დიდი საშინელი ცოდვა არის, ძმაო ჩემო, ზარმაცობა ანუ ცუდად დროების დაკარგვა. ღმერთმან შექმნა კაცი შრომისა და მუშაკობისათვის. საღმრთო წერილში თქმულ არს: ვინც არ მუშაკობს, იმან პური არ უნდა სჭამოსო. მართლა, ვინც არ მუშაკობს, იგი არ არ...
იხილეთ სრულად
დიდი საშინელი ცოდვა არის, ძმაო ჩემო, ზარმაცობა ანუ ცუდად დროების დაკარგვა. ღმერთმან შექმნა კაცი შრომისა და მუშაკობისათვის. საღმრთო წერილში თქმულ არს: ვინც არ მუშაკობს, იმან პური არ უნდა სჭამოსო. მართლა, ვინც არ მუშაკობს, იგი არ არის ღირსი, რომ სჭამოს პური, მისთვის რომელ ყოველმან კაცმან თავის ხელით უნდა შეიძინოს თავისი საზრდო. მაშასადამე, ვინც არ მუშაკობს, იგი სჭამს სხვის ნამუშაკევს და მით დაემზგავსება ქურდსა.
უქმობა არის საშინელი ცოდვა. უქმი კაცი უადვილესად შთავარდება ყოველსა ცოდვასა შინა, ვიდრე კაცი შრომისმოყვარე. მოხუცებულნი და გამოცდილნი კაცნი ესრეთ იტყვიან: უქმობა არის დედა ყოველთა ცოდვათაო. რა სახით? ესრედ, რომელ კაცი, რომელიც ყოვ...
იხილეთ სრულად
უქმობა არის საშინელი ცოდვა. უქმი კაცი უადვილესად შთავარდება ყოველსა ცოდვასა შინა, ვიდრე კაცი შრომისმოყვარე. მოხუცებულნი და გამოცდილნი კაცნი ესრეთ იტყვიან: უქმობა არის დედა ყოველთა ცოდვათაო. რა სახით? ესრედ, რომელ კაცი, რომელიც ყოველთვის არის გაბმული საქმეში, ყოველ დღე შრომობს, მუშაკობს და არაოდეს აქვს მოცალება, ესრეთი კაცი ვერც მოიფიქრებს რომელსამე ცუდსა საქმესა, ვერც აღასრულებს, მისთვის რომელ დრო არა აქვს, მოცლილი არ არის. გარნა კაცი უქმი ადვილა...
თუ გსურს, ძმაო, შეიტყო რა კარგი და საქები არის კაცი შრომისმოყვარე, წარმოიდგინე: ოდესცა შენ იმუშავებ დილითგან საღამომდის, მაშინ გიხარიან და მადლობ ღმერთსა, და თუ რომელიმე დღე უქმად განატარე, იმ დღეს შენ თვითონაც მოწყენილი ხარ. მაშა...
იხილეთ სრულად
თუ გსურს, ძმაო, შეიტყო რა კარგი და საქები არის კაცი შრომისმოყვარე, წარმოიდგინე: ოდესცა შენ იმუშავებ დილითგან საღამომდის, მაშინ გიხარიან და მადლობ ღმერთსა, და თუ რომელიმე დღე უქმად განატარე, იმ დღეს შენ თვითონაც მოწყენილი ხარ. მაშასადამე, ეცადე და შიყვარე შრომა და მუშაკობა.
მოწყინება ის არის, ოდესცა კაცს მოეწყინება ანუ მოსძულდება თავის თავი, ანუ რომელიმე კეთილი საქმე. ეს ცოდვა, ძმანო ჩემნო, კაცს ხშირად დაემართება ეშმაკის მანქანებისაგან. მაგალითებრ: ზოგჯერ კაცს მოეწყინება ლოცვაზედ დგომა, ანუ მარხვის შ...
იხილეთ სრულად
მოწყინება ის არის, ოდესცა კაცს მოეწყინება ანუ მოსძულდება თავის თავი, ანუ რომელიმე კეთილი საქმე. ეს ცოდვა, ძმანო ჩემნო, კაცს ხშირად დაემართება ეშმაკის მანქანებისაგან. მაგალითებრ: ზოგჯერ კაცს მოეწყინება ლოცვაზედ დგომა, ანუ მარხვის შენახვა, ანუ ნიადაგ შრომა და მუშაობა. ხანდისხან კიდევ ზოგიერთ კაცს მოეწყინება თავისი სიცოცხლე, იფიქრებს: რა სიცოცხლე არის ჩემი სიცოცხლეო. ამაზედ იწყებს მწუხრებას და დრტვინვას. ესეც დიდი და მავნებელი ცოდვა არის, ძმანო ჩემნ...
კაცს ღმერთმა მისცა ყოველივე, რაც საჭირო არის მისი ბედნიერებისათვის: ჭკუა, სიმართლე, ქვეყანა. ვინც კარგად მოიხმარებს ღვთის ნიჭსა, ესე იგი ვინც კარგად ირჯება, ცდილობს, მუშაობს, – ის არ შთავარდება მოწყინებაში. თუ შეემთხვია მას რომელი...
იხილეთ სრულად
კაცს ღმერთმა მისცა ყოველივე, რაც საჭირო არის მისი ბედნიერებისათვის: ჭკუა, სიმართლე, ქვეყანა. ვინც კარგად მოიხმარებს ღვთის ნიჭსა, ესე იგი ვინც კარგად ირჯება, ცდილობს, მუშაობს, – ის არ შთავარდება მოწყინებაში. თუ შეემთხვია მას რომელიმე ზარალი, ანუ უბედურება, მაინც სულგრძელ არს და მალე გამოვა ზარალითგან. მაშასადამე, მოწყინება დაემართება მხოლოდ იმ კაცს, რომელიც არის ზარმაცი, ცუდი ხასიათისა და ცუდი ყოფა–ქცევისა
მოწყინება მისთვის არის ცუდი და მავნებელი ცოდვა, რომელ იგი კაცს შთააგდებს კიდევ სხვათა ცოდვათა შინა. ვისაც გულში აქვს მოწყინება, იგი ხშირად დრტვინავს ღმერთზედ და ამით დიდად სცოდავს, მას დაეკარგება სასოება ღმერთზედ. რადგანაც ესრეთი ...
იხილეთ სრულად
მოწყინება მისთვის არის ცუდი და მავნებელი ცოდვა, რომელ იგი კაცს შთააგდებს კიდევ სხვათა ცოდვათა შინა. ვისაც გულში აქვს მოწყინება, იგი ხშირად დრტვინავს ღმერთზედ და ამით დიდად სცოდავს, მას დაეკარგება სასოება ღმერთზედ. რადგანაც ესრეთი ცუდი და მავნებელი ცოდვა არის მოწყინება, მაშასადამე, ოდესცა გულში გაგიჩნდება იგი, მაშინვე ეცადე და განაგდე გულისა შენისაგან. ქრისტიანე ყოველთვის უნდა იყოს მღვიძარე, ყოველთვის ღმერთზედ სასოება უნდა ქონდეს.
თუ ვინმე მთავრობას ანუ ჩინოვნიკობას ეძიებს მხოლოდ მისთვის, რათა თავის თავს მისცეს სარგებლობა, გამდიდრდეს, პატივი და დიდება შეიძინოს, თუ მარტო ამას ფიქრობს და სხვა არაფერი ახსოვს, იგი დიდ ცოდვაში არის. გარნა, ვინც მთავრობას ეძიებს ...
იხილეთ სრულად
თუ ვინმე მთავრობას ანუ ჩინოვნიკობას ეძიებს მხოლოდ მისთვის, რათა თავის თავს მისცეს სარგებლობა, გამდიდრდეს, პატივი და დიდება შეიძინოს, თუ მარტო ამას ფიქრობს და სხვა არაფერი ახსოვს, იგი დიდ ცოდვაში არის. გარნა, ვინც მთავრობას ეძიებს მისთვის, რომ მოყვასთა თვისთა მისცეს სარგებლობა, დაიცვას მშვიდობა და მყუდროება სოფელში, სიმართლე და მართლმსაჯულება მიანიჭოს ყოველს კაცსა, ქვრივი, ობოლი და საწყალი დაიფაროს უმართლო და მძლავრთა კაცთაგან, ამისთანა კაცი არ არ...
ვისაც ახსოვს რა დიდი და ძნელი საქმე არის მთავრობა, რა დიდსა და საშინელსა პასუხისგებაში შთავარდება ღვთის წინაშე ის კაცი, რომელიც უმართლოდ ხმარობს მთავრობას – ამისთანა კაცს არც ექმნება გულში მთავრობის მოყვარება, არამედ კიდეც ეშინის,...
იხილეთ სრულად
ვისაც ახსოვს რა დიდი და ძნელი საქმე არის მთავრობა, რა დიდსა და საშინელსა პასუხისგებაში შთავარდება ღვთის წინაშე ის კაცი, რომელიც უმართლოდ ხმარობს მთავრობას – ამისთანა კაცს არც ექმნება გულში მთავრობის მოყვარება, არამედ კიდეც ეშინის, რომ მთავრობის მოყვარებით სული არ წარიწყმიდოს.
ღმერთმან დედაკაცი იმიტომ შექმნა სუსტი და მამაკაცს მისთვის მისცა უმეტესი ღონე, რომ პირველი შინ, სახლში უნდა იყოს, სახლს უნდა უვლიდეს და შვილებს უნდა ზრდიდეს, ხოლო მეორე გარედ უნდა მუშაკობდეს, რაც უმძიმესი საქმე არის, იმას აკეთებდეს...
იხილეთ სრულად
ღმერთმან დედაკაცი იმიტომ შექმნა სუსტი და მამაკაცს მისთვის მისცა უმეტესი ღონე, რომ პირველი შინ, სახლში უნდა იყოს, სახლს უნდა უვლიდეს და შვილებს უნდა ზრდიდეს, ხოლო მეორე გარედ უნდა მუშაკობდეს, რაც უმძიმესი საქმე არის, იმას აკეთებდეს. საღმრთო წერილიც ისრე შეგვაგონებს ჩვენ, რომელ ყოველს ადამიანს უნდა ცოლი თვისი უყვარდეს და ისრეთ პატივში უნდა ყავდეს, როგორც თავისი თავი. ყოველს განათლებულ სახლში დედაკაცს აქვს დიდი პატივი.
ცუდადმეტყველება არის ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, გამომავალი პირისაგან კაცისა. ღმერთმან ენა ჩვენ მისთვის მოგვცა, რათა ვაკურთხოთ, ვადიდოთ და ვილოცოთ. დავლოცოთ, დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. გარნა ჩვენ, ნაცვლად ამისა, ენას ხშირ...
იხილეთ სრულად
ცუდადმეტყველება არის ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, გამომავალი პირისაგან კაცისა. ღმერთმან ენა ჩვენ მისთვის მოგვცა, რათა ვაკურთხოთ, ვადიდოთ და ვილოცოთ. დავლოცოთ, დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. გარნა ჩვენ, ნაცვლად ამისა, ენას ხშირად ვხმარობთ ცოდვისათვის. ენითა ჩვენითა ვიტყვით სიცრუეს, გინებას, ცილისწამებას, უშვერ სიტყვას.