ღმერთი ყოველივეს აღავსებს და ამასთან ყველაფრის მიღმა ჰგიებს. ღმერთი მთლიანად არის ყველგან, სრულიად ყოველივეში, თანაბრად დიდსა თუ მცირეში და მთლიანადვე აღმატებულად ყოველივეზე.
ღმერთი ყოველივეს განმსჭვალავს, თვითონ კი, ამავე დროს, არაფერს არ აღერევა. ღმერთს ვერაფერი განმსჭვალავს. ყოველივე ღმერთმა თავისი მარტივი ცოდნით იცის და ყველაფერსვე მარტივად სჭვრეტს თავისი ღვთაებრივი და უხორცო თვალით - აწმყოსაც, წარ...
იხილეთ სრულად
ღმერთი ყოველივეს განმსჭვალავს, თვითონ კი, ამავე დროს, არაფერს არ აღერევა. ღმერთს ვერაფერი განმსჭვალავს. ყოველივე ღმერთმა თავისი მარტივი ცოდნით იცის და ყველაფერსვე მარტივად სჭვრეტს თავისი ღვთაებრივი და უხორცო თვალით - აწმყოსაც, წარსულსაც და მომავალსაც და სჭვრეტს უწინარეს მათი ყოფისა. ღმერთის ბუნება უცოდველია, თვითონ კი ცოდვათა მომტევებელი და ყოველთა მაცხოვნებელია. რასაც კი ინებებს, ღმერთი ყოველივეს იქმს, რამეთუ მას ყველაფერი ძალუძს. მაგრამ უნდა ვი...
ღმერთი ყოვლადძლიერია, მაგრამ მას სურს, რომ ჩვენ ჩვენი სულის ღმერთად ის ნებაყოფლობით მივიღოთ. ეს კი ჩვენთვის ნიშნავს შეუჩერებელ ბრძოლას დემონთან და ქვეყანასთან, რათა ჩვენი გარჯის შემხედვარე უფალმა მოხედოს ჩვენს ბრძოლას, როგორც ადგი...
იხილეთ სრულად
ღმერთი ყოვლადძლიერია, მაგრამ მას სურს, რომ ჩვენ ჩვენი სულის ღმერთად ის ნებაყოფლობით მივიღოთ. ეს კი ჩვენთვის ნიშნავს შეუჩერებელ ბრძოლას დემონთან და ქვეყანასთან, რათა ჩვენი გარჯის შემხედვარე უფალმა მოხედოს ჩვენს ბრძოლას, როგორც ადგილს თავისი განსვენებისა.
ღმერთი ჩვენში სულიწმიდის მიერ შემოსახლდება და მკვიდრდება. საერთოდ, არ არსებობს არანაირი საბოძვარი საღმრთო მადლისა, რომელიც სულიწმიდის გარეშე იქნებოდა გარდამოვლენილი ჩვენზე.
ღმერთმა ადამიანს დედამიწაზე დაბადება და სიკვდილი განუჩინა, ხოლო ცათა შინა ყოველმხრივი სრულყოფილება და უცვალებელი არსებობა. ყოველივე, რაც კი არსებობს, ღმერთმა ადამიანისა და მისი უკვდავი სულისათვის შექმნა. უზენაესმა შემოქმედმა, რომე...
იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანს დედამიწაზე დაბადება და სიკვდილი განუჩინა, ხოლო ცათა შინა ყოველმხრივი სრულყოფილება და უცვალებელი არსებობა. ყოველივე, რაც კი არსებობს, ღმერთმა ადამიანისა და მისი უკვდავი სულისათვის შექმნა. უზენაესმა შემოქმედმა, რომელიც თავისთვის არანაირ სიკეთეს არ საჭიროებს და ყოველივეთი სრულყოფილია, ადამიანისათვის განამზადა ცანი, დედამიწა და ბუნებრივი მოვლენები, ხოლო მათი მეშვეობით ყოველგვარი სიკეთე მოანიჭა მას.
ღმერთმან ცხოველმან, რომელ არს შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, და რომელი იგი მოვიდა ზეცით ქუეყანად ხსნისათვის ნათესავისა კაცთასა და სიკუდილითა თვისითა აღგუადგინნა და უკუდავება მოგვანიჭა, მან უკუე დასცნა და დაამდაბლნა იგინი.
ღმერთმა, რომელმაც თავისი ძლევამოსილი სიტყვით ყოფიერებისკენ მოუწოდა ყველაფერს, რაც კი არსებობს, პასუხისმგებლობა აიღო თავის შემოქმედებით აქტზე, თავის გადაწყვეტილებაზე - შეექმნა სამყარო და მიეცა მისთვის თვითგანსაზღვრის თავისუფლება. ...
იხილეთ სრულად
ღმერთმა, რომელმაც თავისი ძლევამოსილი სიტყვით ყოფიერებისკენ მოუწოდა ყველაფერს, რაც კი არსებობს, პასუხისმგებლობა აიღო თავის შემოქმედებით აქტზე, თავის გადაწყვეტილებაზე - შეექმნა სამყარო და მიეცა მისთვის თვითგანსაზღვრის თავისუფლება. ღმერთმა პასუხისმგებლობა აიღო იმით, რომ ისტორიის რომელიღაც მომენტში, იმ პირველ დღეებში, საიდანაც ქრისტიანული ერა, ქრისტიანული პერიოდი იწყება, თვით ღმერთი იქცა ადამიანად და ისე, რომ ბოროტებას არ შეხებია, ცხოვრობდა და მოქმე...
ღმერთს არასდროს არაფერში ძალადობა არ გამოუყენებია თავისი ქმნილების მიმართ და ყოველთვის შეგონება-დამოძღვრით, დარწმუნებით მოქმედებდა და მოქმედებს. ძველი მონობის აღმოფხვრის შედეგად (როცა უფალმა იესო ქრისტემ გაგვათავისუფლა ეშმაკის, ცო...
იხილეთ სრულად
ღმერთს არასდროს არაფერში ძალადობა არ გამოუყენებია თავისი ქმნილების მიმართ და ყოველთვის შეგონება-დამოძღვრით, დარწმუნებით მოქმედებდა და მოქმედებს. ძველი მონობის აღმოფხვრის შედეგად (როცა უფალმა იესო ქრისტემ გაგვათავისუფლა ეშმაკის, ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისაგან), აწ თავისუფლების ჟამი დაგვიდგა და ადამიანისათვის დროულიც და მაცხოვნებელიც იყო იმის უწყება, რომ იგი თავისუფალი ნების მქონე გონიერ არსებად არის ღმერთის მიერ შექმნილი.
ღმერთს ვუყვარვართ უფრო მეტად, ვიდრე ეს მამას, დედას, მეგობარს ან სხვა ვინმეს ძალუძს. მეტიც, მას უფრო მეტად ვუყვარვართ, ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს. საკუთარ დიდებაზე მეტად ჩვენს გადარჩენაზე ზრუნავს. ამის დადასტურებაა ამა სოფლად ტა...
იხილეთ სრულად
ღმერთს ვუყვარვართ უფრო მეტად, ვიდრე ეს მამას, დედას, მეგობარს ან სხვა ვინმეს ძალუძს. მეტიც, მას უფრო მეტად ვუყვარვართ, ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს. საკუთარ დიდებაზე მეტად ჩვენს გადარჩენაზე ზრუნავს. ამის დადასტურებაა ამა სოფლად ტანჯვისა და სიკვდილისთვის (კაცობრივი სხეულით) თავისი მხოლოდშობილი ძის გამოგზავნა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთვის ხსნისა და მარადიული ცხოვრებისაკენ მიმავალი გზა ეჩვენებინა".
ღმერთს თავისი წინამსწრობელი ნებით, სურს ჩვენგან კეთილი საქმეები მიიღოს და სწავლობს კიდეც მათ თავისმიერი შეწევნით. ხოლო ბოროტი საქმეები მას არ სურს ჩვენგან, არც თავისი წინამსწრობელი ნებით და არც თავისი შემდგომი ნებელობით. მაგრამ ღმ...
იხილეთ სრულად
ღმერთს თავისი წინამსწრობელი ნებით, სურს ჩვენგან კეთილი საქმეები მიიღოს და სწავლობს კიდეც მათ თავისმიერი შეწევნით. ხოლო ბოროტი საქმეები მას არ სურს ჩვენგან, არც თავისი წინამსწრობელი ნებით და არც თავისი შემდგომი ნებელობით. მაგრამ ღმერთი მიუშვებს ხოლმე ჩვენს თავისუფალ ნებას ბოროტის საქმნელადაც, რამეთუ იძულებით რაიმეს მოქმედება არც სათნოებად შეგვერაცხება და არც გონიერ საქმედ.