image

თემა: სიმდაბლე

თუ ვინმე საკუთარ თავს აიძულებს მადლმოსილი ლოცვის მოსაპოვებლად, მაგრამ თავის დამდაბლების, სიყვარულის და სხვა საუფლო მცნებების დასაცავად თავს არ შეიწუხებსმაშინ, შესაძლოა, იშვიათად მიეცეს მადლმოსილი ლოცვა, მაგრამ ზნეობით ის ისეთივე დარჩება, როგორიც მანამდე იყო. ეს იმიტომ, რომ არ გააჩნია თვინიერება, არ უშრომია და არც თვინიერებაში გაუწვრთნია თავი; ასევე არა აქვს მა სიმდაბლის სიბრძნე, არ უთხოვია და თავი არ შეუწუხებია ამისათვის, ყველას მიმართ სიყვარულიც უცხოა მისთვის, რადგან არც იმაზე უზრუნია, არ უძებნია და არ უთხოვია ლოცვაში. რამეთუ, ის ვინც უარყოფს თავის ნებას და გულის სურვილების საწინააღმდეგოდ აიძულებს საკუთარ თავს ლოცვისათვის, ასევე უნდა აიძულებდეს მას სიყვარლისათვის, თვინიერებისათვის, ყოველგვარი მოთმინებისა და სულგრძელებისათვის, თანაც, როგორც ნათქვამია, სიხარულით; ამგვარადვე უნდა აიძულებდეს თავის თავს დამცირებისათვის, თვლიდეს საკუთარ თავს ყველაზე უვარგისად და არაფრის ღირსად, არ საუბრობდეს უსარგებლოდ, ყოველთვის სწავლობდეს უფლის სიტყვებს და წარმოთქვამდეს მათ ბაგეებით და გულით. ასევე უნდა აიძულებდეს თავს, არ ღიზიანდებოდეს, რადგან ნათქვამია: "ყოველი სიმწარე და რისხვაი და გულისწყრომაი და ღაღადებაი... მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით" (ეფეს. 4, 31). ამგვარად, უფალი დაინახავს რა ადამიანის ამგვარ მოშურნეობას, მისცემს მას უნარს, შრომისა და ძალისხმევის გარეშე აღასრულოს ყოვლივე, რასაც მანამდე თავის იძულებით ასრულებდა. და მოხდება ისე, რომ სათნოებათა ეს ჩანასახები ბუნებრივ სახეს მიიღებენ, რადგან მასთან, ბოლოს დ ბოლოს მოვა უფალი - მოვა, დამკვიდრდება და თავად აღასრულებს მასში თავის მცნებებს, აღავსებს მას რა სულის ნაყოფებით.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები