თემა: მოწყალება, სიყვარული გლახაკთა მიმართ
ღატაკის შემწყნარებელს უფალი სანაცვლოს მიაგებს.
წმიდა ტიხონი, ამაფუნტის ყოფილი ეპისკოპოსი და მართლმადიდებლობის დიდი მოშურნე, ახალგაზრდობის წლებში პურს ყიდიდა, რადგან მისი მამა მცხობელი იყო. კეთილმორწმუნე ყრმას ნუგეშისმცემელი გული ჰქონდა და ხშირად რამდენიმე პურს ღატაკებს უსასყიდლოდ სჩუქნიდა; ამის გამო გაღიზიანებული მამა შვილს მკაცრად სჯიდა. მაშინ, წმიდა ტიხონმა მამას უთხრა:
-ჩემო მშობელო, ამაოდ მიწყრები, შენს პურს უფალს ვასესხებ, მისგან კი ვიღებ წმიდა წიგნთა ხელნაწერებს, სადაც წერია, რომ ღვთისთვის გაღებული ასმაგად დაგიბრუნდება. თუ ამისი არ გჯერა, წავიდეთ ბეღელში და ნახავ, როგორ უბრუნებს უფალი ვალს მათ, ვინც გაიღებს.
ამ სიტყვებით მან მამას ხელი მოჰკიდა და ბეღელში წაიყვანა. მაგრამ, როდესაც კარიც გაღება დააპირეს, აღმოჩნდა, რომ იქაურობა სუფთა და საუკეთესო ხორბლით იყო სავსე. თუმცა მანამდე თითქმის ცარიელი იყო. მამას გაუკვირდა და შეეშინდა. იგი მიწაზე დაემხო და ღმერთს მადლობა შესწირა. იმ დღიდან შვილისთვის თავის ნებაზე მოწყალების გაღება აღარ აუკრძალავს