სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სადა უკუე იყოს შიში ღმრთისაი, არად ხამს დღეთა სიმრავლე და არცა ჟამთა სიგრძე, და სადა არა არს შიში ღმრთისაი, არად სარგებელ არს ჟამთა სიგრძე და არცაღა სიმრავლე დღეთაი. ვითარცა ჭურჭელი რაიმე დაგესლებული, დაღათუ მრავალგზის განჰრცხა წყლითა, გესლი იგი არავე განეყარის მისგან, ხოლო უკუეთუ შეიღო იგი ბრძმედსა ცეცხლისასა, მაშინ განათლდის და ბრწყინავნ იგი. ეგრეთვე სული დაგესლებული ცოდვითა, უკუეთუ განჰრცხე იგი უდებებითა, დაღათუ ყოველთა დღეთა აჩუენებდე სინანულსა, არად სარგებელ გეყოფის, ხოლო უკუეთუ შეჰლებო იგი ბრძმედსა შინა შიშისა ღმრთისასა, ყოველთაგან გესლთა უკეთურებისა მისისათა განწმიდნეს მცირედთა დღეთა და ბრწყინვიდეს და შუენიერებამან მისმან სხუანი მრავალნი სულნი განაბრწყინვნეს სადა უკუე იყოს შიში ღმრთისაი, არად ხამს დღეთა

სულსა მდაბალსა, რომელსა ეშინის ღმრთისა, ამას ვეტყვი: კაცსა განდგომილსა ათ დღე თანა აც სწავლასა ქუეშე ყოფაი და მისა შემდგომად, უკუეთუ არა აღვხადო, ჯერ-არს თქუენდა, რაითა მიბრალოთ. არა თუ თავსა ვიქებ ამით სიტყვითა, არამედ რომელი საქმე სხუათა დაუდებიეს. ნინეველნი იყუნეს უცებ, ვითარცა პირუტყუნი, და მძვინვარე, ვითარცა მხეცნი, უგუნურ და უცნობელ და უგულისხმო, და არა ესმინა სიტყუაი კაცისაგანმგებელისაი კეთილად განგებისათვის და არცა დადებულ იყო მათდა ესევითარი მცნებაი. და ვითარცა ესმა სიტყუაი იგი წინასწარმეტყველისაი, ვითარმედ: სამ დღე-ღა და ნინევი დაქცევად არს. ამათ ხოლო სამთა დღეთა შინა განაგდეს მათგან ბოროტის ჩუეულებაი იგი მათი. რამეთუ მეძავნი მათნი წმიდა იქმნეს და ამპარტავანნი დამდაბლდეს, მომხუეჭელნი და მტაცებელნი მოწყალე იქმნეს და უდებნი მოსწრაფე იქმნეს. არა ხოლო თუ ცოდვაი ერთი, გინა ორი, გინა სამი, ანუ თუ ოთხი განაგდეს მათგან დატევებითა მით ჩუეულებისა ბოროტისაითა, არამედ ყოველნი სიცბილნი მათნი დაუტევნეს (იონა 3,1-10). და ვინაი უწყით ესე, არამედ სიტყუისა მისგან წინასწარმეტყუელისა, რომელი უქადაგებდა, ვითარმედ: აღვიდა ხმაი უკეთურებისა მათისაი წინაშე ღმრთისა (იონა 1,2). ესევე წინასწარმეტყუელი კუალად იქცა, მანვე წამა და თქუა, ვითარმედ: იხილა ღმერთმან ყოველი კაცი მათგანი, განეშორა გზათაგან თვისთა ბოროტთა (იონა 3,10). რამეთუ არა თქუა მეძავთათვის ხოლო, გინა მტაცებელთა, არამედ ყოველთა გზათა მათგან ბოროტთა. და ვითარ უკუე განეშორნეს, ღმერთი მეცნიერ არს ამას. ესე ყვეს უგუნურთა და უცებთა და ამისთვის არა გურცხუენის და კდემულ ვართ. უკუეთუ უცებთა კაცთა სამ დღე დაუტევეს ბოროტისა იგი ჩუეულებაი და ჩუენ გრძელთა ამათ ჟამთა, რომელთა გვისწავიეს და მიწევნულ ვართ, ვერ შეუძლეთ ძლევად, არცაღა თუ ერთსა ჩუეულებათა ჩუენთაგანსა ბოროტსა, და ესე ნინეველნი მიწევნულ იყუნეს ყოველთა ბოროტისა საქმეთა, ვითარცა გუესმის წერილისაი, რამეთუ იტყვის, ვითარმედ: ხმაი ბოროტებისა მათისაი აღვიდა წინაშე ღმრთისა. ნუ ჰგონებ, თუ სხვისა რაისათვის იტყვის, არამედ სისრულესა ბოროტთა საქმეთა მათთასა სულსა მდაბალსა, რომელსა ეშინის ღმრთისა, ამას

"ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ" - ბრძანებს მაცხოვარი სახარებაში. ნუ გგონიათ, ძმანო, რომ მაცხოვარი გულისხმობს იმათ, რომელნიც გულით იგლოვენ დედ-მამას, მეუღლეს ან შვილს, ან სხვა საყვარელ და ახლობელ ადამიანს; იგი გულისხმობს იმათ, რომელნიც იგლოვენ და ინანიებენ თავიანთ ცოდვებს, რომელთაც განიცადეს თავიანთი უგუნურებანი და მწარედ დასტირიან მას. როგორც მტრის მიერ ნასროლი ისარი განაპობს და დააწყლულებს ადამიანის ხორცს, ისე დიდი და მძიმე ცოდვანი აყენებენ ჩვენს სულს ჭრილობებს და ასახისრებენ. და როგორც კეთილი მკურნალი დაადებს სატჯივარს მალამოს და განკურნავს, ისე შეცოდებულ და ცოდვათაგან შებილწულ სულს ადამიანისას არგებს გლოვა, ტირილი და მწუხარება-სინანული. როგორც ავადმყოფს სასიკვდილოდ გადაექცევა სატკივარი, თუ მას დროზე არ მივგვრიტ მკურნალს, ისე ადამიანის სულს აღარაფერს უშველის სინანული და გლოვა დაგვიანებული და უჟამო. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი

ნატრის მაცხოვარი ჩვენი მგლოვარეთა და უქადაგებს ნუგეშინისცემასა კაცთა გულითა შემუსვრილითა. ნუ ჰგონებთ, თუცა ნატრიდეს, რომელნი იგლოვენ მამადედათა, გინა ძმათა და დათა, ანუ მეუღლეთა და შვილთა, გინა მოყვარეთა სიკვდილსა ზედა, რომელთა რეცა არა აქვს სასოება აღდგომისა, და მსგავსად წარმართთასა ტირიან და იგლოვენ ამა უნდოისა სოფლისაგან მიცვალებისა და საუკუნოისა მის დიდებასა შინა მისვლისათვის. მათ არა ნატრის. არამედ ნატრის, რომელთაც განუცდიათ ცოდვანი თვისნი და გულისხმა უყოფიათ სიბოროტითა სვლათა მიერ და სნეულება სულისა თვისისა და უცნობიეს წყლულებანი, რომელნი ნებსით შეიმთხვივნეს, მას იგლოვენ და ინანიან გულითა. ამათ ნატრის და ნუგეშინსა სცემს. ნატრის მაცხოვარი ჩვენი მგლოვარეთა და

მოგეხსენებათ, ძმანო, რომ ყანა ნორჩი სარეველებისაგან ადვილად იმარგლება, მაგრამ თუ დროზე არ გაიმარგლა, სარეველა გაიზრდება და ეკალ-ბარდებად გადაიქცევა; მერე მისი მოცილება ძალზედ გაძნელდება, რადგან მას შეიძლება სასარგებლო მცენარეც გაყვეს. ასევე არის სინანულშიც. ვისაც სურს სინანული, ადრევე უნდა დაეშუროს გლოვასა და ტირილს საკუთარი ცოდვებისა. როგორც ყანის გამარგვლისას იჩენს მებაღე სიფრთხილეს, რომ სარეველას სასარგებლო მცენარეც არ მიყვეს, ისე სიფრთხილით უნდა ვიწყოთ, ძმანო, სინანული, რომ ცოდვებთან და უწესო თვისებებთან ერთად კეთილი და სათნო თვისებანიც არ მოვაკვდინოთ, ისე, როგორც ცოდვილმა იუდამ, რომელმაც თითქოს შეინანა, ურიათაგან ქრისტეს გასაცემად მიცემული ოცდაათი ვერცხლი მიმოაბნია და თავი ჩამოიხრჩო. იუდამ სინანულით კი შეინანა, მაგრამ არა კეთილად, არამედ უსარგებლოდ. მოგეხსენებათ, ძმანო, რომ ყანა ნორჩი

თქვენცა, ცოდვილნო, ემსგავსენით სინანულითა პეტრეს ჟამსა მარჯვესა, რათა მსგავსად მისად მოგეტევნესთ, და გეშინოდესთ ურგებისა სინანულისა, რაჟამს არღარა სარგებელ გეყოსთ. რამეთუ არავინ უწყნის ჟამნი სიკვდილისანი, რათამცა მას ჟამსა შეინანოს ვინმე: მრავალნი დაითქმიან წყალთა შინა, სხვანი მთათა შინა დაიშთობიან, სხვანი მაღლით შთაოიჭრიან, სხვათა წამსა შინა ეუფლის სიკვდილი. სადა სცნას დღენი სიკვდილისანი, რათა ინანოდეს და შეენდვნეს? უკეთუ ათასთაგანსა ერთსა ვისმე სნეულსა მოეხსენეს სიკვდილი, არათუ ინანის ცოდვათა თავისთათვის, არამედ ძმათა და მოყვასთა განყოფისათვის და ქვეყანაისა ამის დატევებისათვის, სადაღა იყოს მართალი სინანული? უკეთუ ნებსით არა ინანო, ცოდვა შენი რათამცა მოგეტევნედ, უწყოდე, რამეთუ უნებლიეთ შეგანანონ და არღარა მოგეტევნენ. თქვენცა, ცოდვილნო, ემსგავსენით სინანულითა

ვითარცა ჯეჯილი ახალი აღორძინდებოდეს, ჯერ არს მას ჟამსა კაცმან ვინმე პოვოს მდელო ანუ შამბი და გამარგლოს, ხოლო უკეთუ მაშინ არა განიწმიდა, შეიშთობის ეკალთა მიერ, და უკეთუ კვალად თავასხმისა ჟამთა არა განიმარგლა, არღარა არს ჟამი გამარგვლისა მკისა ჟამსა, რამეთუ ეკალნი და ყანანი მის მიერ შეთობილნი ერთბამად მოიმკებიან, ეგრეთვე რომელსა ენებოს სინანული, ჟამი არს სინანულისა, რათა ადრე იქმოდეს და სწრაფით იწყოს გლოვად. და ვითართა მარგალსა შინა ფრთხილ იყოს კაცი, რათა ეკალთა წილ არა აღმოიფხვრას ჯეჯილი, ეგრეთვე კაცთა მიერ ჯერ არს, რათა ცოდვათა ჩვენთა მოვიკვეთდეთ და მას ვინანებდეთ, არათუ განუკძალველობისაგან ცოდვისა წილ მოკვეთისა აღმოვფხვრნეთ სათნოებანი და მოვაკვდინნეთ თავნი ჩვენნი, ვითარცა საწყალობელმან იუდა შეინანა, რამეთუ დაისაჯა იესუ, და დააბნია ვეცხლი და შეშთვილ იბა. შეინანა ურგებად და არა სარგებელად. ვითარცა ჯეჯილი ახალი აღორძინდებოდეს, ჯერ არს

და თუ გვინდა სწორედ სინანული, მოქცევა ჩვენის თავისა, რომ ღმერთი გავიმოწყალოთ, ლმობად მოვიზიდოთ, ბუნებით ტკბილი და მრავალმოწყალე დავამშვიდოთ და უსაზღვროდ კაცთმოყვარებით გარდარეულსა ჩვენი მოკუდავება შევაწყალებინოთ თავისისავე სახიერებით ლმობილსა და აღძრულსა, ყოველმა კაცმა და დედაკაცმა, მეფემა და მთავარმა, სამღვდელომა და საერომა, დიდმა და პატარამა - ყველამ ერთად დავიძაგოთ ჩვენი ყოველი საძაგელება, ცხადი და დაფარული, ყოველი სიცრუვე და ტყუვილი, შური და მტერობა, ავი ქცევა და საძრახი ცხოვრება, უსაქციელო გარყვნილება და განხრწნილება, ბრიყვი და ამპარტავნება და შესაჩვენებელი თავხედობა. ნუ ვატყუებთ ურთიერთსა, ნუ ვიწვართით ტყუვილით ცხოვრებასა, ვართ ანგარნი მტაცებლობითა, უსვინდისოს სულით ნუ ვემძლავრებით მდაბალთა, ვისაც რაცა გვქონდეს, იმას დავჯერდეთ და მაშინ შევიწყალებით და მაშინ დავაწყნარებთ ღვთის ძლიერს გულისწყრომასა. და თუ გვინდა სწორედ სინანული, მოქცევა ჩვენის

განიცადენით საქმენი თქუენნი, მოიკვეთენით ცოდვანი, იწყეთ სინანული, გამოიძიენით წერილთაგან კურნებანი სულთა თქვენთანი! ცოდვასა უგრძელეთ ჟამნი და ეტყოდეთ:
- დღეს არა მცალსა და ხვალე აღვასრულო, - და ხვალენიცა ეგრეთვე და სხვანი დღენიცა.
ხოლო სინანულსა იქმოდე სწრაფით და ნუ უგრძნობელ ჟამსა, ნუცა იტყვი:
- ხვალე ვინანო და გინა ზეგე, - რამეთუ არა ვიცით - სიკვდილი ხვალე მოვალს ანუ დღეს, გინა წამსა შინა ამას თვალისასა. რათა არა გვპოოს უნანელად და განუკრძალველად, არამედ მონანულად და შემუსვრილად. რათა მოველოდეთ ლხინებასა ცოდვილთასა ქრისტე ეისუს მიერ უფლისა ჩვენისა, რომელსა შვენის დიდება აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამინ. განიცადენით საქმენი თქუენნი, მოიკვეთენით

წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქრისტიანისათვის ხსნის სამი პირობა არსებობს: 1. არ შესცოდოს; 2. შეცოდებისას შეინანოს; 3. ვინც ცუდად ინანიებს, მან დაითმინოს კიდეც განსაცდელი; ვინ იტყვის, რომ მთელი გულწრფელობით ინანიებს? საკუთარ ცოდვათა გამო მიღებული სასჯელისაგან განთავისუფლების გზა არის მონანიება. მონანიების სიძლიერე უნდა უთანაბრდებოდეს ჩადენილი ცოდვის ხარისხს. თუკი არა გვაქვს საკმარისი შეგნება ცოდვისა, არა გვაქვს ძალა ღრმა და ქმედითი მონანიებისა, მაშინ კეთილი ვინებოთ და დავითმინოთ ჩვენ თავზე მოვლენილი განსაცდელი, მადლობა შევწიროთ უფალს მისი მომადლებისათვის, რამეთუ ეს არის ნიშანი უფლის ზრუნვისა. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2