წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

უმაღლესი მნიშვნელობა და მადლი ქრისტიანულისა აღსარებისა მდგომარეობს იმაში, რომ იგი არის ერთი შვიდთა ქრისტიანულთა საიდუმლოთაგანი, მასში მოქმედობს არა ჩვენ უღირსთა კაცთა მადლი, არამედ სულიწმინდის მაცხოვარებითი მადლი, ასე რომ გარეშე აღსარებისა და მოძღვრებისაგან შენდობის მიცემისა არ შეუძლია კაცს გამართლდეს, ცხონდეს. წმიდანი მამანი ამიტომ უწოდებენ სინანულს და აღსარებას მეორე ნათლისღებად. უმაღლესი მნიშვნელობა და მადლი ქრისტიანულისა

საკმაო არ არის, რომ კაცმა მარტო თვითონ თავისი სულიერი მდგომარეობა გამოიკვლიოს, არამედ ისიც საჭიროა, რომ მან სხვას ვისმეს აღუაროს თავისი ცოდვა; „იტყოდე შენ ცოდვათა შენთა პირველად, რათა განმართლდე“ (ისაია 43, 26). რაც გინდა გონიერი იყოს კაცი და პირუთვნელი, თვითონ სიმართლით ვერ ასწონის თვისსა სიცოდვესა და უღირსებას. ყოველი კაცი თავის მოყვარეა, თავის თავს ეფერება და ადვილად შეუნდობს თვისთა ცოდვათა. ამისთვის საჭირო არის, რომ მან ვინმე მასზედ უფრო გამოცდილი და პირუთვნელი კაცი მოიხმაროს ამ საქმეში. გარდა ამისა, ცოდვის აღსარებას აქვს ის განსხვავებული მოქმედება, რომ მით კაცი თავის ცოდვას შიგნიდგან გარე გამოიყვანს და მით თავის სულიერს მდგომარეობას დაინახავს, ვითარცა სარკეში. ცოდვა ემზგავსება ეკალს, რომელიც შეერჭო კაცს ხორცში. სანამ ეკალს ხორციდან არ გამოიღებს, მისი წყლული არ მორჩება; მზგავსადვე, თუ კაცმა არ წარმოსთქვა აღსარებაში ცოდვა და მით იგი, ესრედ ვსთქვათ, არ გამოაგდო, არ უარჰყო, მაშასადამე, იგი მის გულში დარჩება სავნებელად მისდა. უბრალო ერის კაცსაც რომ აღუარო შენი ცოდვა და რჩევა ითხოვო, მაშინაც მიიღებ რამე სარგებლობას; კიდეც გვირჩევს წმინდა მოციქული, რომ აღუარებდეთ ერთმანეთს ცოდვებსა ჩვენსა. პირველ საუკუნეებში კიდეც იყო ჩვეულება, რომ ქრისტიანენი თვით ეკლესიაში ხმამაღლა აღიარებდნენ თავიანთ ცოდვათა წინაშე შეკრებილთა ქრისტიანეთა, და ითხოვდნენ შენდობასა. საკმაო არ არის, რომ კაცმა მარტო თვითონ თავისი

ჭეშმარიტს აღსარებას წინა უძღვის ჩუმი, შინაგანი გამოკვლევა სულიერის მდგომარეობისა. აწ წინაპირველად კაცი შეიტყობს, არა თუ მარტო იმას რა ცოდვა ქმნა, არამედ იმასაც, რა მიზეზისაგან წარმოდგნენ მისი ცოდვები, რა ხასიათი აქვს მათ და რა თვისებანი. მერმე თვითონვე გაამტყუნებს თავის თავს, შეწუხდება და მოინდომებს აღსარებას ჭეშმარიტს აღსარებას წინა უძღვის ჩუმი

აღსარება ის არის, როდესაც კაცი თავის სინდისისაგან მხილებული და იძულებული, პირველად თვითონვე გაამტყუნებს თავის თავს, თავის უღირსებას პირუთვნელად ჯერ თავის გულში, და მერმე მოძღვარს აღუარებს თავის ცოდვას, ეტყვის, დამნაშავე ვარ ამ ცოდვაშიო. აღსარება ის არის, როდესაც კაცი თავის

ყოველი ღონისძიება იხმარე, რომ შეიძინო მარხვა ჭეშმარიტი, სათნო ღვთისა. არა მხოლოდ შენი სტომაქი შეავიწროვო, არა მარტო მუცლით იმარხო, არამედ დაუწესე მარხვა სხვათაცა შენთა ასოთა, რომელი საუბედუროდ, ხშირად შეიქმნებიან ასონი ცოდვისანი, დააკავე ენა შენი ყოვლისა სიცრუისა და მოტყუებისაგან, აღვირი აუსხი ბოროტთა შენთა გულსთქმათა, ნუ შეუშვებ შენს გულში ბილწთა, უწმინდურთა სურვილთა, დააკავე ხელი შენი ქრთამისაგან, მტაცებლობისაგან, მოარიდე თვალი შენი ყოველსა უწმინდურსა შეხედულობასა, ყურნი შენნი აღარ ისმენდნენ ამაოთა სიტყვათა, მოყვსის განკითხვათა, ჭორთა. ერთი სიტყვით, ეცადე, რომ უცხო იქმნე ყოველთა ბოროტთგან. ყოველი ღონისძიება იხმარე, რომ შეიძინო მარხვა

არა ყოველი მარხვა არის წმინდა, სათნო უფლისა. რომელი არის ესრეთი მარხვა? ის, როდესაც შენ მარტო საჭმელს გამოიცვლი, ანუ დაიკლებ, ანუ იქნება სულ აღარ სჭამ, მაგრამ ყოფა–ქცევას არ იცვლი. საჭმელს აღარ სჭამ, გარნა მოყვასთა შენთა, სახლეულობასა შენსა, მეზობელთა აწუხებ, სჭამ მრისხანებითა და გულისწყრომითა. არა ყოველი მარხვა არის წმინდა, სათნო უფლისა.

თუ ატყობ, რომ გული გაგიცივდა, თუ ხედავ, რომ ეკლესიაში დაფანტული გონება გაქვს, თუ გამოსცადე, რომ ცოდვა გერევა, გიზიდავს, მომეტებულითა ერთგულებითა ილოცევდი: „სინანულისა ბჭე განმიღე, მხსნელო“. როგორადაც სხვა ყოველი ნიჭი და მადლი ღვთისაგან არის გარდამომავალი კაცთა ზედა, მზგავსადვე და უმეტესად, ყოველთა უდიდესი ესე ნიჭი და მადლი სინანულისა იმავე წყაროისაგან არის მომდინარე და მიეცემა კაცს. თუ ატყობ, რომ გული გაგიცივდა, ხედავ

წმინდა მონანება უნდა იყოს აღძრული და შეზავებული სარწმუნოებითა და მეტადრე სიყვარულითა. არა იმისთვის მხოლოდ უნდა სწუხდე, რომ შენ ღმერთი დაგსჯის, არამედ უმეტესად მისთვის, რომ შენ განამწარე ზეციერი მამა, დაკარგე მისი სიყვარული, განეშორე მისსა მამობრივსა მადლსა. მან ეგოდენ შეგიყვარა შენ, რომ თავისი ძე არ დაზოგა შენის ცხონებისათვის, და შენ კი ეგოდენ უდებ ხარ, რომ არისხებ მას ცუდითა შენითა ცხოვრებითა. წმინდა მონანება უნდა იყოს აღძრული და

წმინდა, მართალი სინანული იპყრობს თვის შორის პირველად სარწმუნოებას. თუ არ გწამს სახარება, ძმაო, ანუ თუ სარწმუნოება შენი ცივია, ან მკვდარია, არც კი იფიქრებ, არც მოინდომებ სინანულსა. წმინდა, ჯეროვანი სინანული იპყრობს თვის შორის კიდევ სასოებას ღმერთზედ. თუ არ ესავ ღმერთსა, რომ იგი მოწყალეა, შეგირიგდება, ცოდვებს მოგიტევებს და კვალადვე აღგადგენს პირველსავე ხარისხსა ზედა, რაღა მოგანდომებს სინანულსა? ბოლოს და უმეტეად ნამდვილს სინანულში არის და უნდა გამოიხატოს სიყვარული ღვთისა. სიყვარული არის შემყვანებელი კაცისა სინანულში. ის აღძრავს და აიძულებს კაცს შეინანოს, შეურიგდეს ზეციერსა მამასა; იგი შეაწუხებს კაცს, რომ გაეშორა ზეციერსა მამასა უღირსებითა თვისითა და აიძულებს მიიქცეს კვალად მისდამი. თუ სამნი ესენი: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული არ შეაზავებენ სინაულსა, თუ ცხოველი სარწმუნოება, ცხოველი სასოება, ანთებული სიყვარული არ გააჩენენ კაცის გულში სინანულსა, მაშინ სინანული იქნება ყალბი, ცრუ, უნაყოფო. წმინდა, მართალი სინანული იპყრობს თვის შორის

რას მოითხოვს ჩვენგან უაღესად უფალი იესო ქრისტე? მთელი ჩვენი სჯული გამოითქმის ამ ერთი სიტყვით: შეინანეთ. მაცხოვარი ამას მხოლოდ მოითხოვდა: „შეინანეთ, მოახლოვებულ არს სასუფეველი ღვთისა“. თვით ამ სიტყვებით იწყო მან ქადაგება თვისისა სახარებისა. ამას ერთს ითხოვდნენ ყოველთა კაცთაგან მოციქულნიცა: „შევინანოთ, გავხდეთ ღირსი ღვთის სასუფეველისა“. ესრედი დიდი მნიშვნელობა მისთვის აქვს სინანულს, რომ იგი იპყრობს თვის შორის უმთავრესთა ქრისტიანულთა მცნებათა და არს ნაყოფი მათი. რას მოითხოვს ჩვენგან უაღესად უფალი იესო

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1