ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: მადლი, სათნოებები
სათნოებას ეჟვანი როდი აბია, რომ ჟღერდეს და ცნობისმოყვარეობას აღძრავდეს, რომ მოიხედო და დაინახო. ეს ღმერთის არანივთიერი ნიჭია. რატომ უწოდებენ მას მადლს? იმიტომ, რომ არ იხილება, არ შემოისაზღვრება, ვერ წარმოიდგინება, არ ფერადდება. ღმრთის ნიჭი. გამოუთქმელი და მიუწვდომელი და მდიდარი სასწაული.
ამიტომ უფალი, ჭეშმარიტად ღმერთი, როცა გზებზე დადიოდა, ისეთი ჩანდა, როგორიც დანარჩენი ადამიანები. ამბობდნენ: "ჭამს და სვამსო". მატყუარა და ეშმაკეული შეარქვეს. და დღესაც, თუკი ვინმე წამოიწყებს ლაპარაკს მადლზე, შინაგანი კაცის განწმენდაზე - მატყუარად ითვლება. მაშინვე გაიგონებ: "ხიბლშია".
და სრულიად გაქრა ადამიანის გონებიდან ის, რომ მთელი ძალისხმევა ჭურჭლის შინაგანისაკენ უნდა მივმართოთ, როგორც ამას უფალი გვეუბნება