ცოდვა არის საფუძველი პირველი და მეორე სიკვდილისა; ანუ საბაბი როგორც ფიზიკური სიკვდილისა, რომელიც ყოველი კაცის ხვედრია, ისე მიზეზი სულიერი სიკვდილისა, როცა სული მარადიულ ნეტარებას კარგავს და ჯოჯოხეთში მკვიდრდება. ამავე დროს, ცოდვა ...
იხილეთ სრულად
ცოდვა არის საფუძველი პირველი და მეორე სიკვდილისა; ანუ საბაბი როგორც ფიზიკური სიკვდილისა, რომელიც ყოველი კაცის ხვედრია, ისე მიზეზი სულიერი სიკვდილისა, როცა სული მარადიულ ნეტარებას კარგავს და ჯოჯოხეთში მკვიდრდება. ამავე დროს, ცოდვა არის ადამიანსა და ღმერთს შორის და კაცთა შორის უთანხმოებისა და შუღლის მიზეზი.
ქრისტეს საქმეს, სულის ხსნისა და გადარჩენის საქმეს ემსახურება ქრისტეს ეკლესია, რომელიც მუდამ იყო, არის და იქნება ჩვენი განმანათლებელი და განმაბრწყინვებელი უძლეველი ძალა. ლოცვითა და ადამიანის ცოდვილი ბუნების საიდუმლო განახლებით იგი ...
იხილეთ სრულად
ქრისტეს საქმეს, სულის ხსნისა და გადარჩენის საქმეს ემსახურება ქრისტეს ეკლესია, რომელიც მუდამ იყო, არის და იქნება ჩვენი განმანათლებელი და განმაბრწყინვებელი უძლეველი ძალა. ლოცვითა და ადამიანის ცოდვილი ბუნების საიდუმლო განახლებით იგი ასრულებს თავის დიად მოვალეობას. ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.
უკეთურებისაგან თავის დაღწევისათვის ერთადერთი ნუგეში და იმედი მაცხოვარია, ჩვენი ხსნისათვის ამქვეყნად მოვლენილი, "რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუჲს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა" (რომ. 8,...
იხილეთ სრულად
უკეთურებისაგან თავის დაღწევისათვის ერთადერთი ნუგეში და იმედი მაცხოვარია, ჩვენი ხსნისათვის ამქვეყნად მოვლენილი, "რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუჲს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა" (რომ. 8,2).
კაცთა მოდგმის ცოდვით დაცემის შემდგომი მთელი ცხოვრება დაპირისპირებაა ბოროტსა და კეთილს შორის. რაკი ბოროტი ძალა ღვთის წინაშე უძლურია, იგი ებრძვის ადამიანს, როგორც შემოქმედის უძვირფასეს ქმნილებას. ამიტომაც იქცა კაცი ცოდვის სუბიექტად ...
იხილეთ სრულად
კაცთა მოდგმის ცოდვით დაცემის შემდგომი მთელი ცხოვრება დაპირისპირებაა ბოროტსა და კეთილს შორის. რაკი ბოროტი ძალა ღვთის წინაშე უძლურია, იგი ებრძვის ადამიანს, როგორც შემოქმედის უძვირფასეს ქმნილებას. ამიტომაც იქცა კაცი ცოდვის სუბიექტად და ობიექტად. სამწუხაროდ, ჩვენი ბუნებითი კანონი სიკეთისა, ჩვენი ნების სისუსტის გამო, ხშირად ვერ სძლევს ხოლმე მაცდურის ზრახვებს.
ადამიანი უმშვენიერესი წმიდა სახეა შემოქმედისა, ხატებაა ღვთისა. ამიტომაა იგი გონიერი და უკვდავი. მსგავსება კი თვითონ უნდა მოიპოვოს თავისუფალი ნების წყალობით, რაც, წმ. მამათა სწავლებით, ცოდვებისაგან თავის შეკავებას გულისხმობს. ყველა...
იხილეთ სრულად
ადამიანი უმშვენიერესი წმიდა სახეა შემოქმედისა, ხატებაა ღვთისა. ამიტომაა იგი გონიერი და უკვდავი. მსგავსება კი თვითონ უნდა მოიპოვოს თავისუფალი ნების წყალობით, რაც, წმ. მამათა სწავლებით, ცოდვებისაგან თავის შეკავებას გულისხმობს. ყველას მართებს დაუღალავი ზრუნვა ჩვენში ღვთის ხატების შენარჩუნებისა და მასთან მსგავსების მიღწევისათვის.
განწმედილი და განსპეტაკებული სხეული იმდენად მშვენიერი და სათნოა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს განხორციელების შემდეგ იგი წმიდა სამების სიდიადეში დაემკვიდრა.
როცა ხორცს ვთრგუნავთ, ამით სხეულს კი არ ვგვემთ, არამედ ვებრძვით მასში ცოდვის გამო დაბუდებულ ბოროტ ვნებებს. თავისთავად კი განწმედილი და განსპეტაკებული სხეული იმდენად მშვენიერი და სათნოა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს განხორციელების ...
იხილეთ სრულად
როცა ხორცს ვთრგუნავთ, ამით სხეულს კი არ ვგვემთ, არამედ ვებრძვით მასში ცოდვის გამო დაბუდებულ ბოროტ ვნებებს. თავისთავად კი განწმედილი და განსპეტაკებული სხეული იმდენად მშვენიერი და სათნოა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს განხორციელების შემდეგ იგი წმიდა სამების სიდიადეში დაემკვიდრა.