ენა თავისთავად არ სცოდავს, არამედ იმას იტყვის, რაც გულში აქვს კაცსა. მაშასადამე, ვინც ლაპარაკობს ყოველთვის გონიერად, მშვენიერად და მძიმედ, იმას უთუოდ გულიც და ხასიათიც კარგი აქვს, გარნა ვინც ხშირად იტყვის უშვერ სიტყვას, ხშირად აგი...
იხილეთ სრულად
ენა თავისთავად არ სცოდავს, არამედ იმას იტყვის, რაც გულში აქვს კაცსა. მაშასადამე, ვინც ლაპარაკობს ყოველთვის გონიერად, მშვენიერად და მძიმედ, იმას უთუოდ გულიც და ხასიათიც კარგი აქვს, გარნა ვინც ხშირად იტყვის უშვერ სიტყვას, ხშირად აგინებს თავის მოყვასს, სჩანს, რომ იმას ხასიათიც ცუდი აქვს.
მეორესა და საშინელსა მოსვლასა იესო ქრისტესსა ყოველი კაცი მისცემს პასუხს არათუ მხოლოდ საქმეთა, არამედ ყოველთა სიტყვათა თვისთათვის. ეცადეთ, ძმანო ჩემნო, არა სცოდოთ ენითა თქვენითა, არამედ ჭკუიანად და მშვიდად ეტყოდეთ ერთი მეორესა ყოვე...
იხილეთ სრულად
მეორესა და საშინელსა მოსვლასა იესო ქრისტესსა ყოველი კაცი მისცემს პასუხს არათუ მხოლოდ საქმეთა, არამედ ყოველთა სიტყვათა თვისთათვის. ეცადეთ, ძმანო ჩემნო, არა სცოდოთ ენითა თქვენითა, არამედ ჭკუიანად და მშვიდად ეტყოდეთ ერთი მეორესა ყოველთა თქვენთა საქმეთა.
სიწმიდე ანუ სული სიწმიდისა არის ორგვარი: გარეგანი, ანუ ხორციელი და შინაგანი, ანუ სულიერი. სიწმიდე გარეგანი, ანუ ხორციელი ის არის, როდესაც კაცს უყვარს წმინდად ჩაცმა, წმინდად ჭამა და სმა და წმინდად ცხოვრება თავის სახლში. კარგი, გონი...
იხილეთ სრულად
სიწმიდე ანუ სული სიწმიდისა არის ორგვარი: გარეგანი, ანუ ხორციელი და შინაგანი, ანუ სულიერი. სიწმიდე გარეგანი, ანუ ხორციელი ის არის, როდესაც კაცს უყვარს წმინდად ჩაცმა, წმინდად ჭამა და სმა და წმინდად ცხოვრება თავის სახლში. კარგი, გონიერი და სასარგებლო საქმე არის, თუ კაცი ცდილობს ხორციელსა სიწმიდესა. თუ გინდ ბევრი არაფერი გქონდეს შენ, ძმაო ჩემო, მაგრამ რაც გაქვს, ის სუფთად და წმიდად შეინახე.
სიწმინდე, სისუფთავე ხორციელი ძლიერ საჭირო და სასარგებლო არის კაცისათვის. ესრედ უნდა ვიფიქროთ, რომ ვისაც უყვარს გარეგანი და ხორციელი სიწმინდე და სისუფთავე, ის სულიერისა სიწმინდისათვისაც უფრო ცდილობს. გარდა ამისა, ვინც უწმინდურად ცხ...
იხილეთ სრულად
სიწმინდე, სისუფთავე ხორციელი ძლიერ საჭირო და სასარგებლო არის კაცისათვის. ესრედ უნდა ვიფიქროთ, რომ ვისაც უყვარს გარეგანი და ხორციელი სიწმინდე და სისუფთავე, ის სულიერისა სიწმინდისათვისაც უფრო ცდილობს. გარდა ამისა, ვინც უწმინდურად ცხოვრებს, ის უფრო მალე გახდება ავად და მალე დაკარგავს სიმრთელესა, რაიცა დიდი ცოდვა არის, ვინაითგან თვით ღმრთი გვიბრძანებს ჩვენ, რათა დავიცვათ და შევინახოთ ჩვენი სიცოცხლე. ამისათვის, ძმანო ჩემნო, რადგან ახლა მე თქვენ გიჩვენ...
სიმდაბლე აქვს იმ კაცს, რომელიც თავის თავზედ დიდს არაფერს ფიქრობს, ესე იგი თავის თავი არ მიაჩნია დიდად. ამ სათნოებას შეიძენს კაცი მაშინ, როდესაც კარგად იფიქრებს თავის ცოდვებზედ. ჩვენ ყოველნი, ძმანო ჩემნო, ცოდვილნი ვართ ღვთის წინაშე...
იხილეთ სრულად
სიმდაბლე აქვს იმ კაცს, რომელიც თავის თავზედ დიდს არაფერს ფიქრობს, ესე იგი თავის თავი არ მიაჩნია დიდად. ამ სათნოებას შეიძენს კაცი მაშინ, როდესაც კარგად იფიქრებს თავის ცოდვებზედ. ჩვენ ყოველნი, ძმანო ჩემნო, ცოდვილნი ვართ ღვთის წინაშე; არ გავა არა თუ მთელი დღე, არამედ ერთი საათიც, რომ არ შევცოდოთ ღმერთსა ან გონებით, ანუ სიტყვით, ანუ საქმით; მაშასადამე, ყოველთვის უნდა სიმდაბლით და მონანებით ვთხოვდეთ ღმერთსა შენდობასა.
მოთმინება მეტად საჭირო არის ყოვლის კაცისათვის, ამისთვის რომელ ქვეყანაზედ არ არის იმისთანა კაცი, რომელსაც არ შემთხვეოდეს ვითარმე უბედურება და უკმაყოფილება. მრთელი ჩვენი სიცოცხლე ისე არის ამ ქვეყანაში დაწყობილი, რომელ თუ მოთმინება ა...
იხილეთ სრულად
მოთმინება მეტად საჭირო არის ყოვლის კაცისათვის, ამისთვის რომელ ქვეყანაზედ არ არის იმისთანა კაცი, რომელსაც არ შემთხვეოდეს ვითარმე უბედურება და უკმაყოფილება. მრთელი ჩვენი სიცოცხლე ისე არის ამ ქვეყანაში დაწყობილი, რომელ თუ მოთმინება არა აქვს კაცსა, ვერ გასძლებს ქვეყანაზედ. ყოველ საქმეში და ყოველს შემთხვევაში საჭირო არის კაცისათვის მოთმინება.
ყოველთა უმეტესი მოთმინება ქრისტიანეს უნდა ქონდეს თავისი სჯულის აღსრულებაში. თუ დიდი მოთმინება და სიმტკიცე არ აქვს ქრისტიანესა, ვერ წინააღუდგება ცოდვასა და განსაცდელსა, ვერ იქმნება კეთილი ქრისტეს მოწაფე. როდესაც შენ, ძმაო, შეგემთხვ...
იხილეთ სრულად
ყოველთა უმეტესი მოთმინება ქრისტიანეს უნდა ქონდეს თავისი სჯულის აღსრულებაში. თუ დიდი მოთმინება და სიმტკიცე არ აქვს ქრისტიანესა, ვერ წინააღუდგება ცოდვასა და განსაცდელსა, ვერ იქმნება კეთილი ქრისტეს მოწაფე. როდესაც შენ, ძმაო, შეგემთხვევა რომელიმე უბედურება, ანუ განსაცდელი და გაგიჭირდება ცხოვრება, მოიგონე უფალი იესო ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი. რა არ მოითმინა მან ჩვენი გულისათვისა? განკიცხვა, გინება, შეურაცხყოფა, დევნა, ტანჯვა, ჯვარცმა. თუ მაცხოვარმან ესო...
განცდა თავისა ის არის, როდესაც კაცი გამოცდის ანუ შეიტყობს თავის თავს, ესე იგი შეიტყობს, კარგად იქცევა, თუ ცუდად, კარგი ხასიათი აქვს, თუ ცუდი. ცნობა თავისა თვისისა არის საფუძველი კეთილისა ქრისტიანობრივის ცხოვრებისა. თუ კაცმან თავის...
იხილეთ სრულად
განცდა თავისა ის არის, როდესაც კაცი გამოცდის ანუ შეიტყობს თავის თავს, ესე იგი შეიტყობს, კარგად იქცევა, თუ ცუდად, კარგი ხასიათი აქვს, თუ ცუდი. ცნობა თავისა თვისისა არის საფუძველი კეთილისა ქრისტიანობრივის ცხოვრებისა. თუ კაცმან თავის თავი არ იცის, თუ არ შეიტყო, რა ცოდვა უქმნია, რა ნაკლულევანება აქვს გულში, რანაირად გაიმართავს იგი თავის თავს, რანაირად მოინანიებს და როგორ შეიქმნება უმჯობესი. გარნა, ნუ ფიქრობთ, ძმანო ჩემნო, რომ ადვილი იყოს ეს საქმე. დი...
დიდი სარგებლობა და სულიერი მადლი მოგვეცემა, როდესაც კარგად გასინჯავ შენ თავს და გულში იტყვი: მე სწორედ ამაში და ამაში ვარ დამნაშავე ღვთის წინაშე. თუ ესრეთ ქმენი, უთუოდ კარგად მოინანიებ შენ ცოდვასა და კარგი კაცი შეიქმნები; ხოლო კარ...
იხილეთ სრულად
დიდი სარგებლობა და სულიერი მადლი მოგვეცემა, როდესაც კარგად გასინჯავ შენ თავს და გულში იტყვი: მე სწორედ ამაში და ამაში ვარ დამნაშავე ღვთის წინაშე. თუ ესრეთ ქმენი, უთუოდ კარგად მოინანიებ შენ ცოდვასა და კარგი კაცი შეიქმნები; ხოლო კარგად თუ არ იცან შენი თავი, არათუ ქრისტიანობაში, არამედ არც სხვა საქმეში გამოდგები.