ნათლისღების განმეორება არ შეიძლება. თუკი ერთხელ ვერ წარემატე, მაშინ მხოლოდ გულწრფელი სინანულითაა შესაძლებელი საქმის გამოსწორება და ნათლისღების საიდუმლოში მიღებული და შემდგომ შეცოდებათა გამო დაკარგული საღმრთო მადლის დაბრუნება.
მშვიდნი და გულით მდაბალნი იყვნენ პირველი საუკუნეების ქრისტიანები, უსჯულოთაგან დევნილებსა და წამებულებს არც სადგომი ჰქონდათ და არც საზრდო, მაგრამ შევხედოთ, ვინ დაიმკვიდრა ქვეყანა, სად არიან მათი მდევნელები, მაშინ, როცა რაც ქვეყნად ...
იხილეთ სრულად
მშვიდნი და გულით მდაბალნი იყვნენ პირველი საუკუნეების ქრისტიანები, უსჯულოთაგან დევნილებსა და წამებულებს არც სადგომი ჰქონდათ და არც საზრდო, მაგრამ შევხედოთ, ვინ დაიმკვიდრა ქვეყანა, სად არიან მათი მდევნელები, მაშინ, როცა რაც ქვეყნად განათლება, ძლიერება თუ წარმატებაა, ყოველი ქრისტიანობის ხელშია. აი, კიდევ ერთი მაგალითი ღმრთის სიტყვის აღსრულებისა (I, 524-525).
განიცადენით საქმენი თქუენნი, მოიკვეთენით ცოდვანი, იწყეთ სინანული, გამოიძიენით წერილთაგან კურნებანი სულთა თქვენთანი! ცოდვასა უგრძელეთ ჟამნი და ეტყოდეთ:
- დღეს არა მცალსა და ხვალე აღვასრულო, - და ხვალენიცა ეგრეთვე და სხვანი დ...
იხილეთ სრულად
განიცადენით საქმენი თქუენნი, მოიკვეთენით ცოდვანი, იწყეთ სინანული, გამოიძიენით წერილთაგან კურნებანი სულთა თქვენთანი! ცოდვასა უგრძელეთ ჟამნი და ეტყოდეთ:
- დღეს არა მცალსა და ხვალე აღვასრულო, - და ხვალენიცა ეგრეთვე და სხვანი დღენიცა.
ხოლო სინანულსა იქმოდე სწრაფით და ნუ უგრძნობელ ჟამსა, ნუცა იტყვი:
- ხვალე ვინანო და გინა ზეგე, - რამეთუ არა ვიცით - სიკვდილი ხვალე მოვალს ანუ დღეს, გინა წამსა შინა ამას თვალისასა. რათა არა გვპოოს უნანელად და განუკრძალვე...
და თუ გვინდა სწორედ სინანული, მოქცევა ჩვენის თავისა, რომ ღმერთი გავიმოწყალოთ, ლმობად მოვიზიდოთ, ბუნებით ტკბილი და მრავალმოწყალე დავამშვიდოთ და უსაზღვროდ კაცთმოყვარებით გარდარეულსა ჩვენი მოკუდავება შევაწყალებინოთ თავისისავე სახიერე...
იხილეთ სრულად
და თუ გვინდა სწორედ სინანული, მოქცევა ჩვენის თავისა, რომ ღმერთი გავიმოწყალოთ, ლმობად მოვიზიდოთ, ბუნებით ტკბილი და მრავალმოწყალე დავამშვიდოთ და უსაზღვროდ კაცთმოყვარებით გარდარეულსა ჩვენი მოკუდავება შევაწყალებინოთ თავისისავე სახიერებით ლმობილსა და აღძრულსა, ყოველმა კაცმა და დედაკაცმა, მეფემა და მთავარმა, სამღვდელომა და საერომა, დიდმა და პატარამა - ყველამ ერთად დავიძაგოთ ჩვენი ყოველი საძაგელება, ცხადი და დაფარული, ყოველი სიცრუვე და ტყუვილი, შური და ...
ვითარცა ჯეჯილი ახალი აღორძინდებოდეს, ჯერ არს მას ჟამსა კაცმან ვინმე პოვოს მდელო ანუ შამბი და გამარგლოს, ხოლო უკეთუ მაშინ არა განიწმიდა, შეიშთობის ეკალთა მიერ, და უკეთუ კვალად თავასხმისა ჟამთა არა განიმარგლა, არღარა არს ჟამი გამარგ...
იხილეთ სრულად
ვითარცა ჯეჯილი ახალი აღორძინდებოდეს, ჯერ არს მას ჟამსა კაცმან ვინმე პოვოს მდელო ანუ შამბი და გამარგლოს, ხოლო უკეთუ მაშინ არა განიწმიდა, შეიშთობის ეკალთა მიერ, და უკეთუ კვალად თავასხმისა ჟამთა არა განიმარგლა, არღარა არს ჟამი გამარგვლისა მკისა ჟამსა, რამეთუ ეკალნი და ყანანი მის მიერ შეთობილნი ერთბამად მოიმკებიან, ეგრეთვე რომელსა ენებოს სინანული, ჟამი არს სინანულისა, რათა ადრე იქმოდეს და სწრაფით იწყოს გლოვად. და ვითართა მარგალსა შინა ფრთხილ იყოს კაც...
ნათლისღების საიდუმლოთი მხოლოდ ცოდვათა მიტევება კი არ მოგვემადლება, არამედ მადლიც ღმერთის შვილობისა, მისი ძედ გახდომისა. ნათლისღება შეერთება, შეუღლებაა სულიერ სიძესთან. ეს არის სულის მეორედ შობა, მისი შემოსვა ნათლით, მისი აღბეჭდვა ...
იხილეთ სრულად
ნათლისღების საიდუმლოთი მხოლოდ ცოდვათა მიტევება კი არ მოგვემადლება, არამედ მადლიც ღმერთის შვილობისა, მისი ძედ გახდომისა. ნათლისღება შეერთება, შეუღლებაა სულიერ სიძესთან. ეს არის სულის მეორედ შობა, მისი შემოსვა ნათლით, მისი აღბეჭდვა წმიდა, დაურღვეველი ბეჭდით, რამეთუ ნათლისღება ჩვენი ზეცად მიმყვანებელი ეტლია, სამოთხისებური ნეტარებაა, წინასწარი გამზადებაა ცათა სასუფევლისა.
როგორადაც ზიარების პური სულიწმიდის მოწოდების შემდეგ უკვე ჩვეულებრივი პური კი არ არის, არამედ ქრისტეს ჭეშმარიტი სხეულია, მისი ხორცია, ამგვარადვე ნათლისღების წმიდა მირონიც, სულიწმიდის მიწოდების შემდეგ უბრალო კეთილსურნელი მირონი როდი...
იხილეთ სრულად
როგორადაც ზიარების პური სულიწმიდის მოწოდების შემდეგ უკვე ჩვეულებრივი პური კი არ არის, არამედ ქრისტეს ჭეშმარიტი სხეულია, მისი ხორცია, ამგვარადვე ნათლისღების წმიდა მირონიც, სულიწმიდის მიწოდების შემდეგ უბრალო კეთილსურნელი მირონი როდია, იგი არის საღმრთო მადლის მონიჭება შენთვის თვით ქრისტეს და სულიწმიდის ღმრთაების მუნმყოფობით, რაც სინამდვილედ იქცევა.
როგორ უნდა შეეცილოს და გამოსტაცოს მტერს შენი თავი ანგელოზმა თავისთვის, თუკი ბეჭედს ვერ ამოიცნობს? განა არ იცი, რომ სიკვდილმა გვერდი აუარა დაბეჭდილ სახლებს და დაუბეჭდავებში დახოცა პირმშონი? დაუბეჭდავ საუნჯეს ადვილად იტაცებენ ქუდები...
იხილეთ სრულად
როგორ უნდა შეეცილოს და გამოსტაცოს მტერს შენი თავი ანგელოზმა თავისთვის, თუკი ბეჭედს ვერ ამოიცნობს? განა არ იცი, რომ სიკვდილმა გვერდი აუარა დაბეჭდილ სახლებს და დაუბეჭდავებში დახოცა პირმშონი? დაუბეჭდავ საუნჯეს ადვილად იტაცებენ ქუდები, მოუნიშნავი ცხვარი შეიძლება თამამად გაიტყუონ.