ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან
ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
მონოზონს [ბერძნულად ნიშნავს მარტოდ მყოფს – სიტყვიდან "მონო", მარტო ერთი] შეჰფერის ცალკე ყოფნა და ყველაზე მეტ სიმშვიდეს იგი ლოცვაში უნდა აღწევდეს, როცა მარტოა თავის სენაკში. ის ხომ სწორედ იმიტომ იწოდება მონოზონად, რომ მარტომ იცხოვრ... იხილეთ სრულად
ადამიანი გულლბილი ხდება არა მხოლოდ მაშინ, როცა ღმერთზე ფიქრობს, არამედ მაშინაც, როცა ესმის ან კითხულობს მის სახელს. მაშინ გული დათამაშებს და ამ წმინდა სახელს უაღრესი მოკრძალებით ეამბორება. ასევე მოქმედებს მასზე ქრისტეს ან ღვთისმშო... იხილეთ სრულად
როცა ადამიანი განმარტოებულია, მისი სული თავს მსუბუქად გრძნობს, გული კეთილკრძალულად განირთხმება ღვთის წინაშე, თანდათან ტეხს გარშემორტყმულ უხეშ ნაჭუჭს და მისგან თავისუფლდება;
არ შეიძლება მთელი ძალები წარმავალ საგნებზე გავფლანგოთ, რომლებიც ერთ დღეს მტვრად იქცევიან, ხოლო ღმერთთან დაღლილები მთქნარებით წარვდგეთ – იგი მიემსგავსება იმ მსხვერპლს, კაენმა რომ შესწირა. თუ ჩვენი დაღლილობა საპატიო მიზეზითაა გამოწვ... იხილეთ სრულად
ვინც რომ მღვიძარებითა და ლოცვით მოსაგრეობს, თუნდაც ჩათვლიმოს მცირე ხნით, ღმერთს მაინც უმეტესად აღძრავს მოწყალებისათვის, ვიდრე ის, ვინც ძილით გაძღა და ამიტომ ვეღარ იძინებს; ვინც სტასიდიაში [მაღალი სავარძელი ასაკეცი საჯდომით. ამ სავ... იხილეთ სრულად
როგორც მცენარისათვის ღამის წვიმა გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე დღისა, ასევე უმჯობესია სულისათვის ღამის ლოცვა, დღის ლოცვასთან შედარებით.
მღვიძარებასა და ლოცვას ერთად, სულიერ ზრდაში სიჯანსაღე და სიცოცხლე შემოაქვთ, რამეთუ ისინი გონების განწმედასა და დახვეწას ემსახურებიან, დაუმორჩილებელ ხორცს თრგუნავენ და გულს ღვთისადმი სიყვარულით ათბობენ, რისი წყალობითაც სულზე ღვთიურ... იხილეთ სრულად
მდუმარებას, სოფლისაგან განშორებით, ძალიან სწრაფად მოაქვს სულისათვის შინაგანი მდუმარება – მოსაგრეობითა და განუწყვეტელი ლოცვებით; რის შემდეგაც ადამიანს აღარ აწუხებს შინაგანი შფოთი, რამეთუ არსებითად მას მხოლოდ სხეული აქვს მიწაზე, გონ... იხილეთ სრულად
ნეტარია, ვისაც გულში მთავარი ღერძი – ქრისტე ჰყავს; სიყვარულით აღვსილი შეუჩერებლივ ტრიალებს მისი წმიდა სახელის გარშემო და ღაღადებს: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე".
არავინაა იმ ადამიანზე ნეტარი, ვინც ზეციურ რადიოსადგურთან კავშირი დაამყარა და ახლა უკვე ღმერთთან კეთილკრძალულების მავთულით არის დაკავშირებული; და არავინაა იმ ადამიანზე უბედური, ვინც ღმერთთან კავშირი გაწყვიტა, მთელ ქვეყანაზე მოუსვენ... იხილეთ სრულად