წარმავალია ტკივილი, საუკუნოა დიდება; მკაცრია განსაცდელების ზამთარი, ტკბილია სასუფევლის შვება. მრავალი გასაჭირით შევალთ სამოთხის, ზეციური სამყაროს თვალისმომჭრელ ნათელში. ხოლო ჩვენს იესოს ჩვენდამი მოწყალეს ვნახავთ მაშინ, როცა მოვითმ... იხილეთ სრულად
წარმავალია ტკივილი, საუკუნოა დიდება; მკაცრია განსაცდელების ზამთარი, ტკბილია სასუფევლის შვება. მრავალი გასაჭირით შევალთ სამოთხის, ზეციური სამყაროს თვალისმომჭრელ ნათელში. ხოლო ჩვენს იესოს ჩვენდამი მოწყალეს ვნახავთ მაშინ, როცა მოვითმ... იხილეთ სრულად
რას ვიზამთ, შვილო. ჩვენს უფალს ასე სურს: ვიტანჯოთ, რომ მომავალ სოფელში განსვენება ვპოვოთ. აქ ყველაფერი დროებითია, იქ – საუკუნო. მკაცრია ზამთარი, მაგრამ ტკბილია სამოთხე. დაე, აქ გაგვეყინოს ფეხები, რათა იქ მარადიულ ფერხულში ჩავებათ!... იხილეთ სრულად
გიხაროდეს, რადგან ღმერთს ვუყვარვართ და გვწვრთნის, რათა საუკუნოდ განგვისვენოს! ღმერთისთვის მთავარია ჯოჯოხეთისგან გვიხსნას და სამოთხე მოგვმადლოს, თუნდაც ეს ტანჯვით მოხდეს.
ტკივილი წმინდანებზეც არის დაშვებული, რომ ამ სოფელში მოთმინებით ზეცაში უმეტესი დიდება მიიღონ. მაგრამ ხშირად წმინდანები ევნებიან, სხვისთვის მაგალითი რომ გახდნენ, როგორც მრავალვნებული იობი, წმინდა სვინკლიტიკია და სხვები.
სახიერი იესო, ძელი ცხოვრებისა, ერთი მხრივ, თავისი წმინდა მაგალითით და მეორე მხრივ, ღვთაებრივი სწავლების მეშვეობით მწუხარების ჯვარზე ნუგეშის ბალზამს აპკურებს და ბევრი სხვა მაცოცხლებელი ნიშნით ადასტურებს, რომ მხოლოდ მრავალი გასაჭირი... იხილეთ სრულად
გზა, რომელიც ზეციური ქალაქისკენ მიდის, ეკლიანია და მასზე მოსიარულეებს ეკლებისგან სისხლი სდით. მაგრამ სამოთხეში განსვენების იმედი ყველაფერს სძლევს და მოგზაურებს მოთმინებას ჰმატებს, როგორც გაყინულ ტბაში შეყრილი წმინდა ორმოცი მოწამე ... იხილეთ სრულად
„ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა" (რომ. 8, 18), რომელიც გველის. გიხაროდეს, შვილო, დიდი სიხარულით, რადგან სახიერი ღმერთი, რომელზეც ჩვენი ცხონების იმედს ვამყარებთ, ღირსგვყოფს ყველა ერთად ვიყოთ მის ... იხილეთ სრულად
ნეტარია, შვილო, ვინც ამ ცხოვრების მწუხარებებს მოთმინებითა და ღვთისადმი მადლიერებით იღებს. უფალი ამგვარი მწუხარებით უკვდავ სულს თავისი სასუფევლის საუკუნო სიკეთის მისაღებად ამზადებს.
აღმართია გოლგოთაზე მიმავალი გზა, მაგრამ როცა ცხოვრებისმომნიჭებელ საფლავს მივადგებით და ჩვენი სულის აღდგომის მაუწყებელ ანგელოზს ვიხილავთ, მხიარულნი ავალთ ზეცაში, ზეციურ იერუსალიმში, სადაც წმინდა სულებთან ერთად მოზეიმე საუკუნო პასექ... იხილეთ სრულად
ყველაფერი აქაური მარადიულთან შედარებით წყვდიადი და საძაგლობაა. ნეტავ, ღმერთმა სულიერი სიბრძნე მოგვმადლოს, რომ ყოველთვის მარადიული, უსაზღვრო სიკეთე – ტკბილი ღმერთი – ავირჩიოთ.