თემა: სიბრძნე, ღმერთი
საბაის დედოფალს, იუდეის დედაქალაქში ჩასვლისას ძვირფასი იშვიათობების დათვალიერებისას ყურადღება რომ არ მიექცია სოლომონ მეფისათვის, რომელიც სიბრძნით იყო დამშვენებული, რაოდენ შეუნდობელი იქნებოდა მისი გულგრილობა! მით უფრო არ იმსახურებს შენდობას ისეთი ადამიანი, რომელიც ამ სამყაროში ცხოვრობს და ყველაფერს ყურადღებას აქცევს გარდა - უფლისა, რომელიც ყოველი სიკეთისა და სიბრძნის წყაროა!