ცოლ-ქმრის ურთიერთობა, ოჯახის რაობა, მაცხოვრის მოვლინებამ სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ამიტომაც ამ ეპისტოლეში განსაკუთრებული ყურადღება აღნიშნულ საკითხს მინდა მივაქციო. ოჯახის იდეალად იესო ქრისტემ დასახა მისი და ეკლესიის დამოკიდებულე...
იხილეთ სრულად
ცოლ-ქმრის ურთიერთობა, ოჯახის რაობა, მაცხოვრის მოვლინებამ სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ამიტომაც ამ ეპისტოლეში განსაკუთრებული ყურადღება აღნიშნულ საკითხს მინდა მივაქციო. ოჯახის იდეალად იესო ქრისტემ დასახა მისი და ეკლესიის დამოკიდებულება: "როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც – თავიანთ ქმრებს ყველაფერში, ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა".
ახლადშობილი მარადიული ყრმის დაბადებით ღმერთმა კვლავ დაიწყო ცხოვრება კაცთა შორის. ბეთლემში შეერთდა ცა და დედამიწა, მოხდა შერიგება შემოქმედთან და ამის წყალობით ერთი შეხედვით ღვთისგან მიტოვებულ და შერყვნილ ჩვენს ხორციელ სამოსში ნათლი...
იხილეთ სრულად
ახლადშობილი მარადიული ყრმის დაბადებით ღმერთმა კვლავ დაიწყო ცხოვრება კაცთა შორის. ბეთლემში შეერთდა ცა და დედამიწა, მოხდა შერიგება შემოქმედთან და ამის წყალობით ერთი შეხედვით ღვთისგან მიტოვებულ და შერყვნილ ჩვენს ხორციელ სამოსში ნათლისღებით განახლებულმა სიცოცხლემ იფეთქა; ამ სასწაულს მეორედ შობა, ანუ ჩვენს სულში ქრისტეს დაბადება ჰქვია.
შობა ქრისტესი არის უმთავრესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიისა. პატარა ქალაქი ბეთლემი იქცა არა მარტო ქრისტიანთა, არამედ მთელი სამყაროს ცენტრად. აქ საფუძველი ჩაეყარა ახალ ედემს, ზეციურ სამოთხეს დედამიწაზე, რომლის პატრონიც არის არა ადამ...
იხილეთ სრულად
შობა ქრისტესი არის უმთავრესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიისა. პატარა ქალაქი ბეთლემი იქცა არა მარტო ქრისტიანთა, არამედ მთელი სამყაროს ცენტრად. აქ საფუძველი ჩაეყარა ახალ ედემს, ზეციურ სამოთხეს დედამიწაზე, რომლის პატრონიც არის არა ადამი – პიროვნება, არამედ ახალი ადამი – ღმერთკაცი იესო ქრისტე.
ძველ აღთქმაში ღვთისაგან ადამიანისთვის ბოძებული შეუფასებელი სიმდიდრე სამოთხე იყო, რომელშიც იგი ღვთის მოწყალებით ცხოვრობდა, მაგრამ ადამიანმა ვერ შეიფერა ეს საოცარი საჩუქარი და იგი თავისი ყოფის აუცილებლობად და უფლებად მიიჩნია, რის გა...
იხილეთ სრულად
ძველ აღთქმაში ღვთისაგან ადამიანისთვის ბოძებული შეუფასებელი სიმდიდრე სამოთხე იყო, რომელშიც იგი ღვთის მოწყალებით ცხოვრობდა, მაგრამ ადამიანმა ვერ შეიფერა ეს საოცარი საჩუქარი და იგი თავისი ყოფის აუცილებლობად და უფლებად მიიჩნია, რის გამოც ამპარტავნებით შეპყრობილი, მწარედ დაისაჯა. გაძევებული ადამიანის ცხოვრება იმდენად დასცილდა თავის პირველ მდგომარეობას, რომ სამოთხისეულ ყოფასთან შედარებით მისი მდგომარეობა სრულიად მიუღებელი გახდა; ამიტომაც კაცთათვის გაქრ...
"ვისაც უნდა პირველყოფა, იყოს იგი ყველას მსახურ" (მარკ. 10,44); იმიტომაცაა ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება მომნიჭებელი ნამდვილი თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობისა, რომ იგი თვითდამკვიდრების უარყოფის პრინციპს ეფუძნება: "რომელმა...
იხილეთ სრულად
"ვისაც უნდა პირველყოფა, იყოს იგი ყველას მსახურ" (მარკ. 10,44); იმიტომაცაა ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება მომნიჭებელი ნამდვილი თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობისა, რომ იგი თვითდამკვიდრების უარყოფის პრინციპს ეფუძნება: "რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი მოყვასისათვის, მან პოვოს იგი", - ბრძანებს მაცხოვარი.
ოდენ ჭეშმარიტ რელიგიას აქვს უნარი განაახლოს ჩვენი სულიერი სამყარო, რადგან მხოლოდ მასში არის შესაძლებელი ადამიანთა ნებაყოფლობითი დაქვემდებარება ზნეობრივი საწყისისადმი, რომელთან მიმართებაშიც ყველა თანასწორია (ტომი III, გვ.14).
აღსრულდა დიადი საიდუმლო – უფალი უფლებათა, მომნიჭებელი მშვიდობისა და სათავე სიმართლისა, მეუფე მეუფეთა "გამოჩნდა ხორცით" (I ტიმ. 3,16). მადლობას ვსწირავთ მას ჩვენი ხსნისათვის გაღებული უდიდესი მსხვერპლისათვის და იმ მზრუნველობისათვის,...
იხილეთ სრულად
აღსრულდა დიადი საიდუმლო – უფალი უფლებათა, მომნიჭებელი მშვიდობისა და სათავე სიმართლისა, მეუფე მეუფეთა "გამოჩნდა ხორცით" (I ტიმ. 3,16). მადლობას ვსწირავთ მას ჩვენი ხსნისათვის გაღებული უდიდესი მსხვერპლისათვის და იმ მზრუნველობისათვის, რასაც იგი საუკუნეთა მანძილზე იჩენდა და იჩენს ჩვენ უღირსთა მიმართ.
სათნოებანი მრავალია. ერთ-ერთი დიდი მადლია შემცოდეთადმი ცოდვების მიტევება. უფლის ლოცვა ყოველდღიურად გვახსენებს, რომ როგორ მოწყალებასაც გამოვიჩენთ ჩვენს წინაშე დანაშაულის ჩამდენთადმი, უფალიც ისევე მოიღებს მოწყალებას ჩვენზე, გვაპატიე...
იხილეთ სრულად
სათნოებანი მრავალია. ერთ-ერთი დიდი მადლია შემცოდეთადმი ცოდვების მიტევება. უფლის ლოცვა ყოველდღიურად გვახსენებს, რომ როგორ მოწყალებასაც გამოვიჩენთ ჩვენს წინაშე დანაშაულის ჩამდენთადმი, უფალიც ისევე მოიღებს მოწყალებას ჩვენზე, გვაპატიებს ("მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი. ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა").
გაუფრთხილდით დროს, - გვარიგებს პავლე მოციქული, - რადგან უკეთურნი არიან დღენი... ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიმეცნეთ, რა არის ნება ღმრთისა (ეფეს. 5.16-17). მართლაც, დრო სწრაფად გადის. ჩვენი ამქვეყნიური სიცოცხლე ხომ წამისყოფაა იმ ...
იხილეთ სრულად
გაუფრთხილდით დროს, - გვარიგებს პავლე მოციქული, - რადგან უკეთურნი არიან დღენი... ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიმეცნეთ, რა არის ნება ღმრთისა (ეფეს. 5.16-17). მართლაც, დრო სწრაფად გადის. ჩვენი ამქვეყნიური სიცოცხლე ხომ წამისყოფაა იმ მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით, რომელიც გარდაცვალების შემდეგ იწყება. თითოეული წუთი უძვირფასესია. არავინ იცის, ხვალ ვინ წარდგება უფლის სამსჯავროს წინაშე. ამიტომაც მთავარი ჩვენი საფიქრალი უნდა იყოს ზრუნვა ამ წამის ღირსეულ...