირატესობა ძმათა (შორის) წინაშე. თუ გეყვარება მტრები, სულში ადგილი არ ექნება სიამაყეს, რამეთუ ქრისტესმიერ სიყვარულში არ არის განდი... იხილეთ სრულად
უსაძაგლესი ცოდვაა ამპარტავნება, მაგრამ მცირედნი შეიცნობენ, რამეთუ დაფარულია და გულის სიღრმეში იმყოფება. ამპარტავნების საწყისი საკუთარი თავის არცოდნაა. ეს უმეცრება აბრმავებს კაცს და ისიც ამაყობს. ოჰ! რომ შეეცნო ადამიანს თავი თვისი,... იხილეთ სრულად
სიამაყისგან იკარგება მადლი ღვთისა, მასთან ერთად კი სიყვარული ღმერთის მიმართ, ასევე შემართება ლოცვაში, მაშინ სული იტანჯება ავი ზრახვებით და არ გაეგება, რომ საჭიროა მორჩილება, საჭიროა მტრებისადმი სიყვარული.
სიამაყე – არანორმალური მდგომარეობაა. ამაყი თავის სულს დემონურ იმპულსებს უღებს, ის საშინელ სულიერ „რადიაციულ ველში“ მოხვედრილი ადამიანია. სიამაყის ერთ–ერთი გამოვლინება და მისკენ მიმავალი გზა – ეს ურჩობაა.
ვინც სიამაყეს სძლია, მან დაამარცხა შიში, სასოწარკვეთა და შეშლილობა, რომლებმაც მთელი სამყარო შეძრეს.
ენით აღუწერელია ის სულიერი სიცარიელე, რაც ადამიანში ამპარტავნების გამო ისადგურებს. აი, დაუფიქრდი: ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი სამყაროშია, ცოდვაა, ყველაზე დიდი სიკეთე კი – ღვთაებრივი მადლი. სიამაყე კი – ყოველგვარი ცოდვის ფესვია, ... იხილეთ სრულად
ბრძოლის მიზეზი დევს არა გონებაში, როგორც ასეთში, არამედ სიამაყეში ჩვენი სულისა. სიამაყისგან ძლიერდება წარმოსახვების მოქმედება, მორჩილებით კი იგი წყდება. სიამაყე „იჭაჭება“ შექმნას თავისი სამყარო, მორჩილება კი ღებულობს ცხოვრებას ღმე... იხილეთ სრულად
ამპარტავნება – უგუნური ვნებაა, რომელიც თუ ადამიანს დაეუფლება, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად უკეთესია, ვიდრე – სინამდვილეში და რომ სხვები მასზე სწორედ იმას ფიქრობენ, რაც თავად ჰგონია. ამიტომაც, ამაყი ადამიანი საკუთარი თავის... იხილეთ სრულად
ამაყ სულს არ ეცხადება უფალი, ამაყმა სულმა, თუნდაც მთელი წიგნები დაიზეპიროს, ვერასდროს ვერ შეიმეცნებს უფალს, რამეთუ იგი თავისი სიამაყით არ მისცემს თავის თავში ადგილს სულიწმიდის მადლს, ხოლო ღმერთი შეიცნობა სულიწმიდის მადლით (მხოლოდ ... იხილეთ სრულად