image
კაცის სიტყვას, თქვენც ხედავთ, სიკვდილი არ უწერია. უკვდავია იგი იმ სიტყვით, რომელიც აქ რჩება და ამგვარად იგი სიკვდილის შემდეგაც მეტყველებს. მეც გავალ ამ სოფლიდან, ჩემი სიტყვა კი აქ დარჩება, ილაპარაკებს. რამდენი ასეთი უკვდავი სიტყვაა ამსოფლად დატოვებული: კაცი (ავტორი ამ სიტყვისა) აქ აღარაა, მისი სიტყვა კი აგრძელებს სიცოცხლეს და ხანდახან ამ სიტყვით ლაპარაკობს მთელი ერი. ნახეთ, რა ძალა აქვს ადამიანის სიტყვასაც კი! და მით უმეტეს, ღვთის სიტყვას, რომელიც საუკუნეებს გამოივლის, იცოცხლებს და ყოველთვის მოქმედი, სიცოცხლით სავსე იქნება.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები