ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: ავადმყოფობა
ყველაზე საშინელი ავადმყოფობა ისაა, როდესაც ადამიანისაკუთარ თავს ჩააგონებს, რომ ის რაღაცითაა დაავადებული. ამ აზრის გამოისობით ადამიანს შფოთი ახრჩობს, აღაგზნებს, მადასა და ძილს უკარგავს, აიძულებს, რომ წამლები მიიღოს. მესმის, როდესაც ნამდვილად ავადმყოფი ადამიანი მკურნალობს, მაგრამ არაფრით არ შემიძლია, გავუგო მას, ვინც სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაში წარმოიდგენს, ავად ვარო და მერე თავისივე წარმოდგენის გამო მართლაც ავად გახდება. მაგალითად, ადამიანი სულიერი და ხორციელი ძალებითაა სავსე, მაგრამ არაფრის კეთება არ შეუძლია, იმიტომ, რომ საკუთარ თავს ჩააგონა, ავად ვრო. შედეგად ის მართლაც უძლურდება, როგორც სულიერად, ისე - ხორციელად. და ამასთან კი არ ცრუობს, არამედ ნამდვილად ასე ჰგონია. როდესაც იჯერებს, რომ რაღაც სენი სჭირს, ადამიანი პანიკაში ვარდება, ნადგურდება და უკვე აღარაფრის გაკეთება აღარ შეუძლია. ამგვარად სულიერად უმიზეზოდ იგი საკუთარ თავს ავადმყოფად აქცევს.
ზოგჯერ ჩემთან სენაკში მოდიან სრულიად დათრგუნული ადამიანები. - "ვგრძნობ, რომ შიდსი მჭირს". - მეუბნებიან ამას და თანაც სჯერათ კიდეც. - "შენ რა, რაიმე ისეთი შეგემთხვა"? - ვეკითხები. - "არა, მსგავსი არაფერი ყოფილა". - "მაშ, ტყუილუბრალოდ ღელავ, წადი, გამოიკვლიე, რომ ეგ აზრები დაძლიო". - ვურჩევ მე. - "მაგრამ, ანალიზებმა რომ აჩვენონ, რომნამდვილად შიდსი მაქვს"! - შეშინებულები მიპასუხებენ ისინი. ასე არ მიჯერებენ და თავს იტანჯავენ. ხოლო ისინი, ვინც მიჯერებენ და გამოკვლევაზე მიდიან, რწმუნდებიან, რომ არანაირი შიდსი არა აქვთ; უნდა ნახოთ, როგორ იცვლება მათი სახეები და ცხოვრების აზრი უბრუნდებათ. პირველნი კი - ამგვარი განწყობის გამო - შესაძლოა, ლოგინად ჩავარდნენ და ჭამაზედაც უარი თქვან. მაგრამ კარგი, დავუშვათ, რომ ნამდვილად შიდსი გაქვს. ღმერთისთვის ხომ გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს. თუკი უფრო სულიერად იცხოვრებ, აღსარეას იტყვი, ეზიარები, ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდები, მაშინ ღმერთი შეგეწევა.