წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
15. თუ მოყვასისადმი სიყვარულის მცნებას ზუსტად იცავ, მაშინ რატომ შთაინერგავ მისდამი წყენის სიმწარეს? განა ცხადი არაა, რომ შენ წარმავალ სიყვარულს ანიჭებ უპირატესობას და ამის გამო ომს უცხადებ მოძმეს?
თემა: სიყვარული მოყვასისადმი, წყენაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
14. ნუ დაემსგავსები ადამიანთა შორის უსუსტესს, უმჯობესია, სიყვარულის მცნებაში განვითარდე. როცა სიამაყის უფსკურლში ჩაცვენილ ადამიანებს ემსგავსები და შენს თავს სიყვარულის საკითხში ავითარებ, მაშინ სიმდაბლის მწვერვალს აღწევ.
თემა: თავმდაბლობა, სიამაყე, სიყვარულიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
13. თუ გულისთქმათაგან განთავისუფლება გსურს, ვნებებს უმკურნალე და გონებიდან მათ განდევნასაც შეძლებ. სიძვის ვნებასთან ბრძოლისას იმარხულე, იფხიზლე, იშრომე და განმარტოვდი; მრისხანებისა და მოწყინების ჟამს არარაობად შერაცხე დიდებაც, უბრალოებაც და სხვა მიწიერი საგნები; გულღვარძლიანობისას შეურაცხმყოფელთათვის ილოცე და განთავისუფლდები.
12. როცა გონება ღვთისაკენ მიილტვის, მაშინ სხეულს იმონებს და, სიცოცხლისათვის აუცილებლის გარდა, არაფერს აძლევს მას; ხოლო როცა გონება სხეულისაკენ იხრება, მაშინ მისი ვნებების მონა ხდება და "ხორცისათვის ზრუნვას ავხორცობად აქცევს" (რომ.13,14).
თემა: ვნებები, სხეული, ღვთისაკენ სწრაფვაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
11. ღვთისათვის სათნოა სიყვარული, უბიწოება, ცოდნა და ლოცვა. სხეულისათვის კი სათნოა ნაყროვანება, თავშეუკავებლობა და ყოველივე ამის მსგავსი. ამიტომ "რომელნი იგი ხორცთა შინა არიან ღმრთისა სათნო ყოფად ვერ ძალ-უძს" (რომ 8.8). ხოლო "მათ, რომელნიც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებითა და ვნებებით" (გალ. 5,24).
10. ვისაც ვინ უყვარს, ყოველნაირად ცდილობს, მას აამოს. ამრიგად, ვისაც ღმერთი უყვარს, ის, რა თქმა უნდა, მის სათნოყოფას ლამობს; ხოლო, ვისაც სხეული უყვარს, ის მის საამებლად მოქმედებს.
თემა: სხეული, სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
9. "არავის, - ამბობს მოციქული, - არასოდეს მოუძულებია თავისი ხორცი" (ეფეს.5, 29). მაგრამ, მიუხედავად ამისა, "თრგუნავს და იმონებს მას" (კორ.9, 27). იმით, რომ აძლევს მხოლოდ "საჭმელსა და ტანსაცმელს" (1 ტიმ.6.8). და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სიცოცხლისათვის აუცილებელია. ასე, ვნებათა გარეშე, უყვართ სხეული და, როგორც ღვთის მსახურს, კვებავენ და ათბობენ მას, რათა დაუძლურებისაგან დაიცვან. (თავმოყვარეობა)
8. თავმოყვარეობა სხეულის ვნებიანი და განუსჯელი სიყვარულია. მათი საპირისპიროა სიყვარული და თავშეკავება. ცხადია, თავმოყვარეობის მქონეს ყველა სხვა ვნება გააჩნია.
თემა: ვნებები, სხეული, სიყვარული, თავშეკავებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
6. თავშეუკავებლობის წარმომქმნელი ვნება სხვაა, სიძულვილისა სხვა, ხოლო თავშეუკავებლობისა და სიძულვილისა ერთად კი - სხვა.
თემა: სიძულვილი, ვნებები, თავშეკავებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ