image

თემა: მაღალი და დაბალი წოდება,  მეფე,  ღმერთი

დიდებულნი ამაყად და ზიზღით არ უნდა უცქერდნენ მათზე დაბლა მდგომებს, უნდა ფიქრობდნენ, რომ ღვთის წინაშე ყველა თანასწორია, რომ მის მართლმსაჯულ თვალში "მეფე მეომარზე აღმატებული არაა, პატრონი კი - მონაზე". დაბალი საზოგადოებრივი მდგომარეობისა და თანამდებობის მქონე ადამიანები პატივისცემითა და მოკრძალებით ეკიდებიან თავისზე მაღლა მდგომთ, მაგრამ მათ წინაშე თავს მონებად უნდა გრძნობდნენ, არ უნდა ემლიქვნებოდნენ მათ და, მითუმეტეს, არაფერი არ უნდა გააკეთონ მათთვის - ღვთისა და სინდისის საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში ისინი პლანეტებს უნდა ჰგავდნენ, რომლებიც მზის გარშემო მოძრაობენ, როგორც მორჩილნი თავიანთი მეუფისა და ამასთან, იოტისოდენადაც არ არღვევენ დროის კანონებსა და სივრცის საზღვრებს, რომელიც მათ სამყაროს შემოქმედმა დაუდგინა.
image
 
აქტუალური თემები
თემატური კითხვები