ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: ვნებები
ვნებები ეს უხეში რამაა. ურალის მთები! სიმაღლის კილომეტრები! მადლი მზეა. მზე ამოდის, მაგრამ მთათა ჩრდილი ხელს უშლის გონივრადქმნული ადამიანის მთლიანად გათბობას. საკმარისია ერთი სხივი მისწვდეს, რომ მყისვე სიხარულით ინთება. დანარჩენი ნაწილი კი ვნებათა ჩრდილში რჩება. ეშაკებსაც მაშინვე შეუძლიათ იმოქმედონ, როგორც კი მადლი შემცირდება. და ხშირად ისინი მას აბრკოლებენ, როგორც ღრუბლები, რომლებიც მზის სხივებს ფარავენ. რადგან ვნებათა ჩრდილი წარმოშობს წარმოშობს ნისლს, რომელიც აბნელებს სინათლის მცირე სხივს. და ეს ნისლი უსასოობის გულისსიტყვებია: სიმხდალე, შიში, ურცხვობა, გმობანი და მათი მსგავსნი. რომელთაგან სული ჭკნება და კადნიერებას კარგავს