
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
გაგინებენ და ამის გამოა, გული რომ გტკივა, ღელავ და შფოთავ? ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ ამაყი ხარ და წორედ ეგ ვნება უნდა მოიშორო და დათრგუნო, უპატიოდ უნდა გააძევო იგი გულიდან. ასე რომ, დაცინვამ არ გაგაღიზიანოს და არ შეიძულო მაგინებელი, მოძმე შენი, ის იგულე, თითქოსდა, ღვთისგან მოჩენილი ექიმი ყოფილიყოს, რომელიც გონს მოგიყვანს და სიმდაბლეს გასწავლის, ილოცე მისთვის: "აკურთხევდით მაწყევართა თქუენთა" (მათ. 5.55) დაარწმუნე თავი ამ სიტყვებით: ისინი მე კი არა, ჩემს ვნებას აგინებენ, მე კი არა, იმ გველს ერჩიან, გულში რომ ჩაბუდდა და ამიტომაა, მტკივა როცა მას გინებით იხსენიებენ და იქნება ასე დამადგეს საშველი, იქნება ამ ჩემმა კეთილისმოსურნეებმა ქილიკითა და დაცინვით დამოდევნონ გულიდან გველი და მერე ტკივილიც გაივლის. დიდება აღუვლინე ღმერთს გარეგნული უპატიობისათვის, აქ დაითმენ გინებას და აღარ იქნები მოძულებული იმ სოფელში: "რამეთუ აღივსო სიმდაბლე მისი, რამეთუ დახსნილ არს ცოდვაი მისი" (ესაია.40,2).