
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
როგორ ხედავენ წმინდა მამები ჩვენს გასაჭირს? რანაირად ესმით ჩვენი ლოცვა? ასეთი შედარება მოვიყვანოთ. ვთქვათ, მზეში ჩასახლდით, გაერთიანდით მასთან. მზე თავისი სხივებით მთელ სოფელს ანათებს, უციცქნესი კენჭი რომ კენჭია, იმასაც სწვდება და თქვენ, როგორც ერთ-ერთი სხივი მზისა, მზიდან დაჰყურებთ მიწას, თუმცა მზესთან შედარებით ერთი პატარა სხივი ხართ მხოლოდ. თქვენნაირი სხივების წარმოუდგენელი სიმრავლე თავს იყრის მზეში და ეს სხივებიც მზისდარად მონაწილეობენ სოფლის განათებაში. ასევეა განწმენდელი სული, იგი ღმერთს, სულიერ მზეს უერთდება და მისით, თავისი მზის მეშვეობითაა, რომ მთელს ქვეყანას უნათებს, ხედავს ადამიანებს, მლოცველთა გასაჭირს.