ზღვა მდინარეთა მიერთებით არ ივსება, ვერც ვერცხლისმოყვარე იკმაყოფილებს სურვილს მოგროვილი ფულით; აი, გააორმაგა მან ქონება, მაგრამ ისევ ორჯერ მეტი უნდა და არასოდეს დაანებებს თავს შეძენილის გაორმაგებას, სანამ სიკვდილი არ შეწყვეტს ამ ...
იხილეთ სრულად
ზღვა მდინარეთა მიერთებით არ ივსება, ვერც ვერცხლისმოყვარე იკმაყოფილებს სურვილს მოგროვილი ფულით; აი, გააორმაგა მან ქონება, მაგრამ ისევ ორჯერ მეტი უნდა და არასოდეს დაანებებს თავს შეძენილის გაორმაგებას, სანამ სიკვდილი არ შეწყვეტს ამ უსარგებლო ზრუნვას.
თქვენ გაქვთ მინდორი, ტყე, მდელო, ბაღები, ტბორები და რა? - პატარა მიწის ნაკვეთი, ერთი ნაბიჯი სიფართისა და ექვსი ნაბიჯი სიგრძისა გახდება თქვენი საცხოვრებელი, და ერთი ქვაც საკმარისი იქნება თქვენს დასაცავად.
იცით ეს გამოთქმა: “ფული სინდისს აფუჭებს”? ერთობ სწორი აზრია! ფული ზნეობას უკლავს ადამიანს, სინდისის გაყიდვის საშუალებას აძლევს. ეს სამყაროს შექმნის დროიდან ასეა. თუმცა შორს რად წავიდეთ, განა იუდამ არ გაყიდა ქრისტე ოცდაათ ვერცხლად?...
იხილეთ სრულად
იცით ეს გამოთქმა: “ფული სინდისს აფუჭებს”? ერთობ სწორი აზრია! ფული ზნეობას უკლავს ადამიანს, სინდისის გაყიდვის საშუალებას აძლევს. ეს სამყაროს შექმნის დროიდან ასეა. თუმცა შორს რად წავიდეთ, განა იუდამ არ გაყიდა ქრისტე ოცდაათ ვერცხლად? ეს ფაქტი არ ადასტურებს ფულის გამხრწნელ როლს, როდესაც მას უღმერთო ადამიანები იყენებენ?
კეთილი ზნის კაცმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაყიდოს თავისი თავისუფლება ქონების შესაძენად, თუნდაც ეს ქონება ძალზედ დიდი იყოს. ამქვეყნიური სიმდიდრე ხომ განქარვებად სიზმარს წააგავს, და ცხოვრებისეულ სიკეთეთ მხოლოდ მოჩვენებითი ბრწყი...
იხილეთ სრულად
კეთილი ზნის კაცმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაყიდოს თავისი თავისუფლება ქონების შესაძენად, თუნდაც ეს ქონება ძალზედ დიდი იყოს. ამქვეყნიური სიმდიდრე ხომ განქარვებად სიზმარს წააგავს, და ცხოვრებისეულ სიკეთეთ მხოლოდ მოჩვენებითი ბრწყინვალება აქვთ, ხანმოკლე და წარმავალი.
მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდები შეიმუსრება.
მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს.
რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია.
იცის უფალმა დღენი უცოდველთა, დ...
იხილეთ სრულად
მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდები შეიმუსრება.
მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს.
რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია.
იცის უფალმა დღენი უცოდველთა, და მათი მემკვიდრეობა უკუნისამდე იქნება.
არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან.
34-36
ქრისტეს მოძღვრება, რომელიც თავად მოძღვარმა საკუთარი სისხლით დაწერა, და სისხლით დაიცვა ჩვენმა ერმა, ისევე ძვირფასი და ისეთივე გზის მაჩვენებელია დღეს ჩვენთვის, როგორიც იყო წარსულში.
ჩვენ თავს ვუწოდებთ ქრისტიანს, ე.ი. ჩვენ მივითვისეთ ქრისტე ღმერთის სახელი. მაშასადამე, როცა ჩვენი ცხოვრება კეთილი და წმინდაა, ქრისტეს სისხლი იდიდება ჩვენ შორის, ხოლო უკეთუ ჩვენი ცხოვრება უწმინდურია და ცუდად ვიქცევით, მაშინ ღმრთის ს...
იხილეთ სრულად
ჩვენ თავს ვუწოდებთ ქრისტიანს, ე.ი. ჩვენ მივითვისეთ ქრისტე ღმერთის სახელი. მაშასადამე, როცა ჩვენი ცხოვრება კეთილი და წმინდაა, ქრისტეს სისხლი იდიდება ჩვენ შორის, ხოლო უკეთუ ჩვენი ცხოვრება უწმინდურია და ცუდად ვიქცევით, მაშინ ღმრთის სახელს ვამდაბლებთ