image

თემა: გული,  რწმენა

ჭეშმარიტებასა და სიწმინდეში თუ ეჭვი შეგაქვს, გონება ჩვეულებრივ ბნელდება; გულს ურწმუნოება, შიში და სივიწროვე ეუფლება, მაგრამ თუკი გულწრფელად გწამს, სიხარულს, მშვიდობას, გულს სილაღე ეუფლება, გონებაც იწმინდება და შორსმჭვრეტელი ხდება. განა აშკარა არაა, რომ ცრუა გული? როცა ეჭვი შეგაქვს რაიმე ჭეშმარიტსა და წმინდაში, გულის წუხილი იმის უეჭველი ნიშანია სწორედ, რომ მას აღარ სწამს. გული კვდება, რაკიღა ეჭვი შეაქვს ჭეშმარიტებაში, რაკიღა ხელყოფა და განადგურება გადაწყვიტა იმისა, რისი განადგურებაც შეუძლებელია, ხოლო სილაღე გულისა, გულწრფელი რწმენის ნაყოფია, ასევე ნამდვილი ნიშანია იმ ჭეშმარიტებისა, რისიც გწამს, რადგანაც საგანი რწმენისა სიცოცხლეს ანიჭებს, ამხნევებს გულს, განაახლებს ცხოვრებას. გულს, ცოდვით შესვარულსა და უბადრუკს, ძალა აღარ შესწევს სულდგმულობისა, მოწყვეტილია წყაროს სიცოცხლის სისავსისას, ამიტომაა ცოდვა სიკვდილი და არა სიცოცხლე. ამასთან, სულიერი ცხოვრება (ანუ სრული ცხოვრება) უხილავია და უხილავად ეუწყება იგი გულს პირად ცხოვრებაში, ჩვენი რწმენისდა მიხედვით. ასე რომ, მხოლოდ ღვთის ცოცხალ, წრფელ რწმენას მოაქვს გულში სიცოცხლე და ბუნებრივია, რწმენის გარეშე გულს სივიწროვე და ურვა დაეუფლოს, როგორც შედეგი სიცოცხლის შეწყვეტა-მოკლებისა. ამასთან, რწმენას თან უნდა ახლდეს ჩვენი სულიერი მოღვაწეობა, საქმე რადგანაც კაცი ზნეობრივი არსებაა.
image
 
თემატური კითხვები