წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
5. განუსჯელი გულისწყრომა, უგუნური გულისთქმა, წინდაუხედავი ოცნება არის დემონებში არსებული ბოროტება, ამბობს ნეტარი დიონისე, მაგრამ განუსჯელობა, უგუნურება და წინდაუხედაობა გონიერ ქმნილებებში განსჯის უნარის, გონიერებისა და წინდახედულობის დაკარგვის შედეგია. რაიმეს დაკარგვა კი მხოლოდ მისი ქონების და ფლობის შემდეგ შეიძლება. მაშასადამე, იყო დრო, როცა მათში განსჯის უნარიც, გონიერებაცა და მოკრძალებული წინდახედულებაც სუფევდა. თუკი ეს ასეა, მაშინ დემონები თავისი ბუნებით არ ყოფილან ბოროტნი; მაგრამ ბუნებრივი ძალების ბოროტად გამოყენების შედეგად ისინი ბოროტნი გახდნენ.
4. ბოროტებაა არა საკვები, არამედ ნაყროვანება, არა შვილიერება, არამედ სიძვა, არა ფული, არამედ ვერცხლისმოყვარეობა, არა დიდება, არამედ პატივმოყვარეობა. და როცა ეს ასეა, მაშინ არაფერია ბოროტი, გარდა ბოროტად გამოყენებისა, რაც ბუნების (სულიერი ძალები და მათი კეთილად წარმართვა) მოქმედების საკითხში გონების დაუდევრობით გამოიხატება.
3. ცოდვები სულიერ ძალთა ე.ი. გონების, გულისთქმისა და გულისწყრომის არასწორი გამოყენების შედეგად შეგვემთხვევა. გონების ძალის არასწორი გამოყენებაა: უვიცობა და განუსჯელობა, გულისწყრომისა და გულისთქმის ძალთა - სიძულვილი და თავშეუკავებლობა. მათი კეთილი გამოყენებაა: ცოდნა, კეთილგონიერება, სიყვარული და უბიწოება. ამგვარ ვითარებაში ღვთისაგან ქმნილთა და არსებულთა შორის არაფერია ბოროტი.
2. "განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლა". ‘ტაბლა" აქ ქმედით სათნოებას აღნიშნავს, რამეთუ ის იესო ქრისტეს მიერ ჩვენს მაჭირვებელთა წინააღმდეგაა განმზადებული; "ზეთით" გაპოხილი გონება ქმნილებათა ჭვრეტას აღნიშნავს; "სასმელი" ღვთისა - ღვთის შემეცნებას; "წყალობა" მისი არის სიტყვა ღვთისა და ღმერთი, რამეთუ ის თავისი განკაცებით ჩვენთანაა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა, ვიდრე არ მოიძიებს ყველა საცხონებელს ისე, როგორც პავლე მოიძია. "სახლი" აღნიშნავს სასუფეველს, რომელშიც მკვიდრობს ყველა წმიდანი; "დღეთა განგრძობა" არის საუკუნო ცხოვრება (ფს 22,5,6).
97. წმინდა გონება უმწიკვლოდ უცქერის საგნებს, მოზომილად წარმოთქმული სიტყვა ნანახს ისე გადმოცემს, თითქოს სხვისი თვალით უცქერდეს, ხოლო მახვილი ყურთასმენა კარგად გაიგონებს ნათქვამს. სამივე ამ თვისების არმქონე კი მთქმელს გაკიცხავს.
თემა: გონება, სიწმინდე, უბიწოება, უმანკოებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ