ჩვენს ეროვნულ არსს, ჩვენს ეროვნულ მთლიანობას, როგორც ბრძანებს წმიდა ილია მართალი, სამი მძლავრი ფესვი ასაზრდოებს. საკუთარი მიწა, ქრისტიანობა და ენა ქართული.
ნაწილობრივ მაინც რომ ვიგრძნოთ მაცხოვრის მიერ გაღებული მსხვერპლის სიდიადე და ჩვენდამი მისი უსაზღვრო სიყვარული, საკუთარ სულში უნდა ჩავიხედოთ; თითოეულმა ცალ-ცალკე და ყველამ ერთად უნდა განვიცადოთ ჩვენი სისუსტენი, ვამხილოთ ჩვენი ცოდვით...
იხილეთ სრულად
ნაწილობრივ მაინც რომ ვიგრძნოთ მაცხოვრის მიერ გაღებული მსხვერპლის სიდიადე და ჩვენდამი მისი უსაზღვრო სიყვარული, საკუთარ სულში უნდა ჩავიხედოთ; თითოეულმა ცალ-ცალკე და ყველამ ერთად უნდა განვიცადოთ ჩვენი სისუსტენი, ვამხილოთ ჩვენი ცოდვითი მიდრეკილებანი, რათა მართალ მეზვერესავით გულით შევსთხოვოთ შემოქმედს: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს და იმ მეზვერესავით მივიღოთ შენდობა და მიტევება ცოდვათა ჩვენთა.
ქრისტე მიეცა ცოდვათა ჩვენთათჳს და აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს (რომ. 4,25); "ვემსგავსოთ ქრისტეს, რამეთუ ჩვენი ხსნისათვის მსგავს ჩვენდა იქმნა; განვღმრთდეთ, რამეთუ იგი ჩვენი მიზეზით განკაცდა, თავი დაიმდაბლა, რათა ჩვენ აღვემაღლებინ...
იხილეთ სრულად
ქრისტე მიეცა ცოდვათა ჩვენთათჳს და აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს (რომ. 4,25); "ვემსგავსოთ ქრისტეს, რამეთუ ჩვენი ხსნისათვის მსგავს ჩვენდა იქმნა; განვღმრთდეთ, რამეთუ იგი ჩვენი მიზეზით განკაცდა, თავი დაიმდაბლა, რათა ჩვენ აღვემაღლებინეთ, სოფელს წარუდგა ღატაკი, რათა ჩვენ გავემდიდრებინეთ. იქმნა შეურაცხყოფილი, რათა ჩვენ განვედიდებინეთ; იყო სატანჯველით გვემული, რათა ჩვენ ძლევაჲ მოგვეპოვებინა; მოკვდა, რომ გამოვეხსენით; აღდგა, რომ ქვესკნელს შთაცვივნულნი ზე...
პასექი ქრისტესი ძველ დროს მომხდარი სასწაულის გახსენება კი არ არის, არამედ რეალური შეხვედრა აღდგომილ მაცხოვართან, ეს არის სიხარული, რომელსაც მხოლოდ მორწმუნე გრძნობს და განიცდის, ეს არის სიხარული, ადამიანის გულში დაუტევნელი.
"მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნეს იგინი უფალმან" (ფსალმუნი 33,19), - გვასწავლის დავით წინასწარმეტყველი. რატომ ხდება ასე? - იმიტომ, რომ მართალი უყვარს უფალს; მას სჯის და ამ დასჯით წვრთნის; სურს, ჩაახედოს ...
იხილეთ სრულად
"მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნეს იგინი უფალმან" (ფსალმუნი 33,19), - გვასწავლის დავით წინასწარმეტყველი.რატომ ხდება ასე? - იმიტომ, რომ მართალი უყვარს უფალს; მას სჯის და ამ დასჯით წვრთნის; სურს, ჩაახედოს იგი საკუთარ სულში, დაანახოს შეცდომები და მათი დაძლევის გზები.
ვინც მისდევს რწმენის, მსხვერპლად შეწირული სიყვარულისა და თავდადების გზას, შეუძლია პავლე მოციქულის მსგავსად თქვას: "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ჩემთანა ცხოველ არს ქრისტე". დიახ, ქრისტეა მასთან და სწორედ ამაში პოვებს იგი აბსოლუტურ ...
იხილეთ სრულად
ვინც მისდევს რწმენის, მსხვერპლად შეწირული სიყვარულისა და თავდადების გზას, შეუძლია პავლე მოციქულის მსგავსად თქვას: "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ჩემთანა ცხოველ არს ქრისტე". დიახ, ქრისტეა მასთან და სწორედ ამაში პოვებს იგი აბსოლუტურ თავისუფლებას და ნეტარებას.