მოყვასი უნდა გვიყვარდეს ისე, რომ მისთვის გვემეტებოდეს ყველაფერი, რაც ჩვენთვის გვინდა; მას უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ჩვენ გვსურს, რომ სხვანი გვექცეოდნენ.
იესო ქრისტესმიერი სიყვარული არ არის ზოგადი სიყვარული ხალხისა, არამედ, უწინარეს ყოვლისა, ეს არის სიყვარული შენს გვერდით მდგომი გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანისა, რომელსაც შენი თანადგომა სჭირდება.
თუ ღმერთმა ადამის ცოდვილი შვილნი ისე შეიყვარა, რომ ჩვენს გამო თავი დადო, ჩვენ მითუმეტეს გვმართებს მოძმის სიყვარული, მიუხედავად მისი ღირსებებისა და ნაკლოვანებებისა. ამას გვასწავლის სახარება. გავიხსენოთ თუნდაც ის ადგილი, სადაც საუბა...
იხილეთ სრულად
თუ ღმერთმა ადამის ცოდვილი შვილნი ისე შეიყვარა, რომ ჩვენს გამო თავი დადო, ჩვენ მითუმეტეს გვმართებს მოძმის სიყვარული, მიუხედავად მისი ღირსებებისა და ნაკლოვანებებისა. ამას გვასწავლის სახარება. გავიხსენოთ თუნდაც ის ადგილი, სადაც საუბარია კეთილ სამარიტელზე, რომელმაც ყოველგვარი რელიგიური მოვალეობის გარეშე დახმარება გაუწია ავაზაკის მიერ გაძარცულ და ნაგვემ სხვა სარწმუნოების ადამიანს, რადგან ამ კაცის მძიმე მდგომარეობა თავისთავად განაპირობებდა მასზე ზრუნვი...
ღვთის სიტყვის განხორციელებით ჩვენ გაგვეხსნა განღმრთობის გზა, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობაც დაგვეკისრა, რადგან სრული ადამიანური და ღვთაებრივი ბუნების შეერთება იესო ქრისტეში იყო კაცთა მოდგმის გადარჩენისთვის გაღებული უდიდესი მსხვერ...
იხილეთ სრულად
ღვთის სიტყვის განხორციელებით ჩვენ გაგვეხსნა განღმრთობის გზა, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობაც დაგვეკისრა, რადგან სრული ადამიანური და ღვთაებრივი ბუნების შეერთება იესო ქრისტეში იყო კაცთა მოდგმის გადარჩენისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლი.
ნება ღვთისა არის ის, რომ მშვიდობა და სათნოება სუფევდეს არა მხოლოდ ღმერთსა და კაცს შორის, არამედ კაცთა შორისაც, რადგანაც არ შეიძლება იყო ღვთის ერთგული და ამავე დროს - ადამიანის მტერი, არ შეიძლება იყო ღვთისმოსავი და ამავე დროს - კაც...
იხილეთ სრულად
ნება ღვთისა არის ის, რომ მშვიდობა და სათნოება სუფევდეს არა მხოლოდ ღმერთსა და კაცს შორის, არამედ კაცთა შორისაც, რადგანაც არ შეიძლება იყო ღვთის ერთგული და ამავე დროს - ადამიანის მტერი, არ შეიძლება იყო ღვთისმოსავი და ამავე დროს - კაცთმოძულე.
თუ გვინდა წინსვლა, უნდა ვიცოდეთ, რა სურს ჩვენგან უფალს, როგორია მისი მაღალი ნება. მთავარია, არ დავუპირისპირდეთ განმწმედელ და გადამრჩენელ სურვილს უფლისას; ყოველივე მივიღოთ სიმშვიდით და მუდამ ვმადლობდეთ მას.