ძმისა მიმართ შურსა ჰყოფ: აქ ერთი საშიში საქმე არის: მე ვსძრწი რომ ეშმაკის მსგავსად ღვთის-მოძულე არ შეიქმნა. იოანე ღვთის-მეტყველი და მახარებელი თვისთა კათოლიკეთა შინა იტყვის: "უკეთუ ვინმე ჰსთქუას, ღმერთი მიყუარს და ძმა თვისი სძულდე...
იხილეთ სრულად
ძმისა მიმართ შურსა ჰყოფ: აქ ერთი საშიში საქმე არის: მე ვსძრწი რომ ეშმაკის მსგავსად ღვთის-მოძულე არ შეიქმნა. იოანე ღვთის-მეტყველი და მახარებელი თვისთა კათოლიკეთა შინა იტყვის: "უკეთუ ვინმე ჰსთქუას, ღმერთი მიყუარს და ძმა თვისი სძულდეს, იგი მტყუარ არს". ეგრეთუე მოციქულის სიტყვისაებრ მე გეტყვი, თუ ძმისა მიმართ შურსა და მტერობასა ჯყოფ, ეს რომ სთქუა: ღვთისა მიმართ მტერობას არა ვყოფ, მტყუარი იქმნები: თუ ღმერთს არა სძულობ, ძმის შურს რად ჰყოფ?
ცხრა ცა არსებობს ჩვენი მხედველობის არეში მოქცეული სამყაროს ნაწილი, რასაც ვხედავთ, ესაა ადგილი, სადაც გადმოიყარნენ ბოროტი სულები. ეშმაკები ვარსკვლავებს იქით ვერ ადიან. ყველანაირი აზრი "უცხოპლანეტელებზე" მართლმადიდებელი ქრისტიანისათ...
იხილეთ სრულად
ცხრა ცა არსებობს ჩვენი მხედველობის არეში მოქცეული სამყაროს ნაწილი, რასაც ვხედავთ, ესაა ადგილი, სადაც გადმოიყარნენ ბოროტი სულები. ეშმაკები ვარსკვლავებს იქით ვერ ადიან. ყველანაირი აზრი "უცხოპლანეტელებზე" მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის დაუშვებელია, ისინი დემონები, დაცემული ანგელოზები არიან. არავითარი სხვა ცივილიზაცია არ არსებობს, ღმერთმა ეს ქვეყანა ადამიანებისთვის გააჩინა.
რად შფოთდები, საყვარელო ძმაო, ცილისწამებისათვის შენზედა წყალობით ღმრთისაგან მოვლინებულისა, რად არ შეიწყნარებ ამ დიდებულს ჯილდოს მაცხოვრის მარჯვენიაგან განჩინებულს, რამ დაგავიწყა გზა წმიდანებისა და ვალიცა თანა ნადებისა შენისა, რომ ...
იხილეთ სრულად
რად შფოთდები, საყვარელო ძმაო, ცილისწამებისათვის შენზედა წყალობით ღმრთისაგან მოვლინებულისა, რად არ შეიწყნარებ ამ დიდებულს ჯილდოს მაცხოვრის მარჯვენიაგან განჩინებულს, რამ დაგავიწყა გზა წმიდანებისა და ვალიცა თანა ნადებისა შენისა, რომ მრავალთა შენთა ცოდვათათვის გერგოს ეს ცილისწამება, რათა ესრეთი იმართლო დასჯა გექმნას განსაკურნებელ შენთა შეცოდებათა და უფროსად დამაგვირგვინებელიცა. რამ დაგავიწყა სიტყვა მაცხოვარისა: "რომელითა განიკითხოთ, მითვე განიკითხნეთ...
ვერ ვუგებთ ადამიანები ერთმანეთს სიყვარულში, არამედ შევლახეთ, გავაუფასურეთ სიბრძნე ჩვენი და ერთმანეთისა აღარ გვესმის, სავსებით დავკარგეთ გონი, მცირედიც რომ ვიტვირთოთ მოყვასისა მისი მწუხარების ჟამს, როგორც კი გონს მოეგება და იხილავს...
იხილეთ სრულად
ვერ ვუგებთ ადამიანები ერთმანეთს სიყვარულში, არამედ შევლახეთ, გავაუფასურეთ სიბრძნე ჩვენი და ერთმანეთისა აღარ გვესმის, სავსებით დავკარგეთ გონი, მცირედიც რომ ვიტვირთოთ მოყვასისა მისი მწუხარების ჟამს, როგორც კი გონს მოეგება და იხილავს ჩვენს ერთგულებას მისი განსაცდელისას, სულს დასდებს ჩვენთვის. ასეთია ძალა სიკეთისა.
სიყვარული - ეს უპიველესი და მთავარი გრძნობაა, რითაც უნდა აღიბეჭდოს ჩვენი ყოველგვარი დამოკიდებულება უფლისადმი; მაგრამ ცივი, არაფრით გამოხატული სიყვარული, სხვა არაფერია, თუ არა ცარიელი მოჩვენება, უსიცოცხლო გამოსახულება, ცეცხლის ფერწ...
იხილეთ სრულად
სიყვარული - ეს უპიველესი და მთავარი გრძნობაა, რითაც უნდა აღიბეჭდოს ჩვენი ყოველგვარი დამოკიდებულება უფლისადმი; მაგრამ ცივი, არაფრით გამოხატული სიყვარული, სხვა არაფერია, თუ არა ცარიელი მოჩვენება, უსიცოცხლო გამოსახულება, ცეცხლის ფერწერული გამოსახულების მსგავსი, რომელიც ფერთა სიმკვეთრის მიუხედავად, არც ანათებს, არც ათბობს. ვინაიდან, თუკი რწმენა, მოციქულის მოწმობით, “საქმეთა გარეშე მკვდარია” (იაკ. 2, 29), მაშ, როგორ შეიძლება არსებობდეს საქმეთა გარეშე ...
სიყვარული კეთილისა და ბოროტის გარჩევაზე მაღლა დგას. მოვალეობა დაუცხრომელი გამორჩევაა სიკეთისა და ბოროტებისა.
ღრუბლებიდან ჩამოუღვრელი წვიმა ჯერ კიდევ არაა სუფთა და ჭუჭყიან წყლებად დაყოფილი. მხოლოდ მდინარესა და ნაკადულებში ჩად...
იხილეთ სრულად
სიყვარული კეთილისა და ბოროტის გარჩევაზე მაღლა დგას. მოვალეობა დაუცხრომელი გამორჩევაა სიკეთისა და ბოროტებისა.
ღრუბლებიდან ჩამოუღვრელი წვიმა ჯერ კიდევ არაა სუფთა და ჭუჭყიან წყლებად დაყოფილი. მხოლოდ მდინარესა და ნაკადულებში ჩადენილი წვეთები გადაიქცევიან სუფთა და ჭუჭყიან წყლებად. ასევეა სიყვარულიც, დაცემის შემდეგ ყველაფერს სიკეთედ და ბოროტებად ყოფს და ყველაფერს მოვალეობის საზომით აფასებს.
ცოდვა სიყვარულს გამოდევნის მშობლიური სახლიდან და მოვალეობა უცხ...
სიყვარულის განმგდებელი უკურნებელს წყლულებაში არის. კურნება სათნოებით იქმნება; თვინიერ სათნოებისა სული არ განიკურნება, და ეს ზემო დამტკიცდა - თვინიერ სიყვარულისა ყოველი სათნოება უხმარი არის; სათნოებით აღვსილის პავლესაგან გესმის: „უ...
იხილეთ სრულად
სიყვარულის განმგდებელი უკურნებელს წყლულებაში არის. კურნება სათნოებით იქმნება; თვინიერ სათნოებისა სული არ განიკურნება, და ეს ზემო დამტკიცდა - თვინიერ სიყვარულისა ყოველი სათნოება უხმარი არის; სათნოებით აღვსილის პავლესაგან გესმის: „უკეთუ სიყვარული არა მაქუნდეს, არა რავე ვარ”. შენ სიყვარული არა გაქუს, და რადგან სიყვარული არა გაქუს, ყოველი სათნოება შენ შორის უხმარი არის, და რით უნდა განიკურნო სულის წყლულებისაგან?