ზეცაში, შვილო, ადამიანის განღმრთობა ხდება. იქ უფალი ღმერთი ყოველგვარ ცრემლს, ურვას, ტკივილსა და სულთქმას მოგვაცილებს, რადგან ზეცა ანგელოზებრივი მოქალაქეობის საუფლოა, სადაც ძირითადი საქმე სულიერ ჰიმნთა გალობაა!
თუკი აქ, ექსორიაში, გოდებისა და წყევის ქვეყანაში, ღმერთმა ასეთი სილამაზით ტკბობის საშუალება მოგვცა, რაღა იქნება იქ, სადაც თავად ღმერთი მკვიდრობს? ჭეშმარიტად "ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა!" და ...
იხილეთ სრულად
თუკი აქ, ექსორიაში, გოდებისა და წყევის ქვეყანაში, ღმერთმა ასეთი სილამაზით ტკბობის საშუალება მოგვცა, რაღა იქნება იქ, სადაც თავად ღმერთი მკვიდრობს? ჭეშმარიტად "ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა!" და ბედნიერებისა.
მადლობა გადავუხადოთ ღმერთს, მარადის და ყოველთვის, იმისთვის, რომ მუდამ ზრუნავს ჩვენზე და გვკვებავს სულიერადაც და ხორციელადაც, თავის ტკბილ დედიკოსთან ერთად, რომელიც ჩვენი სულების ერთადერთი სუნთქვა და სიცოცხლეა.
მორჩილება ძალიან მიყვარს, ამიტომაც მონასავით გემორჩილებით და ვაკეთებ იმას, რასაც მიბრძანებთ. მოგვწერეო, მითხარით – გწერთ. ილოცეო ჩვენთვის – ვლოცულობ. მიყვარხართ და ამიტომაც გემორჩილებით. მეტყვით, გაჩერდიო – გავჩერდები.
ცხონების სხვა გზა არ არსებობს, რომელიც ეშმაკის ცდომილებისა თუ მოქმედებისგან იყოს ისე დაზღვეული, როგორც მორჩილება. და თუ ვინმეს ნამდვილად სურს ცხონდეს და სწადია მალე იპოვოს ტკბილი იესო, ვალდებულია მორჩილება გასწიოს და ისეთი სიყვარუ...
იხილეთ სრულად
ცხონების სხვა გზა არ არსებობს, რომელიც ეშმაკის ცდომილებისა თუ მოქმედებისგან იყოს ისე დაზღვეული, როგორც მორჩილება. და თუ ვინმეს ნამდვილად სურს ცხონდეს და სწადია მალე იპოვოს ტკბილი იესო, ვალდებულია მორჩილება გასწიოს და ისეთი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდეს იღუმენიას მიმართ, თითქოს თვით უფლის სახეს ხედავდეს, რადგან ეს კურთხეული ადამიანი თითოეული თქვენგანის გამო, რომელთა მიმრქმელიც ხდება, თითო უმძიმეს ჯაჭვს იდებს ქედზე და ძალიან ბევრი ლოცვა სჭირდება...