ამაყს თავისებური მორალი აქვს: ის წესით მეფე უნდა იყოს, მას კი არ სცნობენ, – აქედან გამომდინარე მისთვის ადამიანები ამბოხებული ქვეშევრდომები არიან. ამაყი თავს ყოველთვის მარტოხელად გრძნობს, მას არ შეუძლია ჰყავდეს ნამდვილი მეგობრები, ...
იხილეთ სრულად
ამაყს თავისებური მორალი აქვს: ის წესით მეფე უნდა იყოს, მას კი არ სცნობენ, – აქედან გამომდინარე მისთვის ადამიანები ამბოხებული ქვეშევრდომები არიან. ამაყი თავს ყოველთვის მარტოხელად გრძნობს, მას არ შეუძლია ჰყავდეს ნამდვილი მეგობრები, უბედურია საკუთარ ოჯახში. იმაში დარწმუნება, რომ ყოველთვის უსამართლოდ ექცევიან, მის გულში ღრმა, გაუნელებელ წყენას ბადებს. ამ წყენას – ყველაზე და ყველაფერზე, ის თავის გულში ატარებს; ეს ყველაზე მძიმე ტვირთია, ეს რაღაც ტყვიაჩ...
link
ამაყი ცოდვებითაა ავსილი, მაგრამ თავისთავად სიამაყე – ეს ისეთი ძლიერი ვნებაა, რომ ყველა დანარჩენის ჩახშობა შეუძლია. სიამაყით შეპყრობილი ადამიანი, არც თუ იშვიათად ამ ერთით კმაყოფილდება და ამიტომ ერთი ზერელე შეხედვით შესაძლოა წესიერი...
იხილეთ სრულად
ამაყი ცოდვებითაა ავსილი, მაგრამ თავისთავად სიამაყე – ეს ისეთი ძლიერი ვნებაა, რომ ყველა დანარჩენის ჩახშობა შეუძლია. სიამაყით შეპყრობილი ადამიანი, არც თუ იშვიათად ამ ერთით კმაყოფილდება და ამიტომ ერთი ზერელე შეხედვით შესაძლოა წესიერი და ზნეობრივიც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მოჩვენებითი წესიერება თავის თავში შეყვარებულობაზე, საკუთარი ძალებისადმი რწმენაზე, საშინელ სულიერ სიბრმავეზეა დამყარებული. ამაყისთვის მისი საკუთარი სული დაკეტილია. ამაყის სურვილები,...
link
ამაყი ყოველთვის დაუკმაყოფილებელია. იგი არ შეიძლება ბედნიერი იყოს, რადგან ბედნიერია ის, ვინც იმას სჯერდება, რაც აქვს. ამაყი ამ მიწიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ის თავისი გულით მარადისობას ვერ შეიგრძნობს, რამდენადაც მასში მოუნანიებელი ცო...
იხილეთ სრულად
ამაყი ყოველთვის დაუკმაყოფილებელია. იგი არ შეიძლება ბედნიერი იყოს, რადგან ბედნიერია ის, ვინც იმას სჯერდება, რაც აქვს. ამაყი ამ მიწიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ის თავისი გულით მარადისობას ვერ შეიგრძნობს, რამდენადაც მასში მოუნანიებელი ცოდვები, ვნებები ბუდობენ; ამაყს ხომ არ შეუძლია მოინანიოს, ის ყველაფერში მართალია; მას არ შეუძლია ილოცოს, თუნდაც კითხულობდეს ლოცვის სიტყვებს, რადგან თვლის: რამეზე ევედროს და ითხოვოს – ეს მას არ შეშვენის.
link
954. რატომ ვერ შევიგრძნობთ ლოცვის სიტყვების სიღრმეს?
892. რა ხვედრი ელით მათ, რომლებიც სიამაყის გამო არ ისურვებენ შენანებას?
882. როგორ ვლინდება ჩვენი თავმოყვარეობა და სიამაყე?
779. როგორ შეიძლება სიამაყის ცოდვის დაძლევა?
687. რა მიზეზების გამო ვარდება ადამიანი ხიბლში?
ენით აღუწერელია ის სულიერი სიცარიელე, რაც ადამიანში ამპარტავნების გამო ისადგურებს. აი, დაუფიქრდი: ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი სამყაროშია, ცოდვაა, ყველაზე დიდი სიკეთე კი ღვთაებრივი მადლი. სიამაყე კი - ყოველგვარი ცოდვის ფესვია, იგ...
იხილეთ სრულად
ენით აღუწერელია ის სულიერი სიცარიელე, რაც ადამიანში ამპარტავნების გამო ისადგურებს. აი, დაუფიქრდი: ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი სამყაროშია, ცოდვაა, ყველაზე დიდი სიკეთე კი ღვთაებრივი მადლი. სიამაყე კი - ყოველგვარი ცოდვის ფესვია, იგი ღვთის მადლს უპირისპირდება და უდიდეს ბოროტებას გვაყენებს. იგი მომაკვდინებელ ცოდვათა შორის ყველაზე უარესია, ვინაიდან ადამიანს ნებისმიერი ცოდვისაკენ ადვილად უბიძგებს. როგორც გველი, თუკი შეძლებს სოროდან თავის გამოყოფას, მა...
link
ამპარტავნება - უგუნური ვნებაა, რომელიც თუ ადამიანს დაეუფლება, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად უკეთესია, ვიდრე - სინამდვილეში და რომ სხვები მასზე სწორედ იმას ფიქრობენ, რაც თავად ჰგონია. ამიტომაც, ამაყი ადამიანი საკუთარი თავის...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება - უგუნური ვნებაა, რომელიც თუ ადამიანს დაეუფლება, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად უკეთესია, ვიდრე - სინამდვილეში და რომ სხვები მასზე სწორედ იმას ფიქრობენ, რაც თავად ჰგონია. ამიტომაც, ამაყი ადამიანი საკუთარი თავის გარდა არავისზე ფიქრობს. როგორც ობობაა აბლაბუდის ცენტრში, ასევე ასეთი კაცი თავის თავს ყველაფრის სათავეში წარმოიდგენს. ისევე, როოგრც ობობა ქსოვს ქსელს საკუთარი თავისაგან, ასევე ამპარტავანი ადამიანი, როდესაც ფიქრობს ან აკე...
link