ყოველი გულის სიტყვა, კეთილ საქმეთათვის აღმოცენებული, რომელიც გირჩევდეს ქმნასა რომელიმე საქმისათვის, მყისვე ცაშიდ აღამაღლე და უჩვენე უფალსა და მას შესთხოვე, რათა უმჯობესი განაგოს, არს თუ არა ესე ნება მისი, თვინიერ ამისა ნუ მიჰყოფ ხ...
იხილეთ სრულად
ყოველი გულის სიტყვა, კეთილ საქმეთათვის აღმოცენებული, რომელიც გირჩევდეს ქმნასა რომელიმე საქმისათვის, მყისვე ცაშიდ აღამაღლე და უჩვენე უფალსა და მას შესთხოვე, რათა უმჯობესი განაგოს, არს თუ არა ესე ნება მისი, თვინიერ ამისა ნუ მიჰყოფ ხელსა, ოდეს მოძღვარი ახლო არა იყოს, რათა არა აღეშენოს შენში ძეგლი თავის მინდობისა და უკანასკნელ იქმნას დაცემა დიდი.
შენთვის მეტისმეტად საძნელოს ნუ ეშურები და შენს ძალაზე აღმატებულს ნუ გამოიკვლევ.
რაც გებრძანება, ის გულისხმაჰყავ, რადგან დაფარული არ გჭირდება.
შენს მრავალ საქმეთაგან ზედმეტს ნუ ეშურები, რადგან მასზე მეტი გამოგეცხადა, რი...
იხილეთ სრულად
შენთვის მეტისმეტად საძნელოს ნუ ეშურები და შენს ძალაზე აღმატებულს ნუ გამოიკვლევ.
რაც გებრძანება, ის გულისხმაჰყავ, რადგან დაფარული არ გჭირდება.
შენს მრავალ საქმეთაგან ზედმეტს ნუ ეშურები, რადგან მასზე მეტი გამოგეცხადა, რისი შეცნობაც ადამიანს შეუძლია.
რადგან მრავალი აცდუნა მათმა განზრახულმა და უკეთურმა ოცნებამ დაღუპა მათი გონება.
თ. 3-4
შვილო, ხელს ნუ მოჰკიდებ მრავალ საქმეს, რადგან საქმეთა სიმრავლეში უცოდველი ვერ დარჩები და, თუ გამოეკიდები მათ, ვერ დაწევეი და გაქცევითაც ვერ გაექცევი.
ზოგი შრომობს, ოფლს ღვრის და ჩქარობს, მაგრამ მაინც გაჭირვებაშია.
ზოგი...
იხილეთ სრულად
შვილო, ხელს ნუ მოჰკიდებ მრავალ საქმეს, რადგან საქმეთა სიმრავლეში უცოდველი ვერ დარჩები და, თუ გამოეკიდები მათ, ვერ დაწევეი და გაქცევითაც ვერ გაექცევი.
ზოგი შრომობს, ოფლს ღვრის და ჩქარობს, მაგრამ მაინც გაჭირვებაშია.
ზოგი ზანტია, შეწევნის მთხოვნელი, ძალ-ღონით სუსტი და სიღატაკეში ყელამდე ჩაფლული, მაგრამ უფლის თვალმა სასიკეთოდ შეხედა და მან წამოაყენა იგი მისი სიმდაბლისაგან.
აამაღლა იგი და მრავალნი გაოცდნენ მის გამო.
სიკეთე და ბოროტება, სიცოცხლე და სი...
წიგნიერი სიბრძნის შეძენას მოცალეობის ხელსაყრელი ჟამი სჭირდება და მხოლოდ საქმისაგან თავისუფალი გახდება ბრძენი.
როგორ გახდება ბრძენი გუთნის დამჭერი, ტყავის შოლტით მოამაყე ხარების გამრეკი და ამგვარ საქმეებში გართული, რომელსაც მ...
იხილეთ სრულად
წიგნიერი სიბრძნის შეძენას მოცალეობის ხელსაყრელი ჟამი სჭირდება და მხოლოდ საქმისაგან თავისუფალი გახდება ბრძენი.
როგორ გახდება ბრძენი გუთნის დამჭერი, ტყავის შოლტით მოამაყე ხარების გამრეკი და ამგვარ საქმეებში გართული, რომელსაც მხოლოდ მოზვრები აკერიათ პირზე?
მისი საფიქრალი კვლების გაყვანაა და მისი საზრუნავი ხბორების საკვებია.
ასევეა ყველა ხურო და ხუროთმოძღვარი, რომელიც ღამეს დღესავით ატარებს; ბეჭედთა ჩუქურთმების მჭრელნი ბეჯითად იღვწიან მრავალფერი სახი...
სიღარიბესა და სიღატაკეს ისევე შეეზრდება ხოლმე მანკიერი საშიშროებები, როგორც სიმდიდრეს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არცთუ იშვიათად ექვემდებარება სასოწარკვეთილების, შურის, ღვთისმგმობი გულისზრახვების და გაბოროტებული კაცის თვისე...
იხილეთ სრულად
სიღარიბესა და სიღატაკეს ისევე შეეზრდება ხოლმე მანკიერი საშიშროებები, როგორც სიმდიდრეს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არცთუ იშვიათად ექვემდებარება სასოწარკვეთილების, შურის, ღვთისმგმობი გულისზრახვების და გაბოროტებული კაცის თვისებრივ გამოვლინებებს. ასე წონასწორობადარღვეულს კი არ შეუძლია, წარმატება მოუტანოს საზოგადოებას. ამიტომ სიღარიბისა და სიღატაკიც ზღვართან გასავლებად ერთადერთი მტკიცე მიჯნა, ზომიერების სასარგებლოდ, ერთმანეთისკენ გაწვდილი ხელია...
ქრისტეს მიერ საყვარელნო! ქრისტიანული სიყვარულის ძალით დავიცვათ დახმარების წესი, არამარტო მათხოვრების მიმართ, არამედ ყოველი ღარიბისა და გაჭშირვებული ადამიანის მიმართ, რომელნიც კი საჭიროებენ ჩვენს დახმარებაში, თუნდაც რომ ისინი მორცხ...
იხილეთ სრულად
ქრისტეს მიერ საყვარელნო! ქრისტიანული სიყვარულის ძალით დავიცვათ დახმარების წესი, არამარტო მათხოვრების მიმართ, არამედ ყოველი ღარიბისა და გაჭშირვებული ადამიანის მიმართ, რომელნიც კი საჭიროებენ ჩვენს დახმარებაში, თუნდაც რომ ისინი მორცხვობდნენ ხელის გაწოდებას მოწყალებისათვის, და ყოველივე ეს შევასრულოთ წრფელი გულით, გულკეთილად, ქრისტეს გულისათვის. სახემხიარული იყვენით ყოველივე მოწყალების გაცემის დროს, გვირჩევს ძველი აღთქმის ბრძენი ზირაქი (35, 8) ყოველთვ...
გლახაკთა და მშიერთა უხვად განუყავ პური შენი; რადგან შენ ქრისტესგან პური (ესე იგი უხრწნელი ხოცი მისი) არ მიიღე, მას მიეც შენი პური, მშიერი ქრისტე გთხოვს; შენ ისგან არ მიიღე, ის შენგან კი მიიღებს, შენ უმადლო ხარ და არა მადლობთ და ი...
იხილეთ სრულად
გლახაკთა და მშიერთა უხვად განუყავ პური შენი; რადგან შენ ქრისტესგან პური (ესე იგი უხრწნელი ხოცი მისი) არ მიიღე, მას მიეც შენი პური, მშიერი ქრისტე გთხოვს; შენ ისგან არ მიიღე, ის შენგან კი მიიღებს, შენ უმადლო ხარ და არა მადლობთ და ის მცირის პურისათვის წინაშე ანგელოზთა და კაცთა მადლობის ხმას გასცემს: "მშიოდა და მეცით მე ჭამადი". არათუ მარტო ამას გიბრძანებს - გამოუთქმელის სიხაულისა მიმართ მიგიწოდს და გიბრძანებს: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემიანო, დ...