სჯული ექვსი დღის განმავლობაში საქმის კეთებას გვიბრძანებს, ხოლო მეშვიდე დღეს ზეიმს, რამეთუ სულიერი საქმე ქონებით ქველმოქმედების გაწევაში, ანუ საქმეებში მდგომარეობს; უქმობა და განსვენება კი იმაში, რომ უფლის სიტყვისამებრ, ყველაფერი გ...
იხილეთ სრულად
სჯული ექვსი დღის განმავლობაში საქმის კეთებას გვიბრძანებს, ხოლო მეშვიდე დღეს ზეიმს, რამეთუ სულიერი საქმე ქონებით ქველმოქმედების გაწევაში, ანუ საქმეებში მდგომარეობს; უქმობა და განსვენება კი იმაში, რომ უფლის სიტყვისამებრ, ყველაფერი გავყიდოთ, გლახაკებს დავურიგოთ და ამგვარი არამომხვეჭელობით დასვენებულნი ვიმყოფებოდეთ გონებრივ სასოებაში. სწორედ ამგვარ განსვენებაში შესასვლელად გვაქეზებს გულმოდიგინედ პავლეც, როცა ამბობს: "ვისწრაფოთ უკუე შესვლად განსასუენე...
ყველა საქმე, რომელსაც ღვთის სახელისა და მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე აღასრულებ, მწარე ნაყოფს გამოიღებს, რამეთუ მასზე არ გარდამოდინდება ზეციური დალოცვილი ნამი და მაცოცხლებელი ნათელი.
რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდო ხელი, ყური მიუგ...
იხილეთ სრულად
ყველა საქმე, რომელსაც ღვთის სახელისა და მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე აღასრულებ, მწარე ნაყოფს გამოიღებს, რამეთუ მასზე არ გარდამოდინდება ზეციური დალოცვილი ნამი და მაცოცხლებელი ნათელი.
რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდო ხელი, ყური მიუგდე ღვთის ხმას.
შენი ცხოვრების თითოეული სახე და მოხატულობა ზეციური ძაფებით მოქსოვე.
ყველას დაემორჩილე ყველა კეთილ საქმეში, მხოლოდ ნუ მიჰყვები ანგარებისმოყვარეს, ვერცხლისმოყვარეს და წუთისოფლისმოყვარეს, რათა შენი მორჩილება საეშმაკო საქმედ არ იქცეს.
ყოველდღიურად გაიხსენე და გაჩხრიკე შენს მიერ ჩადენილი კეთილი და ავი საქმეები. კეთილნი დაივიწყე, რათა არ შეგიპყროს ამპარტავნებამ, ხოლო ავნი მოინანიე ცრემლითა და ლოცვით.
მეორე სახე ქადაგებისა ისაა, როცა მქადაგებელი ცდილობს მისი მსმენელს დაუახლოვოს. მან წინასწარ იცის სულიერი ნაკლოვანებანი და საჭირობანი მსმენელებისა და ქადაგებას მათ შესაბამისად წარმოთქვამს, ანუ შესაფერის სწაზვლა-დარიგებებს იძლევა. ი...
იხილეთ სრულად
მეორე სახე ქადაგებისა ისაა, როცა მქადაგებელი ცდილობს მისი მსმენელს დაუახლოვოს. მან წინასწარ იცის სულიერი ნაკლოვანებანი და საჭირობანი მსმენელებისა და ქადაგებას მათ შესაბამისად წარმოთქვამს, ანუ შესაფერის სწაზვლა-დარიგებებს იძლევა. იგი ცდილობს, რომ მისი სიტყვა უქმად და განყენებულად არ დარჩეს, ასე რომ, ყოველმა მასში სულიერი მდგომარეობა, ვითარცა სარკეში, ისე უნდა დაინახოს. ასეთი მქადაგებელი მჭერმეტყველების გარეგნულ ხერხებზე კი არ ზრუნავს, არამედ იმაზე...
რა არის ქადაგება და ღმრთის სიტყვას მოძღვარი როგორ უნდა ქადაგებდეს? ღმრთის სიტყვის ქადაგება ორგვარია და ორგვარადვე აღსრულდება. პირველი მისი სახე ისაა, როცა მქადაგებელი მხოლოდ ზოგად აზრებს გამოთქვამს ისე, რომ არავის შეეხება და არც გ...
იხილეთ სრულად
რა არის ქადაგება და ღმრთის სიტყვას მოძღვარი როგორ უნდა ქადაგებდეს? ღმრთის სიტყვის ქადაგება ორგვარია და ორგვარადვე აღსრულდება. პირველი მისი სახე ისაა, როცა მქადაგებელი მხოლოდ ზოგად აზრებს გამოთქვამს ისე, რომ არავის შეეხება და არც განსაკუთრებულ სწავლა-დარიგებას მისცემს ვინმეს. ასე რომ იგი ყველა მსმენელისათვის ერთი ფასისა იქნება. ამგვარი ქადაგება არავის გაანაწყენებს, მაგრამ არც დიდ სარგებლობას მისცემს ვინმეს, და გარეგნულად რაც არ უნდა დიდი მჭერმეტყვ...
ღმრთის სიტყვის მქადაგებელმა დაფიქრებით უნდა გამოარჩიოს, თუ რომელი სიტყვა და საგანია უსაჭიროესი მსმენელთათვის. მან უფრო ხშირად და მტკიცედ უნდა ილაპარაკოს და დარიგება მისცეს იმ ცოდვის, ნაკლულოვანებისა და სულიერი სენის შესახებ, რომელ...
იხილეთ სრულად
ღმრთის სიტყვის მქადაგებელმა დაფიქრებით უნდა გამოარჩიოს, თუ რომელი სიტყვა და საგანია უსაჭიროესი მსმენელთათვის. მან უფრო ხშირად და მტკიცედ უნდა ილაპარაკოს და დარიგება მისცეს იმ ცოდვის, ნაკლულოვანებისა და სულიერი სენის შესახებ, რომელიც მის სამწყსოს უფრო ეჩვევა და ვნებს.