სატანისთვის უდიდესი წარმატებაა, თუკი შეძლებს მორჩილი დაარწმუნოს, რომ გულისსიტყვები დამალოს, მოძღვრის კურთხევის გარეშე რაიმე გააკეთოს, სულიერი მამის წინაშე ყველაფერი გულწრფელად არ აღიაროს. ასეთი მორჩილი საფუძვლად კეთილ საწყისს ვერა...
იხილეთ სრულად
სატანისთვის უდიდესი წარმატებაა, თუკი შეძლებს მორჩილი დაარწმუნოს, რომ გულისსიტყვები დამალოს, მოძღვრის კურთხევის გარეშე რაიმე გააკეთოს, სულიერი მამის წინაშე ყველაფერი გულწრფელად არ აღიაროს. ასეთი მორჩილი საფუძვლად კეთილ საწყისს ვერასოდეს დადებს და ღვთის მადლის მიღებაში წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს, არამედ იჩანჩალებს, სანამ მისი სიცოცხლის საბრალო აღსასრულის ჟამი დადგება.
link
არსებობს კეთილი სინდისი და მზაკვარი სინდისი. კეთილია, როცა საღვთო სჯულზე დაყრდნობით მაცხონებელ რჩევებს გვაძლევს, მზაკვარი კი ეშმაკის ხმაა, რომელიც თვითკმაყოფილებისა და ეგოიზმის გამო ცდილობს მცდარი და დამახინჯებული რჩევა-დარიგებები...
იხილეთ სრულად
არსებობს კეთილი სინდისი და მზაკვარი სინდისი. კეთილია, როცა საღვთო სჯულზე დაყრდნობით მაცხონებელ რჩევებს გვაძლევს, მზაკვარი კი ეშმაკის ხმაა, რომელიც თვითკმაყოფილებისა და ეგოიზმის გამო ცდილობს მცდარი და დამახინჯებული რჩევა-დარიგებები მოგვაწოდოს! რომ შეიცნო და ისწავლო, თუ როგორ გაარჩიო ერთი სინდისი მეორისგან, გულისსიტყვები უნდა აღიარო და სულიერ წინამძღოლს დაემორჩილო, ის განსჯის და ნათელს მოჰფენს, თუ რომელი გულისსიტყვაა კეთილი სინდისისგან და რომელი – ...
link
აბბა პიმენს ორი გულისსიტყვა ჰქონდა და მათ სათქმელად მოძღვართან წავიდა. მოძღვარი ძალიან შორს ცხოვრობდა – დილით წასული მასთან საღამოს მივიდა. ერთ-ერთი გულისსიტყვა დაავიწყდა და მხოლოდ ერთი უთხრა. როცა დაბრუნდა და კარს აღებდა, მეორე გ...
იხილეთ სრულად
აბბა პიმენს ორი გულისსიტყვა ჰქონდა და მათ სათქმელად მოძღვართან წავიდა. მოძღვარი ძალიან შორს ცხოვრობდა – დილით წასული მასთან საღამოს მივიდა. ერთ-ერთი გულისსიტყვა დაავიწყდა და მხოლოდ ერთი უთხრა. როცა დაბრუნდა და კარს აღებდა, მეორე გულისსიტყვა გაახსენდა. კარი აღარ გააღო და დავიწყებული გულისსიტყვის სათქმელად უკან გაბრუნდა.როცა მოძღვარმა სულიერი შვილის შრომა და გამოწვლილვა დაინახა, უთხრა: „პიმენ, პიმენ, ანგელოზთა მწყემსო! შენი სათნოება შენს სახელს მთე...
link
სიმდაბლე კეთილი სინდისის მშობელია. იმისთვის, რომ ადამიანმა იცოდეს, ან უფრო სწორად, ისწავლოს, თუ რა არის კეთილი სინდისი (ორივე ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და კაცს ხშირად ვერ გაურჩევია, მზაკვარია თუ კეთილი ეს სინდისი? ფიქრობს: „ამ გულის...
იხილეთ სრულად
სიმდაბლე კეთილი სინდისის მშობელია. იმისთვის, რომ ადამიანმა იცოდეს, ან უფრო სწორად, ისწავლოს, თუ რა არის კეთილი სინდისი (ორივე ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და კაცს ხშირად ვერ გაურჩევია, მზაკვარია თუ კეთილი ეს სინდისი? ფიქრობს: „ამ გულისსიტყვას დავუჯერო თუ იმას?“) – საჭიროა სიმდაბლე ჰქონდეს, სხვისი წინამძღოლობით იცხოვროს, უპირატესს, წინამძღვარს, სულიერ მოძღვარს დაემორჩილოს. მაშინ თანდათან დაიწყებს გარჩევას – რომელი გულისსიტყვაა ბოროტი და რომელი კეთილი, ...
link
იმეორე იესოს ლოცვა. განუწყვეტლად აიძულე თავი, იღუმენიასთან ერთობა გქონდეს. არასოდეს დაუშვა გულისსიტყვა, რომელიც მას განიკითხავს, რადგან ასეთ გულისსიტყვას მამები ახასიათებენ, როგორც დამწვრობას ან საშინელ შხამს. გაფრთხილდი, სულიერ დ...
იხილეთ სრულად
იმეორე იესოს ლოცვა. განუწყვეტლად აიძულე თავი, იღუმენიასთან ერთობა გქონდეს. არასოდეს დაუშვა გულისსიტყვა, რომელიც მას განიკითხავს, რადგან ასეთ გულისსიტყვას მამები ახასიათებენ, როგორც დამწვრობას ან საშინელ შხამს. გაფრთხილდი, სულიერ დედას არ დასცილდე, თორემ ეს მთელი შენი ბრძოლის პარალიზებას მოახდენს.
link
წიგნებში, მამათა ცხოვრებებში წმინდა მორჩილების ამბებიც გვხვდება. აი, ნახე: იღუმენმა მის მორჩილებაში მყოფი მონაზვნის სენაკში ხარი შეიყვანა. წლების მანძილზე ხარი იქ ყველაფერს აფუჭებდა – ძაფებს, დაზგას. ცხადია, პირუტყვი რას აღარ ი...
იხილეთ სრულად
წიგნებში, მამათა ცხოვრებებში წმინდა მორჩილების ამბებიც გვხვდება.აი, ნახე: იღუმენმა მის მორჩილებაში მყოფი მონაზვნის სენაკში ხარი შეიყვანა. წლების მანძილზე ხარი იქ ყველაფერს აფუჭებდა – ძაფებს, დაზგას. ცხადია, პირუტყვი რას აღარ იზამდა. მონაზონს ხომ მოსვენება არ ექნებოდა! მიუხედავად ამისა, ბოროტი გულისსიტყვა მას არასოდეს ჰქონია. აბბა პაფნუტის ეუბნებოდა: „აბბა, ჩემს წინამძღვარზე ბოროტი გულისსიტყვა გულში არასოდეს გამივლია, არ მიკითხავს, თუ რატომ შემომი...
link
ერთ მორჩილს ისეთი განუსჯელი მორჩილება ჰქონდა, რომ როცა მოძღვარი ეუბნებოდა, ძმების სენაკებიდან სხვადასხვა ნივთს იპარავდა და მოძღვართან მიჰქონდა! ის კი მოპარულს პატრონებს უბრუნებდა. მორჩილი არასოდეს განუცდია გულისსიტყვას: „რატომ იქც...
იხილეთ სრულად
ერთ მორჩილს ისეთი განუსჯელი მორჩილება ჰქონდა, რომ როცა მოძღვარი ეუბნებოდა, ძმების სენაკებიდან სხვადასხვა ნივთს იპარავდა და მოძღვართან მიჰქონდა! ის კი მოპარულს პატრონებს უბრუნებდა. მორჩილი არასოდეს განუცდია გულისსიტყვას: „რატომ იქცევა ასე ჩემი მოძღვარი? მაქეზებს? ქურდობას მასწავლის? მერე ქურდობა ჩვევად რომ მექცეს?“ ის ფიქრობდა და ამბობდა: „მე ვმორჩილებ. რა ჰქვია იმას, რასაც ვაკეთებ, არ ვიცი. ერთი ვიცი – ვემორჩილები“.
link
პატერიკში ერთი კარგი მორჩილის შესახებ წერია. მას ყოველდღე, სერობის შემდეგ სულიერი მამა მორ...
იხილეთ სრულად
პატერიკში ერთი კარგი მორჩილის შესახებ წერია. მას ყოველდღე, სერობის შემდეგ სულიერი მამა მორჩილების შესახებ სხვადასხვა რჩევას აძლევდა და თან ასწავლიდა, რა არის საჭირო ცხონებისთვის.ერთ დღეს საუბრისას ბერს ჩაეძინა. მაშინ ეშმაკმა მორჩილს გულისსიტყვებით შეუტია: „ხომ დაიძინა შენმა მოძღვარმა, წადი, რაღას უზიხარ, დაღლილი ხარ, წადი და დაისვენე“ და ამის მსგავსი.– როგორ წავიდე, – ფიქრობდა მორჩილი, – მოძღვრისგან კურთხევა უნდა ავიღო.– კი, მაგრამ მას ხომ ჩაეძინ...
link
„ადამიანი, რომელიც რჩევას საკუთარ თავს ეკითხება, თავის მტერია“, ანუ ვინც გულისსიტყვებს უსმენს და უფროსების რჩევებს ყურად არ იღებს, საკუთარი თავის მტერია. ამიტომ გაფრთხილდით, შვილებო, და თუ გინდათ მონაზვნობის გზაზე წარმატებით იაროთ...
იხილეთ სრულად
„ადამიანი, რომელიც რჩევას საკუთარ თავს ეკითხება, თავის მტერია“, ანუ ვინც გულისსიტყვებს უსმენს და უფროსების რჩევებს ყურად არ იღებს, საკუთარი თავის მტერია. ამიტომ გაფრთხილდით, შვილებო, და თუ გინდათ მონაზვნობის გზაზე წარმატებით იაროთ, მოძღვრის რჩევის გარეშე ნურაფერს გააკეთებთ.
link
მორჩილება აღასრულე, გულისსიტყვები მეყსეულად განაგდე, უკანასკნელი იყავი, თუ გსურს პირველი გახდე.