გზა განწმედისა და განთავისუფლებისა რთულია და ძნელი. ბოროტის დათრგუნვა - ცოდვის საკვრელთაგან თავის დახსნა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ძალების უკიდურესი დაძაბვით. ამ დროს პიროვნებამ სრულად უნდა გამოავლინოს უფლის მიერ მიმადლებული ნიჭი,...
იხილეთ სრულად
გზა განწმედისა და განთავისუფლებისა რთულია და ძნელი. ბოროტის დათრგუნვა - ცოდვის საკვრელთაგან თავის დახსნა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ძალების უკიდურესი დაძაბვით. ამ დროს პიროვნებამ სრულად უნდა გამოავლინოს უფლის მიერ მიმადლებული ნიჭი, რითაც თითოეული ჩვენგანი არის დაჯილდოებული. მშვენივრად ამბობს ფილოსოფოსი ნიკოლოზ ბერდიაევი: "მხოლოდ საკუთარი თავისგან განთავისუფლებულმა ადამიანმა შეიძლება დაიბრუნოს თავისი თავი". უნდა როგორმე მოვიხსნათ ჩვენი ამპარტავნები...
"შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ" (მათე 3,2), - ბრძანებს წმიდა წერილი. მოწოდება სინანულისკენ ამავე დროს არის მოწოდება ნამდვილი სიხარულისა და ნეტარებისკენ, ჭეშმარიტი თავისუფლებისაკენ.
ადამიანში უნდა გაჩნდეს სულიერი განწმენდის მძაფრი სურვილი, გამოწვეული შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილებით და არა შიშის მიზეზით, ანდა ჯილდოს იმედით. თუ ჩვენს მოქმედებას ჯილდო ან სასჯელი განსაზღვრავს, ეს მეტყველებს ზნეობის დაბალ დონეზე...
იხილეთ სრულად
ადამიანში უნდა გაჩნდეს სულიერი განწმენდის მძაფრი სურვილი, გამოწვეული შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილებით და არა შიშის მიზეზით, ანდა ჯილდოს იმედით. თუ ჩვენს მოქმედებას ჯილდო ან სასჯელი განსაზღვრავს, ეს მეტყველებს ზნეობის დაბალ დონეზე.
საუკუნეთა მანძილზე ქართველ ხალხს თუმცა მრავალი განსაცდელი შეხვდა, მაგრამ ღვთის მფარველობას, ღვთის მარჯვენის გადამრჩენელ და განმამტკიცებელ ძალას მუდამ ვგრძნობდით. განსაცდელმა კიდევ უფრო ღრმად დაგვაფიქრა და სხვა კუთხით დაგვანახა ცხო...
იხილეთ სრულად
საუკუნეთა მანძილზე ქართველ ხალხს თუმცა მრავალი განსაცდელი შეხვდა, მაგრამ ღვთის მფარველობას, ღვთის მარჯვენის გადამრჩენელ და განმამტკიცებელ ძალას მუდამ ვგრძნობდით. განსაცდელმა კიდევ უფრო ღრმად დაგვაფიქრა და სხვა კუთხით დაგვანახა ცხოვრება, სამყარო; კიდევ უფრო ფართოდ გაგვიხსნა გული, გააფაქიზა ჩვენი გრძნობები, მოგვცა ნიჭი სხვისი მწუხარებისა და სიხარულის გაზიარებისა.მადლობა ღმერთს, ღვთის რწმენა და სულის სიმტკიცე არასოდეს დაგვიკარგავს. "განახვენით ბჭენი...
უფალი ბრძანებს: "ნუ იამაყებს ბრძენი სიბრძნითა თვისითა, ნუ იამაყებს ძლიერი ძლიერებითა თვისითა და ნუ იამაყებს მდიდარი სიმდიდრითა თვისითა, არამედ ამით იამაყე მოქადულო, რომ გულისხმა-მყოფ და მიცნობ მე, რამეთუ მე ვარ უფალი მოქმედი წყ...
იხილეთ სრულად
უფალი ბრძანებს:"ნუ იამაყებს ბრძენი სიბრძნითა თვისითა, ნუ იამაყებს ძლიერი ძლიერებითა თვისითა და ნუ იამაყებს მდიდარი სიმდიდრითა თვისითა, არამედ ამით იამაყე მოქადულო, რომ გულისხმა-მყოფ და მიცნობ მე, რამეთუ მე ვარ უფალი მოქმედი წყალობისა, მსჯავრისა და სიმართლისა ქვეყანასა ზედა" (იერემია IX,23-24).
ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელია ენა ქართული, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისეთივე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია მთელი საქართველო... გაზაფხულზე აყვავებული პირველი ვარდივით მშვენიერია ...
იხილეთ სრულად
ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელია ენა ქართული, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისეთივე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია მთელი საქართველო... გაზაფხულზე აყვავებული პირველი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლად ამოსული მზის ცხოველსმყოფელი სხივივით საამო, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვით დავით აღმაშენებლის ხმალი, ძლიერია როგორც სვეტიცხოველი და ნაზი, ...