ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

182. თუ ჭეშმარიტად გსურს, რომ სირცხვილი „შემოაცვა“ (იგულისხმება უკეთური გულისზრახვების გამო სირცხვილის გრძნობის გაღვივება ადამიანში, რაც ამ გულისზრახვათა აღმოფხვრის საფუძველი ხდება) გულისზრახვებს, კეთილწადიერად მდუმარებდე და უჭირველად ფხიზლობდე გულით, მაშ, იესოს ლოცვა შეეწებოს შენს სუნთქვას და რამდენიმე დღეში აღსრულებულს ნახავ ამ ყოველივეს. თუ ჭეშმარიტად გსურს, რომ სირცხვილი შემოაცვა

იმისათვის, რომ დღესასწაული განვიცადოთ, გონება ამ წმიდა დღეებზე ფიქრით უნდა დავტვირთოთ, უნდა გავაანალიზოთ ამ წმინდა დღეებში აღსრულებული მოვლენები, იქნება ეს ქრისტეშობა, ღვთის განცხადება, აღდგომა თუ რომელიმე სხვა ნებისმიერი დღესასწაული და ვიკითხოთ იესოს ლოცვა და ღვთის სადიდებლები. ამგვარად ჩვენ ყოველ დღესასწაულს დიდი ღვთისმოსაობით ვიზეიმებთ. იმისათვის, რომ დღესასწაული განვიცადოთ, გონება

ლოცვა გონიერი წარდგომაა ღვთის წინაშე, მეტყველი გულით, მადლიერებით, ვედრებითა და შემმუსვრელი სინანულით. ეს ყველაფერი სულიერია. ყველაფრის საფუძველი ღვთისადმი კეთილკრძალული შიშია, მისგანაა ღვთის რწმენა, თავის უარყოფა, სასოება. ლოცვითი ჩვევების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია შრომა. ყველაზე მეტად ამ საქმეში იესოს ლოცვა და მისი თანმდევი სითბო გვეხმარება. ლოცვა გონიერი წარდგომაა ღვთის წინაშე

როგორც ვრცელი პურის ყანა იძლევა ბარაქიან მოსავალს, ასევე იესოს ლოცვა გამოიღებს გულში ყოველგვარი სიკეთის ნაყოფს, ანუ უფრო სწორად, თვით უფალი მოგვცემს მას, რომლის გარეშე ჩვენ არაფერი არ შგვიძლია. თავიდან ეს მოგვეჩვენება კიბედ, შემდეგ კი წიგნად, რომელსაც კითხულობ და უფრო და უფრო დაინახავ ზეციურ იერუსალიმს, ქალაქად უფლისა ძალთასა, თანა მამით და ყოვლაწმიდა სულითურთ. როგორც ვრცელი პურის ყანა იძლევა ბარაქიან

იესოს ლოცვა ისეთივეა, როგორც ყველა სხვა. მხოლოდ ერთი რამით აღემატება სხვა ლოცვებს. იესოს - უფლისა და მაცხოვრის - ყოვლადძლიერი სახელით; როდესაც მას სრული, ურყევი და მხურვალე რწმენით ვუხმობთ, რწმენით, რომ უფალი ახლოსაა, ყველაფერს ხედავს, ესმის, რასაც შესთხოვენ; გულისყურით ისმენს და მზადა ვედრების აღსასრულებლად. ზოგჯერ იგვიანებს, რამეთუ მთხოვნელი მაზდ არაა მის მისაღებად. იესოს < =_1>ლოცვა ისეთივეა, როგორც ყველა

უადვილესი საშუალება უწყვეტ ლოცვამდე ასამაღლებლად არის იესოს ლოცვა, მასში გაჩვევა და დახელოვნება. ღვთივგაბრძნობილმა და სულიერ ცხოვრებაში გამოცდილმა მამებმა მიაგნეს ამ უბრალო, ეფექტურ საშუალებას და ყოველგვარ სულიერ საქმიანობაში სულის განსამტკიცებლად, არამარტო საკუთარი სულიერი ცხოვრებით გვიჩვენებს, არამედ თავის დარიგებებში გადმოგვცეს და დაგვიტოვეს ზუსტი სწავლებები მის შესახებ. უადვილესი საშუალება უწყვეტ ლოცვამდე

წუხხარ, რომ იესოს ლოცვას ვერ აღასრულებთ მოუკლებელად და ვერ წარმოთქვამთ უწყვეტად, - ეს არც მოგეთხოვებათ... მოგეთხოვებათ ღმრთის მუდმივი შეგრძნება, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს საუბრისას, კითხვისას, რაიმეს დაკვირვებისას და განხილვისას... ხოლო იესოს ლოცვას როდესაც ასრულებთ, ისეთნაირად გააგრძელეთ მისი აღსრულება, როგორც ფლობთ მას სინამდვილეში და ის გააფართოებს თავისი მოქმედების არეალს წუხხარ, რომ იესოს < =_1>ლოცვას ვერ აღასრულებთ

როდესაც სარეცელზე ვწევართ, მით უმეტეს მხნეობა და სიფხიზლე გვმართებს, რადგან მაშინ ჩვენი გონება მარტოდ, სხეულის გარეშე ებრძვის ეშმაკებს და თუ იგი სიძვისმოყვარეა ან სიძვის ოცნებებითაა სავსე, მაშინ დიდი სიხარულით გვიღალატებს. სიკვდილის ხსენება შენთან ერთად უნდა იძინებდეს და იღვიძებდეს და მისი თანამზრახველი იესოს ლოცვა უნდა იყოს, რადგან ძილის დროს ისე ვერაფერი გვიშუამდგომლებს, როგორც ეს ღვაწლი. როდესაც სარეცელზე ვწევართ, მით უმეტეს მხნეობა

წმინდა მამები გვირჩევენ, მწუხარება რომ შეგიპყრობთ, ხმამაღლა მკაფიოდ წარმოთქვით იესოს ლოცვა - "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი", ან წაიკითხეთ ფსალმუნები. სევდიანობისკენ მიდრეკილმა ადამიანმა უნდა აღიაროს თავისი ცოდვები, ბავშვობაში ჩადენილი ცოდვების ჩათვლით. ამ ვნების დაძლევისათვის აუცილებელია, აგრეთვე, მორჩილება. ღირსი დოროთე წერს: "მორჩილმა ნაღვლობა არ იცის, ის მუდამ სიხარულით სავსეა" წმინდა მამები გვირჩევენ, მწუხარება რომ

ამისკენ იყოს მიმართული მთელი შენი ყურადღება. დადიხარ თუ ზიხარ, საქმეს აკეთებ თუ ეკლესიაში დგახარ ღმრთისმსახურების დაწყებამდე, შედიხარ თუ გამოდიხარ იქიდან, "იესოს ლოცვა" გქონდეს ყოველთვის გულშიც და ბაგეებზეც. ამგვარად, უფლის სახელის ხსებევაში ჰპოვებ მშვიდობას, მიაღწევ სულიერსა და ხორციელ სიწმინდეს და შენში დაიმკვიდრებს სული წმინდა, წყარო ყოველი სიკეტისა, რომელიც წარგიმართავს გზას ღმრთის სათნო ცხოვრებისკენ ამისკენ იყოს მიმართული მთელი შენი ყურადღება.

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3