იგი, ვისაც გააჩნია საკუთარ ცოდვათა განცდა, აღემატება ადამიანს, თავისი ლოცვით მკვდრებს რომ აღადგენს. ის, ვინც ღირსი შეიქმნება საკუთარ ცოდვათა დანახვისა, აღემატება იმ ადამიანს, ანგელოზებს რომ ხედავს: რადგანაც მეორეს გაეხსნა გრძნობისმიერი ხედვა, ხოლო პირველს აეხილა სულიერი თვალები.