წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ნათლისღება ყოველს კაცს გააქრისტიანებს. ვინც ნათელიღო, იგი არის მოწაფე უფლისა იესო ქრისტესი და მოზიარე მისის მადლისა.
უფალმან იესო ქრისტემან დააწესა ყოველსა ქვეყანასა ზედა წმიდა ეკლესია, რომელი ყოველსა კაცსა გარდასცემს სასოებასა, სწავლასა, მადლსა და ცხოვნებასა მისსა. ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის, იგი არ არის ქრისტიანე, მისთვის, რომელ ვერ მიიღებს მად... იხილეთ სრულად
რა უგუნური და უსასო უნდა იყოს კაცი, რომელიც მრთელი წლის განმავლობაში ერთხელაც არ ეზიარება.
თუ ამ ქვეყანაში შენ ხარ ყველაზედ უსაწყლესი და დაჩაგრული; გარნა, თუ სულგრძელებით მოითმენ შენ მწუხარებას, არ დაკარგავ სასოებას, მაშინ მომავლასა საუკუნესა შინა შენ იქმნები უმაღლესი მრავალთა კაცთა.
ისეთი მწუხარება არ ექმნება კაცს გულში, რომელი არ დააცხროს და არ განაქარვოს მხურვალემ და ერთგულმა ლოცვამ. თუ ერთხელ მიეჩვიე და ისწავლე, რა არის ერთგული და მხურვალე ლოცვა, უმჯობესს ნუგეშს ვერსად ვერ პოვებ. ადვილად მოითმენს და ადვილა... იხილეთ სრულად
თუ ღმერთმან მოგცა შენ რომელიმე სულიერი სიხარული, რომელიმე ბედნიერება, აქ ეკლესიაში გარდაიხადე მადლი ღვთის წინაშე. უკეთუ ნაცვლად სიხარულისა, შეგემთხვია რაიმე მწუხარება, ისიც აქ აღუარე ღმერთსა შენსა. ყოველივე ღვთისაგან არის ძმაო ჩე... იხილეთ სრულად
სულსა კაცისასა აქვს თავისი საკუთარი საზრდო, რომელიცა, თუ მოაკლდა სულსა ჩვენსა, მოკვდება. სულიერი საზრდო არს სწავლა, გნათლება, ცნობა ღვთისა და თავის თავისა.
ზოგიერთი კაცი ისრე ფიქრობს, რომ თუ მოვიდა ეკლესიაში და წირვის გადათავებამდის დადგა, პირჯვარი დაიწერა, მეტი არაფერი არ არის საჭირო. სინიდისი მისი ამით კმაყოფილია. იმას კი არ კითხავს თავის თავს, თუ რა გაიგონა, რა შეუვიდა ჭკუაში და გ... იხილეთ სრულად
მონანება ის არის, როდესაც კაცი იფიქრებს და იტყვის: მე ესა და ეს საქმე სწორედ (მართლა) ცუდად ვქმენიო, ამ საქმეში მე სწორედ დამნაშავე ვარო ღვთის წინაშე; ეწყინება (მოსწყინდება), მოეძალება ცოდვა და მერმე იტყვის: არა, ამას იქით აღარ ვი... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად, ძმანო ჩემნო, ეკლესია არის და ყოველთვის უნდა იყოს ჩვენთვის ერთი ფრიად შეყვარებული და სანატრელი ადგილი, რომელმან ჩვენ ყოველნი უნდა შეგვაერთოს სულიერად წინაშე ღვთისა. ყოველზე უმთავრესი და უმჯობესი ქველისმოქმედება ეკლესიის... იხილეთ სრულად