თემა: სიმდაბლე

ერთხელ მამები მამა ანტონთან მივიდნენ და მასთან მამა იოსები დახვდათ. წმიდა მამას მათი გამოცდა სურდა; ამიტომ წმიდა წერილიდან ერთ-ერთი გამონათქვამი შეარჩია და თითოეულს სათითაოდ ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა ის. ყველა საკუთარი შეხედულებისამებრ პასუხობდა, ბერი კი თითოეულს ეუბნებოდა:
    -არა, ვერ მიმხვდარხარ!
    ბოლოს მამა იოსებს ჰკითხა:
    -შენ რას იტყვი ამ გამონათქვამზე?
    -არ ვიცი, - უპასუხა იოსებმა.
    მამა ანტონმა კი დასძინა:
    -მამა იოსები სწორ გზას ადგას, როცა ამბობს, არ ვიციო.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები