თემა: ცილისწამება,  განკითხვა


იმის შესახებ, რაოდენ მაცხოვნებელია, თუკი ცილისწამებას არ მოისმენ.

ღირსი მარკოზ ეგვიპტელი, რომელიც ლოცვასა და მარხვაში 30 წელი მოსაგრეობდა, სენაკიდან არ გამოდიოდა. ძმები პატივს სცემდნენ მას, წინამძღვარი კი გარკვეულ დღეებში სენაკში აზიარებდა წმიდა საიდუმლოებებს. მაგრამ ეშმაკს შეშურდა ბერის კეთილისმსურველებისა და ყოველგვარ ცბიერებას იყენებდა, რათა იგი განკითხვის ცოდვაში ჩაეგდო. იგი შევიდა ერთ ცოდვილში და თითქოსდა კურთხევის სათხოვნელად იგი ბერთან მიიყვანა. უგუნურმა ის იყო გადააბიჯა სენაკის ზღურბლს, რომ უეცრად დაიყვირა:
    -შენი წინამძღვარი უდიდესი ცოდვილია! არ მისცე უფლება, რომ მოგიახლოვდეს!
    მაგრამ ღვთისგან შთაგონებულმა ბერმა ამაზე უპასუხა:
    -შვილო, „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“; და თუ ის ცოდვილია, უფალი განკურნავს, რამეთუ წერილ არს: „ულოცევდით ერთიერთსა, რაითა განიკურნეთ“ (იაკ. 5, 16). ამის შემდეგ ბერმა ილოცა, განდევნა უწმინდური სული და მოსულს ჯანმრთელობა დაუბრუნა.
    მეორე დღეს მასთან წინამძღვარი მოვიდა, რომელიც ბერმა დიდი სიხარულით მიიღო. მაშინ მრავალმოწყალე ღმერთმა დალოცა დალოცა მისი უბიწოება და ნიშანიც მისცა: როდესაც მღვდელმა მისთვის წმიდა საიდუმლოებების მიწოდება დაიწყო, ღირსმა მარკოზმა დაინახა ანგელოზი, რომელიც ზეციდან ჩამოდიოდა და წინამძღვარს თავზე მარჯვენას ადებდა. მარკოზი შეშინდა, ღვთის ანგელოზმა კი უთხრა მას:
    -მიწიერი მეფეც ვერ იტანს, როდესაც მის წინაშე დიდებულები არაწმიდებით წარდგებიან; ზეციური მეუფე კი, მით უმეტეს, ყველაზე აღმატებულია.
    ამრიგად, ქრისტეს დიდი მოსაგრე მარკოზი ღვთიური მადლის ღირსი გახდა იმისათვის, რომ ცილისწამებას არ დაუჯერა და მღვდელმსახური არ განიკითხა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები