ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
როგორ უნდა გაიგოს მლოცველმა რომ მისი ლოცვა დაეხმარა მოყვასს? მლოცველი მიხვდება ამას იმ საღვთო
როგორ უნდა გაიგოს მლოცველმა რომ მისი ლოცვა დაეხმარა მოყვასს?
მლოცველი მიხვდება ამას იმ საღვთო ნუგეშის მეშვეობით, რასაც შეიგრძნობს საკუთარ თავში მის მიერ აღსრულებული გულისმიერი, ტკივილით აღსავსე ლოცვის შემდეგ. თუმცაღა, თავიდან სხვა ადამიანის ტკივილი საკუთარ ტკივილად უნდა ვაქციოთ, ამის შემდეგ კი აღვასრულოთ გულისმიერი ლოცვა. სიყვარული საღვთო თვისებაა, იგი აუწყებს მოყვასს. ასეა საავადმყოფოებშიც – თუ ექიმები და მედდები მართლაც განიცდიან ავადმყოფების გამო, ეს ყველაზე ქმედითი წამალი აღმოჩნდება ხოლმე ყველა იმ წამალს შორის, სნეულს რომ აძლევენ. ავადმყოფები გრძნობენ თანაგრძნობას და საიმედოობას, უსაფრთხოებას, ნუგეშს. იმას, ვინც იტანჯება, არ სჭირდება ჩვენი მრავალსიტყვაობა, არც ჩვენი შეგონებები. მას ესმის, რომ შენ გტკივა იმის გამო და ეს ეხმარება მას. ტკივილი – ეს ყველაფერია. თუ ჩვენ გვტკივა სხვების გამო, საკუთარ თავს, საკუთარ საჭიროებებს ვივიწყებთ.

|