ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
წარმოსახვა დიდი და საშინელი მახეა
თავიდან ცოდვა მზაკვარ მელასავით შეუმჩნევლად გვეპარება, შთაგვაგონებს და გვარწმუნებს, რომ ჭიანჭველაა და ისევე არ არის საჭირო მისთვის ყურადღების მიქცევა, როგორც ჭიანჭველასთან ომი. სულიც უდებებაში ვარდება და დუნდება. სულ მცირე ხანში კ... იხილეთ სრულად
მოვიგერიოთ გულისსიტყვის თავდასხმა და გამოჩენისთანავე შევეწინააღმდეგოთ ცოდვას, რომელიც თითქოს უმნიშვნელო გულისსიტყვის სახით მოდის. ასე, ქრისტეს მადლით, თავს დავაღწევთ ძალზე მწარე და რთულ გამოცდილებას.
სული, რომელიც გონიერად ლოცულობს, სძულს და უგულებელყოფს სხვადასხვა მზაკვარ გულისსიტყვებს, დროთა განმავლობაში განიწმინდება და უბიწო ხდება.
ლოცვითა და მღვიძარებით ეშმაკს საბოლოოდ ვამარცხებთ. მღვიძარების არსი ის არის, რომ გონებით მუდამ ვიფხიზლოთ ბილწი ეშმაკების ვნებიანი გულისსიტყვებისა და წარმოდგენების წინააღმდეგ. აქ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება – ან გამოვსწორდებით... იხილეთ სრულად
ღვაწლი ხის ფოთლებს ჰგავს, მღვიძარება კი – ნაყოფს. „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათ. 7, 16). სწორედ ამ ნაყოფის გამოღება გვაქვს ნაბრძანები.
ვისაც არ აქვს სიფხიზლე – ფასდაუდებელი, ყოვლისმომცველი სულიერი ნათელი – ამაოდ შრომობს. ამის გამო, როგორც წიგნებიდანაც ვიცით, მრავალი მეუდაბნოე ასკეტი დაიღუპა.
ყოვლისმომცველი ღვთისმოსაობა და მღვიძარება – ეს ყველაფერია. ეს ქრისტესმიერი ცხოვრების მქონე სულის ჭეშმარიტი ნიშან-თვისებაა. ამის გარეშე, ცალსახად, მხოლოდ ასკეტიზმით ადამიანი მცირე სარგებელს ნახულობს, ან გარშემომყოფთა ქებისა და საკუ... იხილეთ სრულად