
თემა: ვნებები, წუთისოფლის სიამოვნებანი
იმის იმედზე ყოფნა, რომ ვნებების სიმხურვალე წლების განმავლობაში ჩაცხრება, ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად იცნობ ვნებების ბუნებას. შესაძლოა, ისინი წამიერად დააკმაყოფილო, მაგრამ სრულიად - შეუძლებელი. მათი შხამიანი ფიალა წყურვილის მოკვლის ნაცვლად უფრო მეტად აღაგზნებს ამ სურვილს. მათი დაკმაყოფილება მხოლოდ მათ გაძლიერებას ემსახურება. რაც მეტად ასიამოვნებ მათ, მით უფრო დაჟინებულნი ხდებიან ისინი. ამრიგად, წლების სიგრძე იმის ნაცვლად, რომ ვნებები მოაკვდინოს, უფრო აღანთებს მათ; იმის ნაცვლად, რომ შეამსუბუქოს მათი უღელი, კიდევ უფრო ამძიმებს მას.