ყოველი გასაჭირი, რომელიც გვაქვს, ადამიანთაგან იქნება იგი, დემონთა თუ ჩვენივე ბუნებისაგან, ფარულად ყოველთვის შეიცავს შესაბამის შენაძენს. და ვინც სულგრძელებით ითმენს, იღებს საზღაურს - აქ დაწინდვას, იქ კი აღსრულებას.
ოროეაც ქრისტეანი ჯვარს უყურებს ძირს დაყვანილს, მაშინ მან უნდა წარმოიდგინოს სხვადასხვა გვარისა და სახის უფლის დამცირებანი, სახელდობრ: ზეციური ტახტის დატოვება და ქვეყნად მოსვლა, ქალწული მარიამისაგან მუცლადღება, შობა და ბაგად მიწვენა...
იხილეთ სრულად
ოროეაც ქრისტეანი ჯვარს უყურებს ძირს დაყვანილს, მაშინ მან უნდა წარმოიდგინოს სხვადასხვა გვარისა და სახის უფლის დამცირებანი, სახელდობრ: ზეციური ტახტის დატოვება და ქვეყნად მოსვლა, ქალწული მარიამისაგან მუცლადღება, შობა და ბაგად მიწვენა, წინადაცვეთა, იროდი მეფის დევნის გამო ეგვიპტედ ლტოლვა, 30 წლის განმავლობაში უამბოდ ყოფნა, ისე რომ, ნაზარეთმა არაფერი მის შესახებ არ იცოდა; იოანესაგან მდ. იორდანეში ნათლისღება, ეშმაკისაგან გამოცდა, მისი მოწაფის და მოციქუ...
ღვთისაკენ სწრაფვა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს სიყვარულს ადამიანისადმი. პირიქით, სწორედ ადამიანისადმი სიყვარულია მასწავლებელი ღვთის საიყვარულისა, განმსაზღვრელია იმისა, თუ რამდენად ძლიერად გვიყვარს ღმერთი. ამის მანიშნებელია ჯვრის ...
იხილეთ სრულად
ღვთისაკენ სწრაფვა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს სიყვარულს ადამიანისადმი. პირიქით, სწორედ ადამიანისადმი სიყვარულია მასწავლებელი ღვთის საიყვარულისა, განმსაზღვრელია იმისა, თუ რამდენად ძლიერად გვიყვარს ღმერთი. ამის მანიშნებელია ჯვრის ორი ურთიერთგადამკვეთი ღერძი: ჰორიზონტალური გამომხატველია ადამიანისადმი სიყვარულისა - უნდა ვისწრაფოდეთ, რომ თავგანწირული სიყვარულით გვიყვარდეს ადამიანი; ხოლო ვერტიკალური ღერძი მანიშნებელია თავგანწირული სწრაფვისა ღვთისაკენ...
დაკვირვება ცხადყოფს, რომ რწმენა სულის უკვდავებისა და რწმენა ღვთისა შინაგანად ყოველთვის იმდენად განუყოფელნი არიან, რომ პირველი მათგანის სიმძაფრეს მეორის ხარისხი განაპირობებს. რომელ ადამიანშიც მეტად ცოცხლობს ღვთისადმი რწმენა, მას მი...
იხილეთ სრულად
დაკვირვება ცხადყოფს, რომ რწმენა სულის უკვდავებისა და რწმენა ღვთისა შინაგანად ყოველთვის იმდენად განუყოფელნი არიან, რომ პირველი მათგანის სიმძაფრეს მეორის ხარისხი განაპირობებს. რომელ ადამიანშიც მეტად ცოცხლობს ღვთისადმი რწმენა, მას მით უფრო მყარად და შეუორგულებლად სჯერა სულის უკვდავებისა და პირიქით, რაც უფრო სუსტია და უსიცოცხლო რწმენა ღვთისა, მით უფრო მეტი ორჭოფობითა და ყოყმანით მიეახლება ადამიანი სულის უკვდავების ჭეშმარიტებას. ხოლო, ვინც საერთოდ დაკ...
იმისათვის, რათა მოღვაწემ დაიცვას სულიერი და ხორციელი უმანკოება, წმინდა აზრებს მეტი სულიერი ძალა აქვს, ვიდრე სხვარიგ მოღვაწეობას - მარხვას, მღვიძარებას და ა.შ.
ჯვარზე ძლიერი არაფერია, რა თქმა უნდა, ზედ ქრისტე რომ არის გაკრული, ამიტომ. ნათლობის ჯვარზე ძვირფასი ჯვარი არ არსებობს, ის თქვენს სახელზეა ნაკურთხი და სხვას არ მისცეთ. არ შეიძლება ჯვარი ერთი წამითაც რომ მოიხსნათ. ზოგი იტყვის, როდეს...
იხილეთ სრულად
ჯვარზე ძლიერი არაფერია, რა თქმა უნდა, ზედ ქრისტე რომ არის გაკრული, ამიტომ. ნათლობის ჯვარზე ძვირფასი ჯვარი არ არსებობს, ის თქვენს სახელზეა ნაკურთხი და სხვას არ მისცეთ. არ შეიძლება ჯვარი ერთი წამითაც რომ მოიხსნათ. ზოგი იტყვის, როდესაც აბანოში ვარ და ჭუჭყიანი წყალი ესხმება ჯვარს, რა ვქნათო. არც მაშინ მოიხსნათ, რადგან ჯვარი წმენდს იმ წყალს. ჯვრის გარეშე შეიძლება ბოროტი დაგეტაკოთ. არც ცოლ-ქმრული ურთიერთობის დროს მოიხსნათ ჯვარი.
ჯვირას ან დღესასწაულებზ...
ჯვარის ამაღლება ჩვენ მოგვაგონებს უფლის მთელ ცხოვრებას. მაგრამ ამასთან ერთად ჯვარის ამაღლებით ისიც გამოიხატება, რაც უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში. ასე, საყვარელნო, ჩვენც გველის დიდება, მსგავსი იმისა, რომელშიც შევიდა უფალი და მაცხოარ...
იხილეთ სრულად
ჯვარის ამაღლება ჩვენ მოგვაგონებს უფლის მთელ ცხოვრებას. მაგრამ ამასთან ერთად ჯვარის ამაღლებით ისიც გამოიხატება, რაც უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში. ასე, საყვარელნო, ჩვენც გველის დიდება, მსგავსი იმისა, რომელშიც შევიდა უფალი და მაცხოარი ჩვენი. მაგრამ ის გზაც მოგველის ამ დიდების მისაღწევად, რომელიც მან თვით განიცადა, - გზა ჯვარისა და თავგანწირულებისა, გზა სიმშვიდისა და მოთმინებისა სიკვდილის დღემდე.
ჯვარის ამაღლების დროს უნდა გვახსოვდეს, რომ საჭიროა აღმ...
იმისათვის, რომ გულმა და გონებამ უმანკოება მოიპოვოს, ადამიანმა არ უნდა შეიწყნაროს მზაკვრული აზრები და ამასთან ერთად თვითონაც არ უნდა აზროვნებდეს მზაკვრულად. მან ყველაფერი უბრალოდ და თავმდაბლობით უნდა აკეთოს, თან მოშურნეობით უნდა იღ...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ გულმა და გონებამ უმანკოება მოიპოვოს, ადამიანმა არ უნდა შეიწყნაროს მზაკვრული აზრები და ამასთან ერთად თვითონაც არ უნდა აზროვნებდეს მზაკვრულად. მან ყველაფერი უბრალოდ და თავმდაბლობით უნდა აკეთოს, თან მოშურნეობით უნდა იღვაწოს.
ვინ სძლია ხორცს? მან, ვინც გული შეიმუსრა. და ვინ შეიმუსრა გული? მან, ვინც უარყო საკუთარი თავი.
რადგან, როგორ არ ექნება გულის შემუსვრილება მას, ვინც თავისი ნება მოაკვდინა.
მათ, რომელთაც მისი მოწაფეობა სურთ, მაცხოვარი სამ პირობას უყენებს: თავისი თავის უარყოფა, საკუთარი ჯვარის აღება და მისი შედგომა. სოფლის მოყვარეს ეწყინება კიდეც, როცა პირველ პირობას მოისმენს, მაგრამ ვისაც ქრისტეს მიმდევრობა სურს, იგი...
იხილეთ სრულად
მათ, რომელთაც მისი მოწაფეობა სურთ, მაცხოვარი სამ პირობას უყენებს: თავისი თავის უარყოფა, საკუთარი ჯვარის აღება და მისი შედგომა. სოფლის მოყვარეს ეწყინება კიდეც, როცა პირველ პირობას მოისმენს, მაგრამ ვისაც ქრისტეს მიმდევრობა სურს, იგი აუცილებლად უნდა შეასრულოს. ამ პირობის შესრულების გარეშე, თუნდაც ამქვეყნიური, არცერთი კეთილი და სასარგებლო საქმე არ აღესრულება.