image

თემა: ავადმყოფობა

როდის ესმის ადამიანს სხვისი ტკივილი? როცა თავადაც ავად ხდება. როცა იმავეს განიცდის, მაშინ შეიცნობს და იგებს სხვის ტკივილს. სხვაგვარად სასტიკი რჩება, და თუ ბუნებით კეთილი არ აღმოჩნდა, არავინ ეცოდება. მაგრამ ყველაფერი ისე, რაც ბუნებითაა, არც პატივს იმსახურებს და არც უპატიობას.
    ღვაწლი და დაცემები კი განზრახვას ეკუთვნის. ამრიგად, როგორ ვისწავლით მეცნიერებათა მეცნიერებას, თუკი განსაცდელი არ შეგვანჯღრევს? რადგან მადლი რომ წასულიყო, მე და შენ კი არა, წმინდა მოციქულებიც კი არ იქნებოდნენ მოციქულები, როგორ შეუძლია თიხას წყლის შეკავება, ცეცხლში თუ არ იქნა გამომწვარი? ღმერთს უნდა ისეთები გაგვხადოს, როგორიც მეომარია ასპარეზზე, ან ბურთი, რომლითაც თამაშობენ
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები