
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
ლოცვისას, როცა საკუთარი ცოდვების შენდობას ითხოვ, გაიმაგრე გული ღვთის რწმენას, სასოებასა და მოწყალებაში, უფალი მზადაა, ჩვენი გულწრფელი ლოცვის გამო შეგვინდოს ცოდვები და გაფრთხილდი, გულს სასო არ წარეკვეთოს, რომელსაც სიმძიმე და ძალით მორეული ცრემლი ახლავს. რაოდენ დიდი ცოდვაც არ უნდა იყოს, თუკი გულახდილად ნანობ, რაა შენი ცოდვები ღვთის მოწყალებასთან შედარებით!? ხშირად ისეც ხდება, რომ ლოცულობს კაცი მაგრამ, გულში, შიგნით არ სჯერა, რომ შეენდობა ცოდვა, თითქოსდა ამ ცოდვას ღვთის მოწყალებაზე მაღლაც კი აყენებს და ზუსტად ეგაა მიზეზი, რომ არ ეძლევა შენდობა და ნაკადულივითაც რომ მოსდიოდეს ცრემლები უნებურად, რაკიღა გული დამძიმებული და შეკრული აქვს, განეშორება იგი ღვთის სიუხვეს, არ ეკუთვნის წილი იქიდან. "ამისათვის გეტყვი თქუენ: ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მიიღოთ და გეყოს თქუენ" (მკ.11,24). ეჭვი იმისა, რომ ვერ მიიღებ ღვთისგან, რასაც ითხოვ, გმობაა ღვთისა.