სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები
სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
განა ძუნწი ციებ-ცხელებით დაავადებულს არ ჰგავს, რომელიც ყველაზე ულმობელი წყურვილით ითანგება, თუმცა, შეიძლება წყალს სათავიდანაც კი ხაპავდეს.
ჰოი მაგინებელთა, ოდეს განცოფეულ იყონ, და ჰყეფდენ, ვითარცა ძაღლნი შემავალთა მპარავთა და უღრენდეს ზედასაზედა მოყვასთა თვისთა, რაჟამს მირბიოდეს მაგინებელი მწვირესა შინა განსაბანელად, ვითარცა კამბეჩი, გინა ღორი, რომელთა ჰგონიეს განბან... იხილეთ სრულად
ჰოი, სიცოფე მაგინებელთა! რაისათვის განეშორებიან მადლისაგან საღმრთოისა? არა უწყიან გინება ბოროტი უკეთუ მოითმინა კაცმან, მსგავსება აქვს წინასწარმეტყველისა დავითისი, ოდეს იგი ივლტოდა აბესალომისაგან და წინა მოეგობოდა სემია დ აგინებდა ... იხილეთ სრულად
აწ ესე ვსთქუათ, თუ რომლისა საქმით შეხუდება კაცს და შეემთხვევა ენათა ბაგით ბოროტის ზრახვა. პირველად სიყრმის უგუნურებისაგან, ვითარცა პავლე იტყვის: "ოდეს ვიყავ ყრმა, ვიტყოდი ვითარცა ყრმა; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაცი, დაუტევე სიყრმისა ი... იხილეთ სრულად
როდესაც ძუნწი თავადაა საკუთარი თავის მტერი, მაშინ განა შეიძლება იყოს ვინმესთვის კეთილი და სასარგებლო?
თ. 14-5
ჭაში წყლის ამოხაპვის შემდეგ დგება უკეთესი წყალი; და თუ ჭა მიშვებულია, მაშინ მასში წყალი ყროლდება; სიმდიდრის დაგროვებაც უსარგებლოა; მისი გაღება და ხელიდან ხელში გადაცემა კი საყოველთაოდ სასარგებლო და ნაყოფიერია.
სიწმიდე, უზაკველობა, უვნებობა, ყოველგვარი ბოროტისაგან განშორებაა სწორედ ღმრთაება. და თუკი ყოველივე ეს უკვე არის შენი არსების კუთვნილება, მაშინ უეჭველია, რომ შენში ღმერთი დამკვიდრებულა და განიხარებს.
სიწმიდე მარტო ბოროტების უქონლობას არ ნიშნავს, იგი ცოდვისაგან გამიჯნული უმაღლესი სულიერი ფასეულობაა. სიწმინდე სინათლეა, ღვთაებრივი სიწმინდე კი უსპეტაკესი ნათელი.
ადამიანებთან დამოკიდებულებაში: ა) სნეული უნდა ფრთხილობდეს, რომ მშობლები, ნაცნობები, ექიმები, მომსახურენი არ შეურაცხყოს მოუთმენლობით, დრტვინვით, სიჯიუტით, ჩივილებით, სიანჩხლით. ბ)პირიქით, მართებს მოთმინება, სიმშვიდე, მ... იხილეთ სრულად