პატივმოყვარეობა სულის სენია. იგი მათ ეუფლება, ვინც დაკარგა უფლის შიში ან არ მოიხვეჭა იგი. სიცოცხლის წიგნში სწერია: "სიბრძნის დასაბამი უფლის შიშია" (იხ. იგავ. 1.7). ბრძენთაბრძენს სამყაროს შემოქმედზე საუბრის წყურვილი ჰკლავს, ხოლო პა...
იხილეთ სრულად
პატივმოყვარეობა სულის სენია. იგი მათ ეუფლება, ვინც დაკარგა უფლის შიში ან არ მოიხვეჭა იგი. სიცოცხლის წიგნში სწერია: "სიბრძნის დასაბამი უფლის შიშია" (იხ. იგავ. 1.7). ბრძენთაბრძენს სამყაროს შემოქმედზე საუბრის წყურვილი ჰკლავს, ხოლო პატივმოყვარეს საკუთარ თავზე.
პატივმოყვარეობის დაძლევა დიდი ღვაწლია. ამისთვის კარგი საშუალებაა ფარულად სიკეთის ქმნა და ხშირი ლოცვა, ხოლო ნიშანი იმისა, რომ ამ ვნებისაგან განთავისუფლდი, ავისმთქმელზე ურისხველობაა.
რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენ საკუთარ თავს ადამიანების წინაშე, იმდენად უგუნური ხდები საკუთარი თავის წინაშე. რაც მეტად ამაყობ შენი მოჩვენებითი ღირსებებით სხვების წინაშე, მით მეტად ჩანას შენი უმწეობა და ნაკლოვანება.
ერთი ჯარის...
იხილეთ სრულად
რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენ საკუთარ თავს ადამიანების წინაშე, იმდენად უგუნური ხდები საკუთარი თავის წინაშე. რაც მეტად ამაყობ შენი მოჩვენებითი ღირსებებით სხვების წინაშე, მით მეტად ჩანას შენი უმწეობა და ნაკლოვანება.
ერთი ჯარისკაცი უამბობდა მეგობარს, რომ ყოველთვის, როცა იგი თავის ქებით აღწერდა თავის საბრძოლო გამარჯვებებს და საკუთარ გმირობებს, მის წარმოდგენაში მეყსეულად ცოცხლდებოდა ყველა მისი დამარცხების სურათი და სიმხდალის გამოვლინების ყველა შემთხვე...
სახარების მცნება - შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, იმას კი არ ნიშნავს, რომ ამქვეყნად ღმრთის გარდა არავინ არ უნდა გიყვარდეს, არამედ მხოლოდ იმას, რომ სიყვარული ღმრთისა ჩვენს გულში ყველა სხვა გრძნობაზე უმაღლესი და უ...
იხილეთ სრულად
სახარების მცნება - შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, იმას კი არ ნიშნავს, რომ ამქვეყნად ღმრთის გარდა არავინ არ უნდა გიყვარდეს, არამედ მხოლოდ იმას, რომ სიყვარული ღმრთისა ჩვენს გულში ყველა სხვა გრძნობაზე უმაღლესი და უმტკიცესი უნდა იყოს.
სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა არის უდიდესი მცნება, საძირკველი და წყარო ყოველთა სხვა მცნებათა. ჩვენი სულიერი ღირსება ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით განიზომება. ყოველი ნიჭი და სათნოება რომ გქონდეს, მაგრამ ღმერთისა და მოყვასის სიყვა...
იხილეთ სრულად
სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა არის უდიდესი მცნება, საძირკველი და წყარო ყოველთა სხვა მცნებათა. ჩვენი სულიერი ღირსება ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით განიზომება. ყოველი ნიჭი და სათნოება რომ გქონდეს, მაგრამ ღმერთისა და მოყვასის სიყვარული არ გაგაჩნდეს, ქრისტიანი ვერ იქნები.
სიყვარული ღმრთისა ყოველივე იმის სიყვარულია, რაც ადამიანშია, ან მის გარეთ კეთილი, წმინდა და ჭეშმარიტია - ღმერთი უმაღლესი სიკეთე, უმაღლესი სიწმინდე და უმაღლესი ჭეშმარიტებაა. მაშასადამე, ვისაც გულში სურვილი და მისწრაფება აქვს ამ სამი...
იხილეთ სრულად
სიყვარული ღმრთისა ყოველივე იმის სიყვარულია, რაც ადამიანშია, ან მის გარეთ კეთილი, წმინდა და ჭეშმარიტია - ღმერთი უმაღლესი სიკეთე, უმაღლესი სიწმინდე და უმაღლესი ჭეშმარიტებაა. მაშასადამე, ვისაც გულში სურვილი და მისწრაფება აქვს ამ სამი თვისებისაკენ, მას აქვს სიყვარული ღმრთისა.
რა შეიძლება იყოს იმაზე უგუნური, ვიდრე ეძიებდე საკუთარი საქმეებით ქებას უძლური ადამიანებისაგან და გძაგდეს ქება იმისა, ვისაც აქვს ძალმოსილება მისთვის სათნო საქმეებისათვის მოგაგოს სანაცვლო?
რა შეიძლება იყოს უფრო ბრმა პატივმოყვარეობაზე, რომელიც უმეტესად ბრმავდება, რაც მეტად ემსახურებიან? ასეთი თვისება მხეცებსაც კი არ აქვთ, პირიქით, როდესაც უვლიან, ისინი უფრო რბილნი არიან. პატივმოყვარეობა კი სრულიად სხვაგვარად იქცევა: ...
იხილეთ სრულად
რა შეიძლება იყოს უფრო ბრმა პატივმოყვარეობაზე, რომელიც უმეტესად ბრმავდება, რაც მეტად ემსახურებიან? ასეთი თვისება მხეცებსაც კი არ აქვთ, პირიქით, როდესაც უვლიან, ისინი უფრო რბილნი არიან. პატივმოყვარეობა კი სრულიად სხვაგვარად იქცევა: საძაგელი მშვენიერებად წარმოდგება და თავისი თაყვანისმცემლების წინააღმდეგაა მიმართული.