თემა: რწმენა, ათეიზმი ურწმუნოება, მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა
უგუნურებაა დაეჭვდე იმ სწავლების ჭეშმარიტებაში, რომელიც ღვთისგან არის განცხადებული, ურიცხვი მოწამის სისხლით დაბეჭდილი, სასწაულებით დამტკიცებული და თვით ბოროტი სულების მიერ აღიარებული: მაგრამ უმეტესი უგუნურება ისაა, რომ გწამდეს ამ სწავლების ჭეშმარიტება, მაგრამ ცხოვრობდე ისე, თითქოს ის ჭეშმარიტება არ იყოს.