ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
წმინდანები სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ სიცოცხლეს. ხშირად მესმის, როგორ გალობს ღვთისმშობელი თავის საოცარ, გულისშემძვრელ საგალობელს, რომელიც მან მთავარანგელოზისაგან მიღებული ხარების შემდეგ, თავისი ნათესავის, ელისაბედის სახლში შეთხზა. მესმის მოსეს საგალობელიც, წმიდა ზაქარიას - წმიდა იოანე ნათლისმცემლის მამის და წმიდა ანნას - წინასწარმეტყველ სამოელის დედის საგალობელი, გალობა სამი ყრმისა და გალობა მარიამისა. ვინ მოთვლის ახალი აღთქმის მამების საგალობლებს, დღემდე რომ ატკბობენ ღვთის ეკლესიას? თავად ღვთისმსახურება და საიდუმლოებები? წეს-ჩვეულებები? ვისითაა, ვისი სულია, ასე რომ ალბობს ჩვენს გულებს? - ღვთისა და მისი წმინდანებისა. ეს გახლავთ სწორედ მტკიცება იმისა, რომ უკვდავია კაცის სული. გავიდნენ ეს ადამიანები ამ სოფლიდან და ისევ მართავენ ჩვენს ცხოვრებას, მოკვდნენ და დღემდე გველაპარაკებიან, გვასწავლიან, გვმოძღვრავენ და შესწევთ უნარი, შეძრან ჩვენი გულები.